>ინუკშუკი

>ინუკშუკი – კანადის ინდიელთა მიერ ქვებისაგან აგებული ადამიანის ფიგურა.

ფოტოს ავტორი: Bobak Ha’Eri
 

ინუიტების ენაზე ნიშნავს ”ადამიანის მსგავსს”. ინუიტებს სჯეროდათ, რომ ამ სკულპტურებს იგივე ფუნქციების შესრულება შეეძლოთ, რაც ადამიანს.

კანადის პროვინცია ნუნავუტის დროშა

ინუკშუკებით აღნიშნავდნენ საზღვრებს და ტერიტორიებს, შესაძლო საკვების ან სხვა სანოვაგის სამალავებს. მათ იყენებდნენ ასევე სხვა ტომებისთვის ამბების გადასაცემად – ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებს ანბანი არ ჰქონდათ.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგოც სწორედ რომ ინუკშუკია – კაცუნა სახელად ინალააკი.

სხვათა შორის, ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე (საშინლად მუშაობს და ნელა იტვირთება) ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ ვანკუვერის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების სია:

სამთო-სათხილამურო სპორტი:
  • იასონ აბრამაშვილი
  • ნინო წიკლაური
  • ალექს ბენიანიძე
  • დიმიტრი გედევანიშვილი
  • ჯაბა გელაშვილი
  • ვახტანგ თედიაშვილი
  • კოტე ვახტანგიშვილი
ფიგურული სრიალი:
  • ელენე გედევანიშვილი
  • ოთარ ჯაფარიძე
  • ელისონ რიდი
ციგა:
  • ნოდარ ქუმარიტაშვილი
  • ლევან გურეშიძე

არ დაგავიწყდეთ – ოლიმპიადა იწყება 12 თებერვალს!!!

Advertisements

>http://azrebi.ge/player/player.swf

1. ინგლისური
2. ესპანური
3. ჩინური