>ინუკშუკი

>ინუკშუკი – კანადის ინდიელთა მიერ ქვებისაგან აგებული ადამიანის ფიგურა.

ფოტოს ავტორი: Bobak Ha’Eri
 

ინუიტების ენაზე ნიშნავს ”ადამიანის მსგავსს”. ინუიტებს სჯეროდათ, რომ ამ სკულპტურებს იგივე ფუნქციების შესრულება შეეძლოთ, რაც ადამიანს.

კანადის პროვინცია ნუნავუტის დროშა

ინუკშუკებით აღნიშნავდნენ საზღვრებს და ტერიტორიებს, შესაძლო საკვების ან სხვა სანოვაგის სამალავებს. მათ იყენებდნენ ასევე სხვა ტომებისთვის ამბების გადასაცემად – ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებს ანბანი არ ჰქონდათ.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგოც სწორედ რომ ინუკშუკია – კაცუნა სახელად ინალააკი.

სხვათა შორის, ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე (საშინლად მუშაობს და ნელა იტვირთება) ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ ვანკუვერის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების სია:

სამთო-სათხილამურო სპორტი:
  • იასონ აბრამაშვილი
  • ნინო წიკლაური
  • ალექს ბენიანიძე
  • დიმიტრი გედევანიშვილი
  • ჯაბა გელაშვილი
  • ვახტანგ თედიაშვილი
  • კოტე ვახტანგიშვილი
ფიგურული სრიალი:
  • ელენე გედევანიშვილი
  • ოთარ ჯაფარიძე
  • ელისონ რიდი
ციგა:
  • ნოდარ ქუმარიტაშვილი
  • ლევან გურეშიძე

არ დაგავიწყდეთ – ოლიმპიადა იწყება 12 თებერვალს!!!

4 thoughts on “>ინუკშუკი

  1. >როგორ მაინტერესებდა ქართველი მონაწილეები, ერთადერთი ელენე გედევანიშვილი ვიცი. ფიგურულ სრიალს მაინც ვუყურებ, თორემ ზამთრის სპორტში ვერ ვერკვევი და შესაბამისად, ინტერესიც ნაკლები მაქვს : ) პ.ს ინდიელები მიყვარს!

  2. >ყველაზე მაგარი ქართველი კი არავინ შეიმჩნია – ელისონ რიდი!

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s