>რა მოხდა იმედზე 13 მარტს?

>13 მარტს, საღამოს 20:00 საათზე ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გავიდა გადაცემა სახელად ”სპეციალური რეპორტაჟი”, რომლის ფარგლებშიც გვაჩვენეს იმედის საინფორმაციო გადაცემა ”ქრონიკის” საგანგებო, მოდელირებული გამოშვება.

თქვენი თვალით ნახეთ:
http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf

აღმოჩნდა, რომ მოდელირებული ნიშნავდა ისეთ გადაცემას, რომელიც ყველაზე ცუდ შესაძლო სცენარს გვთავაზობდა: რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, პრეზიდენტი მოკლეს, ოპოზიციამ შექმნა ”სახალხო მთავრობა”, მტერმა დაბომბა თბილისის აეროპორტი (და მშველელი ევროპელი ელჩები ვეღარ ჩამოფრინდებიან) და სხვა. მოკლედ, ”ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია”.

ხალხი მართლაც პანიკამ მოიცვა. ვისაც ინფორმაციის სხვა წყაროებზე არ მიუწვდება ხელი, მართლა გარეთ გამოვიდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ (ძირითადად, წალენჯიხა-ჩხოროწყუ და პლიუს გორი ღელავდა თურმე განსაკუთრებით).
ვისაც ტელევიზიის გარდა ინტერნეტიც აქვს – ისინი ნაკლებად შეშინდნენ, მაგრამ პროტესტის ნიშნად სერიოზული ლანძღვა-გინება ატეხეს (რაშიც მართლები არიან).

პროტესტის ტექსტი შეგვიძლია ავიღოთ როკოს ბლოგიდან:

მიმართვა ტელეკომპანია იმედს
მოგიტყანთ:
  • კრეატივი
  • პროფესიონალიზმი
  • ჟურნალისტობა
  • ეთიკა
  • ნორმები
  • გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“
  • მომავლის ხედვა

მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ საქართველოში პროფესიონალურ ჟურნალისტიკაზე საუბარი ზედმეტია – ყველამ კარგად ვიცით, რომ ჟურნალისტები:

  • უშვებენ გრამატიკულ, სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს;
  • არღვევენ ეთიკის ნორმებს;
  • უტიფრად და უზრდელურად ექცევიან რესპოდენტებს;
  • აქვეყნებენ გადაუმოწმებელ და ”ჭორის დონეზე” ინფორმაციას;
  • არასწორად უთითებენ თარიღებს, მოვლენებს და ფაქტებს;
  • იყენებენ ვიდეო და აუდიო-მონტაჟს მანიპულაციისათვის;
  • და სხვა.

ყველამ კარგად იცის ისიც, რომ დღევანდელ საქართველოში ტელევიზია გახლავთ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის (ფეისბუქში მოჩეტავე სვეცკების გარდა).

ისიც კარგად ვიცით, რომ ყველა სატელევიზიო არხზე ხორციელდება თუ არა სრული, ნაწილობრივი კონტროლი მაინც, ან ზეწოლა, თუნდაც ”რეკომენდაციების” სახით. და იმაშიც დამეთანხმეთ, რომ დღევანდელი ქართული ტელევიზია არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საკანალიზაციო მილის ნაკადისაგან. ზოგი არ დამეთანხმება და მისი ნებაც იქნება, მაგრამ გარწმუნებთ – როგორც კი კანალიზაციასთან შეხება მოგიწევთ უნიტაზის რემონტის ან გამოწმენდის გამო, ეგრევე ტელევიზორის სუნი გეცემათ.

ზემოთხსენებული ”რეკომენდაციები” თუ არ დაგავიწყდათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მსგავსი დონის hoax-ის ეთერში გამოშვებას მინიმუმ გენდირექტორის მიერ გაცემული ნებართვა დასჭირდებოდა (სხვა თუ არაფერი). ამ ყველაფრის შედეგად კი მივიღეთ ის სურათი, რომ ორი წლის წინ იმედის დასაცავად გამოსული ხალხი ახლაც მივიდა იმედის ოფისთან, ოღონდ ახლა უკვე მათ გასალანძღად (ანუ ამ გადაცემის გასაპროტესტებლად) – დეტალები იხილეთ დოდკასთან.

