>Time Management ანუ როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად

>ბავშვობიდან ვერ გადავეჩვიე ერთ ცუდ ჩვევას – გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე მიმყავს. ”დედლაინამდე”.


აი, სკოლის დროიდან ყველას გემახსოვრებათ: პარასკევს რომ უნდა იმეცადინო და შაბათ-კვირას თავისუფლად იყო. მე კი სულ ბოლო წუთამდე მიმყავს ყველაფერი – ადრე მეცადინეობა, ეხლა კი – საქმე და სამუშაო.

ნეტა ადამიანს თუ შეუძლია საკუთარი თავის ”ხელახლა აღზრდა”? გადამზადება? კარგი სიტყვა აქვთ რუსებს: перевоспитание.

ბევრი ვიფიქრე და ვიკითხე ამ საკითხზე და საბოლოოდ ვისწავლე: ამ ყველაფრისთვის საჭიროა დროის სწორი მენეჯმენტი. მართლა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ, რაიმე საქმე ”ვერ მოასწრო”? 
რა თქმა უნდა, ნორმალურ პირობებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ არანორმალურ დედლაინებს არ ვგულისხმობ, დღეს ბევრ მენეჯერს რომ უყვარს თქმა:
– როდის უნდა გააკეთო ეს საქმე და ”გუშინ”!

ჰოდა, დროის მენეჯმენტს, თვითდისციპლინის გარდა, თავისი სპეციალური ინსტრუმენტები აქვს.

პირველი ეტაპი: თვითდისციპლინა
თვითდისციპლინა გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი საქმე (დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი) აუცილებლად უნდა ჩაინიშნო – იმ მომენტში, როგორც კი გადაწყვეტ საქმის გაკეთებას (ან დაგავალებენ).

საქმეების ჩაწერა ხდება ორი საშუალებით: ტრადიციული პასტა-ფურცელი და/ან მობილური-ორგანაიზერი.
მე ვიყენებ: 
1. მოლესკინს

2. ნოკიას სმარტფონს



გარდა ამისა, ელექტრონული ჩანაწერებისათვის ვიყენებ შემდეგ სერვისებს:
1. Microsoft Outlook Tasks
2. Microsoft OneNote
3. Evernote
4. Gmail Tasks


ყველა ამ საშუალებით შედგენილი ამოცანები/დავალებები ერთ ადგილას იკრიბება და კალენდარში შესაბამისი ვადები მიეთითება.
ასევე ელექტრონულ სახეს იძენენ ხელით გაკეთებული ჩანაწერები – OneNote-ში შემაქვს და შემდეგ ეტაპზე გადავდივარ.


მეორე ეტაპი: ინფორმაციის დახარისხება 
მნიშვნელოვანია, მინიმუმ სამი სახის პრიორიტერულობის ხარისხის მინიჭება საქმეებისათვის. პირობითად დავყოთ ასე: 
A – უმნიშვნელოვანესი (და მალე გასაკეთებელი) საქმეები
B – საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე საჩქარო საქმეები
C – ნაკლებ მნიშვნელოვანი, უვადო ან ხანგრძლივი ვადის მქონე საქმეები.


ქვეკატეგორიების გაკეთებაც შეგვიძლია – მაგალითად, ის საქმეები, რომლებსაც ბევრი დრო არ სჭირდება, პატარა ასოთი შეიძლება აღინიშნოს: a, b და c.


ყველა კატეგორიას აქვს თავისი რამდენიმე საქმე. ასეთი საქმეები ჩვეულებრივად, რიგითი ნომრის მიხედვით ინომრება (რასაკვირველია, რიგითი ნომერი მიუთითებს საქმის შესრულების ვადაზე): 
A1 – ანგარიშის დაწერა და გადაგზავნა, 

a2 – დარეკვა და შეხვედრის დანიშვნა 

b1 – პრეზენტაციის მომზადება შემდეგი თვის ტრეინინგისთვის, 

B2 – თვის ბოლოს სემინარისთვის მასალების შეგროვება და გადახედვა 

C1 – როდისმე პარტნიორებთან ერთად ლანჩზე წასვლა და სამომავლო წლის გეგმების შეთანხმება

c2 – გასული წლის საფოსტო ყუთის გაწმენდა



მესამე ეტაპი: საქმის შესრულების მონიტორინგი

მონიტორინგი დაგეხმარებათ იმაში, რომ ყველა საქმე დროულად შეასრულოთ და არაფერი გამოგეპაროთ.

საერთოდ, რეკომენდირებულია ზემოთხსენებული სიის შედგენა დავიწყოთ სამუშაო კვირის დასაწყისში, რაც გაგვიადვილებს პრიორიტეტების დასახვას და ვადების ჩანიშვნას.


ყოველი შემდეგი დღის დილა კი გამოიყენეთ იმისათვის, რომ წინა დღით შესრულებული საქმეები წაშალოთ და ახალი დავალებები ჩაიწეროთ (ან, გარემოებების მიხედვით, შეცვალოთ პრიორიტეტები და რიგითობა).


მონიტორინგი გაუწიეთ არა მარტო ელექტრონულად ჩაწერილ საქმეებს, არამედ ბლოკნოტში გაკეთებულ ჩანაწერებსაც – შეიძლება რაიმე იდეა ან დამატებითი ინფორმაცია გაქვთ ჩანიშნული, რაც გამოგადგებათ.


