>სად არის მაია ნადირაძე?

>უკვე რამდენიმე ხანია, ვეძებ მაია ნადირაძის ასავალ-დასავალს.

ხომ არ იცით, სად გაუჩინარდა, რას საქმიანობს? რა მოხელე-ჩინოვნიკია?

Update:
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი ყოფილა, 2008 თუ 2009 წლიდან

Advertisements

>თავისუფლების დღიურების კითხვისას ერთი კარგი იდეა დამებადა – რატომრაც მომინდა ჩემი დღიურიც უფრო გამეუმჯობესებინა და გამეცოცხლებინა.

ამიტომაც მივმართე ოლეგ პანფილოვს, ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთი მიატოვა და საქართველოს სთხოვა თავშესაფარი.

ვზივარ ახლა და შეკითხვებს ვადგენ. მოიფიქრეთ, იქნებ თქვენც გქონდეთ რამდენიმე საინტერესო შეკითხვა ამ კაცთან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ ზედაპირულად იქნება, ძირითადად ”სვეცკი” ჭორაობას ვაპირებ – სამი თვის ცხოვრების მერე როგორ მოეწყო აქ, როგორ მოსწონს ჩვენი ბარბაროსული ტრადიციები, ან რა არ მოსწონს და ა.შ. 🙂

ბატონი ოლეგის ამბის შესახებ შეგიძლიათ media.ge-ზე, ან რადიო თავისუფლებაზე.

მაშ ასე – ველი თქვენს შეკითხვებს.