ტელეკომპანია იმედი ადრე საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე და ოპოზიციური სპექტრის ტელევიზიად იყო ქცეული. მერე ბატონი ბადრი მიიცვალა და დაიწყო აურ-ზაური. ჯოზეფ ქეიმ მოიგო სასამართლო დავა და სხვა ქონებასთან ერთად მიიღო ტელე-იმედის აქციები. მერე ჯოზეფმა მიზანტროპიის გაუგებარი შეტევის შედეგად გადასცა იმედი რაღაც ”არაბულ” კომპანიას, რომელმაც გენერალურ დირექტორად დანიშნა ბატონი გიორგი არველაძე.

ამასობაში უნუგეშოდ დარჩენილი ქვრივი ბატონი ბადრისა, ქალბატონი ინა გუდავაძე განაგრძობდა ბრძოლას თავისი ქონებისათვის და გიბრალტარის საერთაშორისო სასამართლოში მოიგო კიდეც პროცესი – რის საფუძველზე მას უნდა დაუბრუნდეს ქონების წილი, მათ შორის – იმედიც.

ადვილი მისახვედრია, რომ იმედის ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან დღევანდელ სიუჟეტთან – მათ მხოლოდ ის გააკეთეს, რაც დაავალეს. დამვალებელმა კი ძალიან კარგად იცოდა – თუ ტელევიზიას კარგავს და სხვას უნდა გადასცეს, მაშინ ჯერ ყველა ღონეს იხმარს და ჩაძირავს მას, შემდეგ კი მიატოვებს განწირულ ხომალდს.

დაბოლოს – იცით რატომ დაიჯერა ხალხმა ეს უნიჭო მონტაჟი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები? იმიტომ რომ ამას დიდი ხანია შეაჩვიეს ქართველმა ჟურნალისტებმა – ნებისმიერი სიუჟეტი, რომელიც ჩვეულებრივ ახალ ამბებში გადის, არის მსგავსი მდარე ხარისხის – ტიტრებისა და წარწერების გარეშე, მოსაუბრე პირების სახელების და აღწერის გარეშე, ჟურნალისტი კომენტარს არ აკეთებს სიუჟეტზე, ჩანაწერზე არ ჩანს, თუ სად და როდისაა გადაღებული, არქივის კადრებზე არ ჩანს, როდინდელი არქივია, უცხო ენიდან ნათარგმნი არ შეესაბამება წაკითხულ ქართულ ტექსტს, რესპოდენტის მიერ მიცემული პასუხები კონტექსტიდან ამოვარდინლია და დამახინჯებული შინაარსით მიეწოდება მაყურებელს…

კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, რითიც ჩანს, რომ ჟურნალისტიკამ დღეს კი არ შეაფურთხა საკუთარ თავს, არამედ ბოლო 20 წელიწადია, აფურთხებს ქართველ ხალხს.

P.S. თუ რაიმე ფაქტი არასწორად მაქვს მოყვანილი, მომიტევეთ და დრო მომეცით შესამოწმებლად და შესასწორებლად – პოსტს სიჩქარეში ვწერდი.

P.P.S. შედეგმაც არ დააყოვნა – იმის მაგივრად, რომ გუდავაძეს გადასცენ ტელევიზია, საერთოდ ლიცენზიას შეაჩერებენ.

P.P.P.S. გიორგი არველაძის ინტერვიუ/პასუხი ჟურნალ ”ლიბერალში”

25 thoughts on “>რა მოხდა იმედზე 13 მარტს?

  1. >დაგესესხები და ამავეს დავაკომენტარებ:მოგიტყანთ:კრეატივიპროფესიონალიზმიჟურნალისტობაეთიკანორმებიგადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“მომავლის ხედვა

  2. >ვსწავლობთ, რა არის ნადმვილი ჟურნალიტიკა, პოლიტიკა, ადამიანი, ცხოვრება… რა უჭირს სწავლა სიბერემდეა!!!

