>ინფორმაციული შიმშილი

>

თუ დაკვირვებიხართ, რამდენი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო?

ყველგან, ყოველ წამს ვღებულობთ ახალ ინფორმაციას, რომელიც უნდა აღვიქვათ, დავამუშავოთ, დავახარისხოთ და დავიმახსოვროთ (ან დავივიწყოთ).

დილით მაღვიძარა წივის – ინფორმაციაა
ტელევიზიით ახალი ამბები – ესეც
რეკლამა – ინფორმაციის ყველაზე შხამიანი სახეობა
მანქანაში რადიო – კიდევ ინფორმაცია
სამსახურში თუ ინსტიტუტში – მუდამ ინფორმაციას ვიღებთ და გავცემთ
ტელეფონი რეკავს – ესეც ახალი ინფორმაცია (ხშირად, უსარგებლო)
თუ არ რეკავს და მაგთი აგიკლებს თავისი ინფორმაციულ-სარეკლამო SMS-ებით
ნებისმიერი ბილბორდი, პლაკატი, სარეკლამო აბრა – უსარგებლო, ნაგავი ინფორმაციაა
მერე ინტერნეტი? ესეც ხომ ინფორმაციის უშრეტი წყაროა: სოციალური ქსელები, ახალი ამბები, მეილები, სხვადასხვა საიტები…
პოსტები, სტატუსები, ლაიქები და კომენტარები…

საშინელებაა. როგორ ვერევით ამდენ ინფორმაციას? როგორ ვერ ვწყდებით თან… სამსახურიდან გამოსულს ერთი სული გაქვს, სახლში მიხვიდე და ტელევიზორი ან კომპი ჩართო – ისევ ინფორმაციის წყურვილი გამოძრავებს.

ინფორმაცია ალბათ მარილიანი წყალივითაა – სვამ, წყურვილს არ გიკლავს (და საერთოდ, ორგანიზმს ავნებს), მაგრამ მალევე ისევ გინდება.
ან ხინკალივითაა, ან მაკდონალდსის ბურგერივით – შეჭამ, გგონია რომ დანაყრდი და 5 წუთში ისევ გშივდება.

ამ ყველაფერს მიუმატეთ ისიც, რომ დღეს ინფორმაციამ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო – ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, ასევე ძალაუფლებასაც ფლობს.
ამიტომ ხდება, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლება იზღუდება – ხალხის დაჩაგვრა/დამონება/დაშინება/დაჩლუნგება ჭირდებათ.

მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებასაც იგივე ნაკლი აქვს – იმდენ ინფორმაციას ფლობს, წარმოშობს და გაწვდის, რომ ზუსტად იგივე შედეგი მიიღწევა: გაჩლუნგებს/გჩაგრავს/გაშინებს (გაიხსენეთ უაზრო სერიალები, ან ახალი ამბების სიუჟეტები მკვლელობებზე და უმსგავსობებზე).

ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი ადამიანისთვის არა ინფორმაციის ფლობა, არამედ ინფორმაციის გაფილტრვაა.

სწორედ ის ფლობს ყველაზე დიდ ძალაუფლებას, ვინც ინფორმაციის ფილტრს (გაფილტრვის ინსტუმენტს) ფლობს.

თანამედროვე საზოგადოების ერთი ახალი ანდაზა გამახსენდა: ის, რაც youtube-ზე არ დევს, არც არსებობს.

