>По-грузински это означает "клянусь"

>ბევრ სხვადასხვა ერს (და მათ ენებს) ხვდა წილად ბედნიერება, შეეტანათ წვლილი მსოფლიო კულტურულ და ლინგვისტურ საგანძურში.

გავიხსენოთ ბერძნები თავიანთი მითოლოგიით;
გავიხსენოთ რომაელები მათი შესანიშნავი ლათინური ანდაზებითა და გამონათქვამებით;
გავიხსენოთ არაბები, რომლებმაც ბევრ სხვა რამესთან ერთად (ვერ ვიხსენებ ზუსტად, მაგრამ ერთი აზიური კულტურა მჭირდებოდა ჩამონათვალში) ვარსკვლავსაც დაარქვეს სახელი (მაგალითად, ბეტელჰეიზე);
გავიხსენოთ გერმანელები შესანიშნავი სიტყვებით ცაიტგაისტი და რენტგენი; ლაიტმოტივი და პოლტერგეისტი, ავტომატი და ავტობანი, ვუნდერკინდი და ლანდშაფტი;
გავიხსენოთ ფრანგები – კარტ ბლანში და შამპანური; ავანგარდი და კამუფლიაჟი, მირაჟი და კაშნე, შეზლონგი და სხვა მრავალი;
ინგლისელებზე ხომ საერთოდ ცალკე სტატია უნდა დაიწეროს, იმდენი სიტყვა გვაჩუქეს თუ ძალით მოგვახვიეს თავს;
არაბებთან ერთად ჩინელები და იაპონელები გამახსენდა – ამათაც იცოცხლე და უზარმაზარი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს განვითარებაზე.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი სწორედ ამ დიად სიას შეუერთდა ქართული ენა (და ქართველი ერი).
მრავალწლიანი ისტორიისა და უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხს აქამდე არ მოგვეცა საშუალება, სხვებისთვის გვესწავლებინა ჩვენი შესანიშნავი და საამაყო ქართული ენა.
მაგრამ ეს ყველაფერი გუშინ იყო!

დღეს კი – დღეს მთელი მსოფლიო ამაყად და თამამად იმეორებს ლამაზ ქართულ სიტყვებს, რომლებიც ნიშნავს: ვფიცავ!

ეს ყველაფერი კი შეცვალა უკრაინული ”ნიჭიერის” ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომელმაც ამაყად ამცნო მთელს მსოფლიოს ეს ქართული სიტყვები:

Advertisements

9 thoughts on “>По-грузински это означает "клянусь"

  1. >კიდევ კარგი უკრაინა მთელი მსოფლიო არაა, მაგრამ მაინც საინტერესოა, საიდან მოხვდა ეგ "დაფიცება" უკრაინაში.მადლობა ვთქვათ "ჩმდდშვც" რომ არ დაახეთქა 😦

  2. >ამდენ ერში რაღა მაინც და მაინც სპარსელები გამოგრჩათ!? 😉 არაბებზე მაიც ნაკლებ გავლენიანი არ ყოფილან 😀

  3. >მართალია, შემეშალა :)შეგიძლია მასალით მომამარაგო და დავწერ სპარსეთზე ერთ პოსტს?

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.