  3. 😡 ასეთი გატანჯული ხალხი მართლა არ მინახია მგონი. ყველა უბედურება ყველამ ჩვენ გრანდიოზული მაშტაბით რატომ უნდა დაგვამხოს თავზე. რაა ეს!😦 გული მეტკინა. გადაცემას ვუყურე და მიუხედავათ იმისა, რომ ვიცოდი ტყუილი იყო, გულგანგმირული ვარ. დოვსკი, რა თქმა უნდა დიდი წილი გამომცხადებლებს არ მიუძღვით, მაგრამ ეს თავიანთი მორალის საკითხიცაა. ვის სჭირდება ამბები იმ სახისგან მიიღოს მომავალში, რომელმაც ასეთი ამბები უნამუსოდ წაიკითხა. ანუ თუ ხალხზე არა, თავიანთ კარიერაზე ეფიქრათ, სანამ ასე უნამუსოდ 'პროფესიონალურად' წაიკითხავდნენ. იმედია მარტო ისეა, როგორც შენ ახსენი და იმედია რომ სხვა რაღაცეებიც არაა ამავდროულად ამ ყველაფრის უკან. დაგვასვენონ რაააა!

  4. >1. გააკეთეს რაც დაავალეს არაა გამართლება ჩემი აზრით, ბევრი რამ შეგიძლია დაგავალონ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთადერთი შენი ნამდვილი ღირებულება (what really matters) მიწასტან გაასწორო – ადამიანობა. (ისიც მესმის რომ ძლენი არჩევნია, შეიძლება გაგაგდონ, სახლში კიდე 3 მშიერი შვილი გყავს, მარამ მაინც…)2. ეს გადაცემა 1 საათში არ გაუკეთებიათ, ამ გადაცემაზე უეჭველი რამოდენიმე ათეული თუ არა ასი კაცი-საათი დაიხარჯა და თუ არც-ერთ მათგანს, დაწყებული მემონტაჟეთი დამთავრებული პროექტის ხელმძღვანელით თავში არ მოუვიდა ეს ქეისი: შეეძლიბა ვინმემ გადმორთო და ვერ მიხვდა რა ხდება და დაურეკა სხვას ნახეო და ა.შ. (რაც მოხდა რეალურად) თავის ასარიდებლად 1 წარწერა ეკრანზე დაემატებინათ "ტრუხაა!" მაშინ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ასეთი გუნდი დელეტანტების კამანდაა და არა პროფესიონალების ნაკრები.3. საქართველოში ტელევიზიას ძალიან დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით როდესაც მაგდენი მაყურებელი გიყურებს, so use it responsibly.

  5. >გითხრა?არ გითხრა?ვით გითხრა…თქვენ შემდეგი თაობა ხართ, ამ კომენტარს ვერ გაიგებთ, მაგრამ ეს სიტყვები მარადია….

  6. >"როგორც კი კანალიზაციასთან შეხება მოგიწევთ უნიტაზის რემონტის ან გამოწმენდის გამო, ეგრევე ტელევიზორის სუნი გეცემათ."- დღის ფრაზა!"იმედის ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან დღევანდელ სიუჟეტთან – მათ მხოლოდ ის გააკეთეს, რაც დაავალეს. "გიგა, შენ რომ დაგავალონ, გააკეთებ ასეთ მარაზმს? მე გავაკეთებ?ეგენი რატომ აკეთებენ?

  7. >მოგიტყანთ: * კრეატივი * პროფესიონალიზმი * ჟურნალისტობა * ეთიკა * ნორმები * გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“ * მომავლის ხედვა+100000000000000

