>რა ღირს სანომრე ნიშნები?

>”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 2-14 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი;

2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;

3. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;

4. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;

5. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;

6. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;

7. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;

8. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;

9. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;

10. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;

11. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;

12. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;

13. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;

14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;

15. სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 18 ლარი;

16. მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სანომრე ნიშნის გაცემა – 14 ლარი;

მექანიკური სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ.

წყარო

6 thoughts on “>რა ღირს სანომრე ნიშნები?

  1. >"14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;"250 ლარში თუ ჩავეტევი, კარგია.

  2. >არა მგონია ამ ნომერში სუბელიანისთვის 10 000 მოეთხოვათ. ბოლოს და ბოლოს სხვა ვინ, თვითონ მაკკეინი ხომ არ იყიდდა, ანუ არავის დასჭირდებოდა. + სახ. პოლიტიკის ამბავი იყო. მოკლედ, მე დარწმუნებული ვარ ეს მეტიჩრული თუ თუ მხურვალე პატრიოტიზმი 10 000 არ დამჯდარა🙂

  3. >ამ ნომერზე არ გახსოვს, რა ამბავი ატყდა?ესაო და ისაო, საიდან აქვს 10 ათასი სუბელიანსო?გამოვიდა ტელევიზიით და თქვა – არ მაქვს, უბრალოდ ვიხუმრე და ისე დავამზადეო.მერე კითხეს – ესე იგი, სახელმწიფო სანომრე ნიშანი გააყალბეო? მაგაზე ციხეაო, ძამიკოო :)ხოდა ვაბშე დაიბნა და აიჭრა და მოხსნა ნომერი🙂

  4. >სულ სხვაგვარად იყო.შენ სტაჟიანი ბლოგერი ხარ და ბანერების გაცვლა რაა ჩემზე კარგად იცი. იგივე სისტემა მოქმედებს ავტომობილისტთა ასოციაციებს შორის. სუბელიანი გაწევრიანებული იქ და გაცვალეს რა დროებით ბანერები… ესაა და ეს.http://www.woopics.com/uploads/22db0e8bda.jpg

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s