თუ ჩემს მიერ დასახელებული პროგრამული უზრუნველყოფა არ გაქვთ, ნუ მოიწყენთ, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოგადგებათ – Word-იც კი.
თუ სმარტფონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერ ტელეფონში, უბრალოდ SMS-ში ჩაიწეროთ საქმეები და მერე გადაიტანოთ თქვენთვის მოსახერხებელ პროგრამაში/ბლოკნოტში
  
მთავარია, კალენდრის გამოყენება ისწავლოთ🙂

17 thoughts on “>Time Management ანუ როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად

  1. >ოო კარგი რა გიგა რა, კი ეს გამომადგება, ოღონდ სხვის საკონტროლოდ😀 მე ამაზე ეფექტურად კომპიუტერზე ან მაგიდაზე დაწებებული პატარა ფერად ფურცლებს ვიყენებ, ზედ წარწერებით, რა უნდა გავაკეთო🙂

  2. >-ჩემი გამოცდილებით, საქმე დაყოფილი მაქვს ფულიან და უფულო საქმეებად(როცა ფული არა მაქვს, ბევრი პრობლემა ”მეხსნება” :))- მაქვს ერთი გამგზავნი ფოსტის მისამართი და 7 მიმღები (საქმეების კატეგორიით) , გასაკეთებელ საქმეს ვაგზავნი შესაბამის მისამართზე, როცა გავაკეთებ…წერილს ვშლი და ახალს ვადგენისე ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის დროის განაწილება/დაგეგმარება, ოპტიმალურად! ბოლოს , დღესდღეობით მივედი იმ დასკვნამდე, რომ მაგრები არიან ვისაც უბრალოდ კეთება , კეთება სულ საქმის კეთება შეუძლიათ…მე, სამწუხაროდ, მთლიანობაში უნდა დავინახო დეტალიც :((

  3. >მაგ ყველაფრის შედეგი ის იქნება, რომ საქმის ორგანიზება საკუთრივ საქმის კეთებას ჩაანაცვლებს.:)

  4. >მე მაქვს ბლოკნოტი, ,,ეჟენეძელნიკი''. მოკლედ ყოვლ წელს ვეძებ არასტანდარტულ – ცოტა დიდი ზომის ეჟენეძელნიკებს. წელს საერთოდ ვერ ვიშოვე და ვიყიდე A4 ფორმატის ეჟენეძელნიკი და იმხელაა რო მღლის. ამრა არც მაგის გვერდზე არ მეტევა ეს საქმეების ჩამონათვალი. მერე რა ხდება იცი? ხო მოგყვება. დაწერე დღეს 7 საქმე. ხვალ გადმოგყვა 4, მარა დაემატა ახალი 3. ან 4. მერე კიდე რაღაც, კიდე დდაემატა და ასე შემდეგ. მოკლედ სულ მინუსში ვარ. საშინელი დროის მენეჯმენტი მაქვს.უსაშინლესი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!პრობლემ!

  5. >როცა ვაბარებდი მაშინ ვიყენებდი დროს მაქსიმალურად ეფექტურად. მე და ჩემი მეგობარი ჩამოვწერდით ხოლმე ფურცელზე დღის განმავლობაში რა უნდა გაგვეკეთებინა, რომელ საგნებში გვემეცადინა და რამდენი ხანი უნდა დაგვეთმო თითო საგნისთვის, მერე წერილობით პირობას ვდებდით, რომ აუცილებლად შევასრულებდით გეგმას და ხელს ვაწერდით. ვინც არ შეასრულებდა გეგმის რომელიმე პუნქტს, ისჯებოდა :დ

  6. >საინტერესო პოსტია, ჯერ ჯერობით ქართულ რეალობაში მსგავსი პრინციპებით ძალიან ცოტა ხალხი მუშაობს, შედეგად საქმე უხარისხოდ/დაგვიანებით კეთდება, მოკლედ რომ ვთქვათ პროფესიონალიზმი გვაკლია. ამ მხრივ ერთი საინტერესო წიგნი მაქვს:http://en.wikipedia.org/wiki/The_Seven_Habits_of_Highly_Effective_Peopleდიდი სიამოვნებით ვათხოვებ თუ ვინმეს უნდა🙂

  7. >მე მობილურის ორგანაიზერში თუ ჩავინიშნავ რამეს+ფერადი ქაღალდები – სულ თვალწინ :)ჯერჯერობით საკმარისია

  8. >ეგ ეხება მხოლოდ ისეთ პროფესიას/სამსახურს, რომელსაც ინტერნეტი არ ჭირდება🙂

  9. >საქართველოში არაა, საზღვარგარეთ რომ ვხვდები ხოლმე, ჩამომაქვს. ან ვაბარებ ხოლმე ვინმეს – ძირითადად ჩემს თანამშრომლებს, ვისაც ბევრი მგზავრობა უწევს.

  10. >მეც ჩამოვიტანე და გაივსო და აქ ვერსად ვიშოვე😦 ისე გამიხარდა რომ წავიკითხე მეთქი რამე "ტოჩკა" აქვს :)))

  11. >აუ მოლესკინი რა მაგარია. ცუდია, რომ აქ არ იყიდება.

  12. კაი პოსტია ეს – უნდა განვაახლო🙂 უფრო სწორად, უნდა დავწერო ახალი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s