>რა ბედი ელის დეისაძეს?

>აი ეხლა არის საინტერესო – ამ ამღვრეული (წ)ყლის მერე როგორ გადალაგდება საზოგადოებრივი სპექტრი: ოპოზიციის ნაწილი მოგვემხრობა ჩვენ, ლიბერალებს (აქუს შეურაცხყოფისა და გამო), მეორე ნაწილი კი (ქულების დაწერის მიზნით) – მართლმადიდებლობის დასაცავად დადგება.
ოპოზიცია გაიხლიჩება და რუსების ფულის სუნით აყროლებული ცალკეული (პ)/(ლ)იდერები საბოლოოდ ჩაიძირებიან.

ლიბერალები დაუმეგობრდებიან იმ ჯგუფებს, რომლებსაც მმკ და სმმ მთავრობასთან და თავისუფლების ინსტიტუტთან კოლაბორაციაში ადანაშაულებენ. ლიბერალური საზოგადოება გაიხლიჩება ორ ნაწილად: პირველ ნაწილს ეწოდება ”შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველს”, მეორე ნაწილს კი: ”ამათი არაფერი არ გვინდა”.

მთავრობა დაიცავს სიტყვის თავისუფლებას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქუს) და ამით კიდევ უფრო მეტ ქულას დაიწერს. შედეგად, მთავრობას კიდევ უფრო მეტი ხალხი მიემხრობა – აქუსა და გუბაზის თაყვანისმცემლებიც კი პერიოდულად კეთილგანწყობილებას გამოხატავენ და დასძენენ: ”ჭეშმარიტად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთო”.

მმკ (არადა, თავის თავს მშკ-ს უწოდებენ – ეტყობა სიტყვა ”შობლებიდან”) და სმმ (ამათ, სავარაუდოდ, რბილი ”ლ” აქვთ და ამიტომ უწოდებენ თავის ”მართმადიდებლებს”) ძველ, რევანშისტულ ძალებს დაეყრდნობიან (ყოფილის წინ ყოფილ სახალხო დამცველს და ასევე იმ ხალხს, ვისაც სჯერა, რომ საბჭოთა კავშირის დროს კაგებეს მიერ დანიშნული პატრიარქი უმწიკვლო და სუფთაა) და უკვე სისტემატიური სახით განაგრძობენ მამულიშვილურ საქმეს:
1. მდარე ხარისხის ლიტერატურის კითხვას – შესაძლო მტრების, მამათმავლებისა და საერთოდ, საშიში ხალხის აღმოჩენის მიზნით;
2. მდარე ხარისხის კლიპების შედგენას – ცისფერების მუსიკაზე დადებულ ფოტოკოლაჟებს;
3. სხვა პორნოგრაფიული და მსგავსი შინაარსის მასალების მოპოვებას და შესწავლას.

შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ციხე შიგნიდან გატყდება – ერთი კარგი გერმანული პორნო უნდა ნახონ და ერთი კარგი მინეტი გაუკეთოს ვინმე ქალმა (ხაზს ვუსმევ მინეტჩიცას სქესს, ზედმეტი შეკითხვების თავიდან ასაცილებლად), რომ მთელი მარაზმი განიქარვონ.

ახლა მრევლი – ყველა ზემოთხსენებული რეაქცია სიმპტომატურია და მეტასტაზივით მრევლსაც გადაედება, რომელიც გაიყოფა რამდენიმე ნაწილად და დაცხებენ ერთმანეთს ბრალდებებით:
– სად იყო შენი მამაო, როცა მამათმავლებს ვებრძოდით?
– და შენ სად იყავი, როცა დამპალი პიდარასტები სადღეგრძელოს და სუფრის ინსტიტუტს ებრძოდნენ და (გადა)აშენებდნენ?
– შენ ერთ-ერთი ლიბერალის ჯვრისწერაზე გნახე, ამ ტაძარში როგორ გაბედე მაგათთან ერთად შემოსვლა…
(ვიცი რომ უკბილოდ ვხუმრობ, მაგრამ სადაც იმაზე კამათობენ: ”ნაკურთხი წყალი როდის უნდა ჩაასხა ლობიოში – რომ წამოდუღდება, თუ მანამდე”, ამაზეც იჩხუბებენ).

მამაოები, რომლებსაც ორი წიგნი წაკითხული აქვთ და ხედავენ განსხვავებას ლიბერალიზმსა და პედერასტებს შორის, გარიყულნი აღმოჩნდებიან და (ადრე თუ გვიან, მაგრამ მოსალოდნელი) პატრიარქის არჩევნების (თუ რაც ქვია) დროს სინოდის სხდომაზე (და ვაბშე აღარსად) აღარ დაიშვებიან. შედეგად, ახალი პატრიარქი იქნება კიდევ უფრო კონსერვატიული, ვიდრე ახლანდელი, რაც, ლოგიკურად, კიდევ უფრო დააბნელებს მრევლს.

ხალხს რა ეშველებაო მკითხავთ.
ამაზე კი მარკესის ციტატით გიპასუხებთ:

Женщина пришла в отчаяние.
– А что мы будем есть все это время? – Она схватила его за ворот рубашки и с силой тряхнула. – Скажи, что мы будем есть?
Полковнику понадобилось прожить семьдесят пять лет – ровно семьдесят пять лет, минута в минуту, – чтобы дожить до этого мгновения. И он почувствовал себя непобедимым, когда четко и ясно ответил:
– Дерьмо.

Advertisements