Update:
ტელეფონში ვიპოვნე ის ჩანაწერი (იდეა), რომელმაც ამ პოსტს ჩაუყარა საფუძველი. მოისმინეთ, ცოტა ნაბოდვარს კი გავს:
http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf

Advertisements

>40 ფრაზა, რომელიც მამაკაცმა უნდა თქვას თავისი ცხოვრების განმავლობაში

>ყველა ის ფრაზა, რომელიც მამაკაცმა უნდა თქვას თავისი ცხოვრების განმავლობაში (ერთხელ მაინც…)

  1. სასმელი ყველას, მე ვიხდი!
  2. დამაკავშირეთ პრეზიდენტთან! … მერე გააღვიძეთ, საჩქაროა!
  3. წამო ერთი, გარეთ გავიდეთ…
  4. ძვირფასო, ეს ის არაა, შენ რაც გგონია…
  5. მიდი, მოკიდე ხელი, ნუ გეშინია
  6. მე მგონი, ცოტა ხანი ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ
  7. ექიმო, კიდევ ერთხელ გეუბნებით – ჩემზე ნარკოზი არ მოქ………
  8. გადაუსხით ჩემი სისხლი. ერთი და იგივე ჯგუფის გვაქვს
  9. მე შენ მიყვარხარ, გამომყევი ცოლად!
  10. მოიცა, შენ ჯერ 16 წლის არ ხარ?
  11. და აი ეს მორიგი ნობელის პრემია კი მე მინდა მშიდობის ფონდში გადავრიცხო…
  12. მე და დედაშენი მთელი ცხოვრება ვმუშაობდით, რომ შენ…
  13. ძმაო, ორიენტაციის საკითხებს ნუ ეხები. მე ქალები მევასება
  14. ეს ჩემი არაა, ჩამიგდეს!
  15. მოდი მთელ პენსიაზე გაგიმაზავ!
  16. მეც ძალიან მომწონხარ, მაგრამ მე ცოლი მყავს…
  17. გაიქეცით, მე მათ შევაჩერებ!
  18. მე მხოლოდ ჩემს ვალს ვასრულებ.
  19. მოიცა და, ჩვენ ხომ თავს ვიცავდით?
  20. ფუ, შენი, როგორ ხსნით ქალები ამას…
  21. მისმინე, დარწმუნებული ხარ, რომ მამა მე ვარ?
  22. ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი ადვოკატის გარეშე!
  23. მგონი, ამ საკითხს მოვაგვარებ, მაგრამ ეს ძვირი დაგიჯდებათ
  24. ალფა-ცენტავრიანელებო, მე მშვიდობიანი მისიით მოვედი…
  25. ერთი წუთით, ჩაიკუზე აქ ძმაო…
  26. მთელი ქონება – ზეროზე!
  27. რას ამბობ, რამდენჯერ გამიკეთებია ეს… უბრალოდ ეხლა გადავიღალე ცოტა და…
  28. სახლში სუფთა წინდები არა გვაქვს?
  29. საიდან ჩნდებიან ბავშვები? მიდი, დედას კითხე.
  30. შვებულებაში არ ვყოფილვარ უკვე სამი წელია…
  31. ფეხებზე მკიდია! მაინც არ ვნანობ არაფერზე!
  32. იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარია! და მორჩა ამაზე ლაპარაკი!
  33. უკვე ოთხია? დილა თუ საღამო?
  34. არაფერი არ ღირს. არ იყიდება.
  35. ესე იგი, როდის ჩამოდის შენი ქმარი მივლინებიდან?
  36. სასწრაფო?! წყლები დავღვარეთ უკვე…
  37. ეს კაცის საქმეა, მაცადე… 5 წუთში ავამუშავებ
  38. მადლობთ, ნაღდი ფული მირჩევნია…
  39. ვინ ვარ? ის, ვის გამოც დიდი პრობლემები შეგექმნებათ!
  40. ძვირფასო, შენ სულაც არ ხარ გასუქებული…

დაამატეთ თქვენი ფრაზები 🙂

>ვულკანი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

>ეს არის ეიიაფიადლაიიოკიუდლი, მის ფონზე კი – ჩრდილოეთის ციალი.

ფოტოს ავტორი: © REUTERS//Lucas Jackson
via: drugoi

>სანთლის შუქზე

>გამოტყდით, ხომ არცერთ თქვენთაგანს არ მოსვლია ასეთი რამ თავში აზრად, როცა ბნელ და ცივ 90-იანებში სანთელზე ახლო მეგობარი არ გვყავდა?