  8. >წუხელ მე და თამუშკას გვქონდა პოლემიკა. მისი და ჩემი ბევრი მეგობრის ვერსიით, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო და ამის უკან რაღაც იდგა. "ასე სულელები ხომ არ არიან". მე კი ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ ვითხოვდი მოტივს – რისთვის შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ მიზამიმართულად.მოტივის ერთერთი რეალური ვერსია აქ წავიკითხე, მაგრამ ეს დაშვებაც რომ გავაკეთოთ, უფრო მყარად შემიძლია ვთქვა "ნამდვილად სულელები ყოფილან".თუ არხი მფლობელს დაუბრუნდება და ის სიმართლეს ისაუბრებს, ხალხი ისევ მივა მის დასაცავად, თუ საჭირო გახდება. ხალხი ლოგოზე და კომპანიის დასახელების მიმართ კი არ გაუჩნდა აგრესია, არამედ იმ ხალხზე ვინც ამ ლოგოსა და დასახელების უკან დგას.ისე კი მჯერა – უბრალოდ ვერ გათვალეს რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. აქ არც მეგა ფსიქოლოგიური გათვლები იყო, არც მსოფლიო დონის PR სპეციალისტების კონსულტაცია და არც ჭადრაკის დიდოსტატის ჭკვიანური და სტრატეგიული ნაბიჯი.ბანძი რედაქტორის, ჟურნალისტების – ბანძად შესრულებული დაკვეთა – დავანახოთ ხალხს რა ქაქში შეიძლება აღმოჩდნენ, ნოღაიდელის, ბურჯანაძის და მავათა მსგავსი ვიზიტები თუ გაგრძელდება, ამ ხალხის დისკრედიტაცია და მოდით ცოტა რეალისტური იყოს…თორე ისე ხო იცით – ვერ დავა მაგათ ტვინამდეო.

  9. >ტოტო, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს მართლაც ის აწუხებს, რომ ხელფასს უხდიან, შვილები ყავს და ა.შ. – ამიტომაც მორალთან და ზნეობასთან პრობლემები აქვთ. და აკეთებენ იმას, რასაც მათ სხვა დაავალებს.

  10. >ეკა, მე არ გავაკეთებ და არც შენ, მაგრამ არსებობენ კონფორმისტები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან – რა ქნან, სხვა გზა არა აქვთ…

  11. >ხო, მეც ძალიან გამაკვირვა ასეთმა უეცარმა ცვლილებამ ხალხის განწყობაში.

  12. >ეგეც მართალია – ვერ გათვალეს და ვერ მიხვდნენ, რამხელა რეაქცია მოყვებოდა ამას.საზოგადოების რეაქცია ვერ გათვალეს, თორემ ლიცენზიების ჩამორთმევა და ა.შ. – ეგ უეჭველი მიზნად ქონდათ

  13. >გიგა, ვფიქრობ, ამ პოსტში გამოთქმული ბევრი აზრი ძალიან სწორი შეფასებაა. თუმცა სრული სურათის შესაქმნელად მართლაც აკლია რამდენიმე ფაქტი, რომელსაც ალბათ ჩაამატებ, როგორც უკვე მიგიწერია ბოლოში.

  14. >"მიმართვა ტელეკომპანია იმედსმოგიტყანთ:კრეატივიპროფესიონალიზმიჟურნალისტობაეთიკანორმებიგადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“მომავლის ხედვა"namdvilaaaaad!!!!!!!!!!!

  15. >ისე ეხლა რო ვუყურებ ცვი გონებით, რატო იმედი?თუ მართლა უნდა ჩამოართვან, მაშინ ეგ არის…მაგრამ როცა ეს მოხდება მაშინ ნახე შენ საზოგადოების რეაქცია? (და გულში გამეცინა) რა რეაქცია უნდა ნახო?ფარჩაკებივართ…

  16. >ააა, სპეციალურად გააკეთეს გამოდის. რახან ვკარგავთ, ბარემ ჩავძიროთო და ლიცენზიაშეჩერებული ტელევიზია შერჩება გუდავაძეს.. ოოო ღმერთო, დამპლობის რა დონეა :O

  17. >მოგიტყანთ:კრეატივი პროფესიონალიზმი ჟურნალისტობა ეთიკა ნორმები გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“ მომავლის ხედვა და კიდევ:სინდისი,ღირსება,ჰუმანიზმი,იდეოლოგია,მენტალიტეტი,პატრიოტიზმიდა რაც მთავარია:გამოხატვის თავისუფლება

  18. >როგორც ჩანს, ყველა ვიდეო, რომელიც ქართულ მედიას მეტ-ნაკლებად ეხება, პირადად უნდა გადმოვიწერო და ავტვირთო უსაფრთხო სერვერზე, თორემ დაივლიან ხოლმე ცენზორები და ყველაფერს შლიან.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s