>როგორ ამოვიცნოთ იარაღიანი კაცი

>

Advertisements

>იაპონია – ფაქტები

>მომწონს ასეთი ვიდეოები.


Japan – The Strange Country (Japanese ver.) from Kenichi on Vimeo.

>შაბათის ზოოპარკი – ცელნამგალა ვეშაპი

>ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საერთოდ ყველაზე დიდი ცოცხალი არსება დედამიწაზე.

>Sharing is caring???

>ინტერნეტი სულ უფრო სწრაფად ვითარდება.
ყველანი ვლაპარაკობთ ”დაშეარებაზე”, სოციალურ ქსელებზე, სამოქალაქო აქტივიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ინტერნეტი გვაძლევს.

Crowdsourcing ანუ ქრაუდსორსინგი (crowd — ბრბო, მასა; sourcing — ”რესურსების მოკრება, შეკრება”) – მოვლენა, როდესაც ინტერნეტის მეშვეობით მილიონობით ადამიანი მუშაობს სასარგებლო პროექტზე: ძველი არქივების დასკანერებული ტექსტების რედაქტირება, სამეცნიერო კვლევები, კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი ხარჯების გადამოწმება და სხვა (თუ სურვილი გექნებათ, კონკრეტულ მაგალითებს ცალკე პოსტებს მივუძღვნი).

Flashmob ანუ ფლეშმობი (flash — ”გაელვება, წამი”; mob — ”ბრბო”, ითარგმნება როგორც ”წამიერად შეკრებილი ბრბო”) – სახალისოდ ან პროტესტის მიზნით შეკრებილი ხალხი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს, მაგრამ ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე ერთი და იგივე ან მსგავს მოქმედებას ახორციელებს (ყველაზე კარგი მაგალითი – Frozen Grand Central).

გთავაზობთ მოკლე ვიდეო-ისტორიას, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა საშინელი ძალა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს, მის ფარგლებს გარეთ გადმოსულ უაზრო ხალხს და უაზრო სურვილებს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა ინგლისში, ცივილიზებულ ქვეყანაში. და დაფიქრდით იმაზე, რამდენად საზარელი შედეგი შეიძლება მოყვეს მსგავს შემთხვევას საქართველოში…