>ინფორმაციული შიმშილი

>

თუ დაკვირვებიხართ, რამდენი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო?

ყველგან, ყოველ წამს ვღებულობთ ახალ ინფორმაციას, რომელიც უნდა აღვიქვათ, დავამუშავოთ, დავახარისხოთ და დავიმახსოვროთ (ან დავივიწყოთ).

დილით მაღვიძარა წივის – ინფორმაციაა
ტელევიზიით ახალი ამბები – ესეც
რეკლამა – ინფორმაციის ყველაზე შხამიანი სახეობა
მანქანაში რადიო – კიდევ ინფორმაცია
სამსახურში თუ ინსტიტუტში – მუდამ ინფორმაციას ვიღებთ და გავცემთ
ტელეფონი რეკავს – ესეც ახალი ინფორმაცია (ხშირად, უსარგებლო)
თუ არ რეკავს და მაგთი აგიკლებს თავისი ინფორმაციულ-სარეკლამო SMS-ებით
ნებისმიერი ბილბორდი, პლაკატი, სარეკლამო აბრა – უსარგებლო, ნაგავი ინფორმაციაა
მერე ინტერნეტი? ესეც ხომ ინფორმაციის უშრეტი წყაროა: სოციალური ქსელები, ახალი ამბები, მეილები, სხვადასხვა საიტები…
პოსტები, სტატუსები, ლაიქები და კომენტარები…

საშინელებაა. როგორ ვერევით ამდენ ინფორმაციას? როგორ ვერ ვწყდებით თან… სამსახურიდან გამოსულს ერთი სული გაქვს, სახლში მიხვიდე და ტელევიზორი ან კომპი ჩართო – ისევ ინფორმაციის წყურვილი გამოძრავებს.

ინფორმაცია ალბათ მარილიანი წყალივითაა – სვამ, წყურვილს არ გიკლავს (და საერთოდ, ორგანიზმს ავნებს), მაგრამ მალევე ისევ გინდება.
ან ხინკალივითაა, ან მაკდონალდსის ბურგერივით – შეჭამ, გგონია რომ დანაყრდი და 5 წუთში ისევ გშივდება.

ამ ყველაფერს მიუმატეთ ისიც, რომ დღეს ინფორმაციამ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო – ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, ასევე ძალაუფლებასაც ფლობს.
ამიტომ ხდება, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლება იზღუდება – ხალხის დაჩაგვრა/დამონება/დაშინება/დაჩლუნგება ჭირდებათ.

მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებასაც იგივე ნაკლი აქვს – იმდენ ინფორმაციას ფლობს, წარმოშობს და გაწვდის, რომ ზუსტად იგივე შედეგი მიიღწევა: გაჩლუნგებს/გჩაგრავს/გაშინებს (გაიხსენეთ უაზრო სერიალები, ან ახალი ამბების სიუჟეტები მკვლელობებზე და უმსგავსობებზე).

ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი ადამიანისთვის არა ინფორმაციის ფლობა, არამედ ინფორმაციის გაფილტრვაა.

სწორედ ის ფლობს ყველაზე დიდ ძალაუფლებას, ვინც ინფორმაციის ფილტრს (გაფილტრვის ინსტუმენტს) ფლობს.

თანამედროვე საზოგადოების ერთი ახალი ანდაზა გამახსენდა: ის, რაც youtube-ზე არ დევს, არც არსებობს.

Update:
ტელეფონში ვიპოვნე ის ჩანაწერი (იდეა), რომელმაც ამ პოსტს ჩაუყარა საფუძველი. მოისმინეთ, ცოტა ნაბოდვარს კი გავს:
http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf

5 thoughts on “>ინფორმაციული შიმშილი

  1. >ვადერ:DDშესანიშნაბია აზრებია:) რა უნდა ვუყოთ ამდენ ინფორმაციას მართლაც:(

  2. >ფაქტი, რომ ჩანაწერსაც მოვუსმინე, ალბათ ადასტურებს ინფორმაციის მოძიების წყურვილს თორემ აბა ისედაც ხომ ვნახე შედეგი და რად მინდოდა მოსმენა :):):)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s