>საქართველოს რუკა

>

საქართველოს რუკა, 1989-1990 წწ. დიდი რეზოლუციით, გასადიდებლად დააკლიკეთ

Advertisements

>როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე?

>

  • დალიეთ მწვანე ჩაი
  • იყავით კომუნიკაბელური და სახლში ნუ გამოიკეტებით
  • ჭამეთ თხილი
  • გაიწმინდეთ კბილები სპეციალური ძაფით
  • ნუ მოსწევთ
  • შეისწავლეთ და გამოიყენეთ უახლესი ტექნოლოგიები
  • იყოლიეთ შვილები გვიან ასაკში
  • დაისვენეთ ბევრი – გამოიყენეთ შვებულების ყველა შესაძლებლობა
  • ბევრი იძინეთ / იგორავეთ ლოგინში
  • დალიეთ ცოტა ღვინო
  • იცინეთ

და იცოცხლებთ 100 წლამდე!!!

>მომავლის ტრანსპორტი – Audi RSq Concept

>

ფილმიდან ”მე, რობოტი”

>მომავლის ტრანსპორტი – Jetpack

>ავლაბრიდან საბურთალომდე 7 წუთში მიფრინდება 🙂

>ალბერტ აინშტაინი

>

1. Человек, который никогда не ошибался, никогда не пробовал сделать что-нибудь новое.

2. Образование — это то, что остается после того, когда забываешь все, чему учили в школе.

3. В своем воображении я свободен рисовать как художник. Воображение важнее знания. Знание ограничено. Воображение охватывает весь мир.

4.Секрет творчества состоит в умении скрывать источники своего вдохновения.

5. Ценность человека должна определяться тем, что он дает, а не тем, чего он способен добиться. Старайтесь стать не успешным, а ценным человеком.

6. Есть два способа жить: вы можете жить так, как будто чудес не бывает и вы можете жить так, как будто все в этом мире является чудом.

7. Когда я изучаю себя и свой способ думать, я прихожу к выводу, что дар воображения и фантазии значил для меня больше, чем любые способности к абстрактному мышлению.

8. Чтобы стать безупречным членом стада овец, нужно в первую очередь быть овцой.

9. Нужно выучить правила игры. А затем, нужно начать играть лучше всех.

10. Очень важно не перестать задавать вопросы. Любопытство не случайно дано человеку.

Правила Жизни – Альберт Эйнштейн

>საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

>ეს პოსტი მგონი ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს.
დიდი მადლობა საიტს militaria.ge ამ ინფორმაციის შეგროვებისა და გამოქვეყნებისათვის.

1. ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 
ფულადი პრემია – შრომის ანაზღაურების 500 მინიმალური ოდენობით.

2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ფულადი პრემია – შრომის ანაზღაურების 300 მინიმალური ოდენობით.

3. დავით აღმაშენებლის ორდენი

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართული ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოებული პირი სარგებლობს ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
ფულადი პრემია – შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით.

4. ოქროს საწმისის ორდენი

ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. 
ფულადი პრემია …

5. ვახტან გორგასლის ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: 
III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისთვის. 
II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხდრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
ვახტანგ გორგასლის I,II,III ხარისხის ორდენებით დაჯილდოებული პირი სარგებლობს ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
ფულადი პრემია:
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით.
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით.

6. ღირსების ორდენი

ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში, სპორტული მიღწევებისათვის შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.
ფულადი პრემია – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით.

7. მხედრული მამაცობის ორდენი

მხედრული მამაცობის მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პიროვნული მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის. მედლით “მხედრული მამაცობისათვის” სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
ფულადი პრემია – შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით.

8. საბრძოლო დამსახურების მედალი

საბრძოლო დამსახურების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი და სამოქალაქო პირნი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისათვის.
ფულადი პრემია …

9. ღირსების მედალი

ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქენი საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.
ფულადი პრემია …