>ტრენინგი New Media სფეროში მედია სპეციალისტებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის

>საერთაშორისო მედია ორგანიზაცია “თრანზიშნს” (Transitions Online) ახალი მედიის (New Media) შესახებ 11-12 აპრილს თბილისში გამოცდილი ჟურნალიტების, მედია მფლობელებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის, რომლებიც მედის, ადამიანთა უფლებებისა და ახალგაზდულ საკითხებზე საქმიანობენ, მართავს ორდღიან ტრენინგს. ტრენინგზე ახალი მედიის წამყვანი სპეციალისტები კევინ ანდერსონი, სიუ შერმანი, დენ მაქვილანი, დაგ არილანესი და ემინ ჰუსეინზადე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებში სამოქალაქო და ახალი მედიის (ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და სხვა) განვითარებაზე ისაუბრებენ.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ წარმომადგენლებს. ორგანიზატორი 10 ადამიანის საქართველოს რეგიონებიდან მგზავრობას, თბილისში ცხოვრებასა და კვებას დააფინანსებს. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. თუმცა, ინგლისური ენის მცოდნეებს უპირატესობა ენიჭებათ.

ხოლო მონაწილეები რომლებიც, ამ ტრენინგში აქტიურობასა და დაინტერესებას გამოიჩენენ, საშუალება ექნებათ გაიარონ ტრენერების ტრენინგი, რომელიც 13 აპრილს გაიმართება, რისთვისაც აპლიკანტები TOL-ის მიერ ორგანიზებული წინა ვორკშოპების მონაწილეებიდანაც შეირჩევიან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი ketsbaiae@gmail.com, არა უმეტეს 100 სიტყვისა და არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა, სადაც აღწერილი იქნება რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა, გაქვთ თუ არა გამოცდილება ახალი მედიაში და რატომ უნდა აგირჩიოთ.

წარმატებულ აპლიკანტებს ელექრონული ფოსტით დაუკავშირდებიან.

Advertisements

12 thoughts on “>ტრენინგი New Media სფეროში მედია სპეციალისტებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის

  1. >ინგლისურად აჯობებს – ვინაიდან ტრეინინგებიც ინგლისურ ენაზე იქნება და ამით გამოჩნდება, რომ კარგად იცი ენა

  2. >ძალიან კარგია! გიგა ტრეინინგები სად ჩატარდება და ქართვეი ვინმე თუ ჩაატარებს რაიმე ლექციას, როგორც ეს ნიუ მედიის ფორუმზე იყო : )

  3. >თბილისში ჩატარდება, ქართულ ენაზე (თარგმანით)ქართველი ტრენერების შესახებ არ ვიცი ზუსტად, მგონი ამ ტრეინინგზე არავინ იქნება.ტრეინინგამდე რამდენიმე დღით ადრე სხვა, არანაკლებ საინტერესო ღონისძიებაც ტარდება – მოგვიანებით დავწერ.

  4. >არა, იმედი მაქვს ამჯერად გათვალისწინებული ექნებათ და დილის 9 საათზე არ აგვაყენებენ : )

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.