>ძაღლების თავშესაფარი doghome.ge

>თამაზ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, როგორებიც დღეს ძალიან ცოტა დარჩა.

 

მან საკუთარ კარ-მიდამოზე, საკუთარი სახსრებითა და სრულიად უანგაროდ გააკეთა ძაღლების თავშესაფარი – www.doghome.ge
 

აქ ყავთ როგორც უპატრონო, ველური, ქუჩის ძაღლები, ასევე პატრონების მიერ გაგდებული, მიტოვებული ან სულაც, სასიკვდილოდ განწირული ძაღლებიც.

წარმოიდგინეთ ორფეხა პირუტყვი, რომელიც ძაღლს სახლიდან მხოლოდ იმ მიზეზით გააგდებს (ან სულაც, მოსაკლავად გაატანს იმ საშინელ მანქანას), რომ ძაღლი:
1. ”ძალიან ბევრს ჭამს”
2. ”ისეთი საყვარელი აღარაა, როგორც ლეკვობაში”
3. ”ჩხუბი წააგო და დიდი თავნის ჩატანა მომიწია”

აქ ყველა ძაღლს თავისი სევდიანი ისტორია აქვს… ზოგი ბრმაა, ზოგიც ყრუ, ზოგი ისეთი ველურია, რომ საჭმლის შეტანას მხოლოდ ფარით შეიარაღებული ადამიანი თუ მოახერხებს…

ზოგი ძალიან კეთილია და მანქანაში გიხტება ტალახიანი ფეხებით 🙂

მიყვარს ძაღლები და არ შემეძლო, არ მივსულიყავი და რამენაირად მადლობა არ გადამეხადა ამ ადამიანისათვის. ერთადერთი, რაც მოვახერხე, იყო ამ 80-მდე ძაღლისათვის ერთი დღის სამყოფი საჭმლის მიტანა – რაც დიდი სიამოვნებით გავაკეთე. ამასთან ერთად ფოტოებიც გადავიღე და ბატონ თამაზს დავპირდი, რომ კიდევ მოვინახულებ.

http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649

P.S. დღეს საქართველოში 22 ბავშვთა სახლია და ათამდე მოხუცთა თავშესაფარი. მათაც ჭირდებათ დახმარება და თანადგომა, მაგრამ დღეს ტელევიზორში ვნახე, რომ საკმარისი მიმხედავები ყავთ მთავრობისა და ეკლესიის სახით – ასე რომ მათზე აღარ ვნერვიულობ 😉

Advertisements

13 thoughts on “>ძაღლების თავშესაფარი doghome.ge

  1. >რა კარგია რომ არსებობენ ასეთი ადამიანები.:) ჩემს ბლოგზეც დავწერე ერთი სტატია დედამიწელებზე ზოგადად და მგონი კარგი იქნება ბლოგერები ჩავერთოთ რამენაირად ამ საკითხში.

  2. >კარგ საქმეს აკეთებს ბატონი თამაზი. ყოველთვის ვაფასებდი მის უანგარო დახმარებას. მასზე არაერთხელ დაწერა თავის ბლოგზე ტომუშკამ და იქიდან ვიცი.მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს.——აქვე დავწერ: კომენტარების დატოვების ამ სისტემას ერთი მოუხერხებელი რამ აქვს – მითითებულ ფოსტაზე თითოეულ დაწერილ კომენტარზე შეტყობინებები მოდის:)Keti

  3. >ეგ ძალიან კარგი გიგ, მარა თავისი სახსრებიდან აჭმევენ ძაღლებს თუ? ან რა მოგება რო ეგ გააკეთეს, გარდა იმისა რო ქალაქი დასუფთავდ(ებ)ა შეძლებისდაგვარად მაწანწალა ძაღლებისგან?

  4. >ლანდიშ, არანაირი მოგება – ხომ მიწერია, რომ აბსოლუტურად უანგაროდ გააკეთა ეს თავშესაფარი.საკუთარი სახსრებიდან აჭმევს, უვლის, ვეტერინარებს და მკურნალობას – ყველაფერს თვითონ აფინანსებს.აქვს საკმარისი ფინანსები ამისათვის და ღმერთმა კიდევ მეტი მისცეს.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეც ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ საქმეში 🙂

  5. >- ჩვენი ეზოს ძაღლები რომ არ წაეყვანათ,ჩემს დას ვაქცინა მოქონდა ასაცრელად, ისინი არ უჩერდებოდნენ… და 3-ჯერ თვითონ აქვს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო აცრის სრული კურსი; მერე იმათ აშეინიკს თვითონ ვუკეთებდით :”არ წაიყვანოთ-აცრილია ცოფზე!”

  6. >კოკი, სამწუხაროდ ბატონი თამაზი დროებით დაკავებულია და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.მაგრამ მაინც შეეცადეთ დაუკავშირდეთ მის ასოციაციას, რომელიც ამ კეთილ საქმეს აგრძელებს და იქნებ ასე შეძლოთ ძაღლების გადარჩენა: http://www.arpd.org.ge

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s