>გმირთა მოედანი

>საინტერესოა, ვინმე კიდევ უყურებს ახალ ამბებს?
ჩემი ტელევიზორი უბრალო ეკრანად გადაიქცა – ხმა სულ ჩაწეული აქვს და მარტო გამოსახულებას აციმციმებს.
რომ აუწიო, რა აზრი აქვს – ბოდვის მეტი არაფერს აჩვენებენ.

ვიღაცეების პოლიტიკური გადაწყვეტილება/გადაუწყვეტელობები.
ასევე სხვა ვიღაცეების მიერ გაკეთებული აბსოლუტურად უაზრო, ვაჟა ზაზაევიჩის სტილის კომენტარები.
ათასნაირი იაფფასიანი შოუ და ამ შოუების კიდევ უფრო მეტად გულისამრევი ანონსები (განსაკუთრებით მაია ასათიანზე და ნანუკა ჟორჟოლიანზე მერევა გული).

მეგრელი ბიძების წყევლა და ქართველი სტრიპტიზიორშების თამამი და შიშველი განცხადება – მოცეკვავე ვარო.

მაფიოზობანაზე ხომ არაფერს ვამბობ – ველოდები, განახლებული მაესტროს ეთერში ”ჟოპა-სტენკა” როდის გავა.

ტელევიზორს რომ შევეშვათ და გარეთ გამოვიდეთ – აქაც არაფერია საინტერესო.
უფრო სწორად, უინტერესო ამბები ხდება.

თბილისურ ”იამკებს” საკუთარი მცოცავი ცხოვრება გაუჩნდათ – დასდევს მათ უგულავა, დაიჭერს, მიაასფალტებს და, ჰოი საოცრებავ – ახალ ადგილას აღმოაჩენ ხოლმე იგივე მუხანათურ ორმოს.

ესტაკადა და ვერა-რეჩკა ხო ვაბშე უჟასია.
ერთის მხრივ, ნამდვილად სასარგებლო და კარგი იდეაა. მაგრამ აი საინტერესოა, როგორ განახორციელებენ? ხომ არ ჩაიჯვამენ?

აი ესტაკადის ფოტო – კარგად დააკვირდით და მითხარით: კოსტავას ქუჩიდან რომ ჩამოხვალ, როგორ უნდა მოხვდე ამ ესტაკადაზე?
აშკარად ჩანს, რომ ”ასახვევი” მანამდეა, ვიდრე კოსტავას ქუჩიდან ჩამოსული მანქანა მოხვდება, ასე რომ ერთი გზა გაქვს – ტელევიზიას ჩაუარო და ”პრობკებით” აღსავსე პეკინზე ახვიდე.

ვინც ვერ მიხვდა – ნახატს უყურებთ ვარაზისხევიდან, ხოლო კოსტავას ქუჩიდან ჩამოსახვევი მარჯვენა მხარესაა.

კიდევ ერთი ვარიანტი.
ეს საერთოდ დამაბნეველი რამაა – ესტაკადა, რომელსაც კოსტავას ქუჩის ჩამოსასვლელიდან მეორე სართულზე აყავს ნაკადი და მერე ისევ უაზროდ პირველ სართულზე ჩამოყავს 🙂
Advertisements

>Formula of Trust ბლოგერებისთვის

>

clipped from digitalcows.net

T = (C x R x I ) / S

T = Trust

C = Credibility – დამაჯერებლობა, აქ ცნობილი რეკლამის სლოგანის პერეფრაზს გავაკეთებ: იყავი შენს ბლოგზე ის რაც ხარ.

R = Reliability – სანდოობა, ყოველთვის შეასრულე დანაპირები.

I = Intimacy – ინტიმურობა, შექმენი კომფორტული ატმოსფერო შენს ბლოგზე სადაც მკითხველი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

S = Self-orientation – საკუთარ “მე”-ზე ორიენტაცია, ეს კომპონენტი რაც ნაკლებია მით უკეთესი. ოპტიმალური პროპორცია Self-promotion/promotion of others ~ 1/10

თავდაპირველი იდეის ავტორები: Robert Galford & Anne Seibold Drapeau

ბლოგებზე ადაპტაციიის იდეა: Chris Brogan & Julien Smith

ქართული ადაპტაცია: მე 😛

  blog it