>წიგნის ქურდიც ქურდია?

>მე ქურდი ვარ.
დიახ, წიგნის ქურდი.

უფრო სწორად, მიმთვისებელი.
ამას წინათ მკითხა ნაცნობმა, რა წიგნის წაკითხვას მირჩევო და სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ:

შორეულ 1996 წელს საქართველოში მხოლოდ ერთი-ორი ქსეროქსის აპარატი (ასლგადამღები მანქანა) იდგა, მე კი ღარიბი სტუდენტი გახლდით და კაპიკი არ მეგდო ჯიბეში. ამიტომაც გამოვართვი ჩემს ლექტორს ერთი წიგნი, რომელიც საკურსო ნაშრომისათვის მომზადებაში უნდა დამხმარებოდა. ასევე საზეიმოდ დავპირდი: აუცილებლად დავაბრუნებ-მეთქი.
ჩემს ლექტორს დიდი ოფისი ქონდა ვერაზე, მე-19 საუკუნის სახლში, მაღალი ჭერითა და მოხატული კედლებით. ამ უცნაურ ოფისში რამდენიმე პენტიუმიც კი იდგა. მეტიც – მათ ინტერნეტიც კი ქონდათ გაყვანილი და რატომღაც ალტავისტას მეილებით ქონდათ გაჩაღებული მიმოწერა.

რატომღაც შემეშინდა ამ ოფისის და უცნაური მდივანი გოგონასი, რომელიც შავი ფერის ნაქსოვი მოკლე კაბით, წითელი პომადითა და ხორცისფერი კალგოტკებით დაიარებოდა.
საკურსოც კარგად დავწერე, კარგი ნიშანიც მივიღე, ამასობაში სწავლა დამთავრდა და შემრჩა ეს წიგნი. ყოველდღე ვპირდებოდი ჩემს თავს – დავურეკავ ლექტორს და ავუტან ვერაზე წიგნს მეთქი, მაგრამ…
ვერ მოვახერხე. ვერ მოვიცალე – ხან საქეიფოდ ვიყავი, ხან უქეიფოდ.

სამყაროსა და კოსმიური წონასწორობის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე წლით ადრე ერთმა კლასელმა (მას შემდეგ აღარც მინახავს) გამომართვა რუსულ-იაპონურ/იაპონურ-რუსული ლექსიკონი და უბრალოდ, უტიფრად შეიტყაპუნა.
კიდევ ბევრი წიგნი მაქვს, რომლებიც დროებით ან დიდი ხნით, ნაცნობებისთვის თუ უცნობებისთვის მითხოვებია და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

მოკლედ, წიგნების ქურდების გარემოცვაში ვართ, არადა მცოდნე ხალხი წუხს – ჩვენი საზოგადოება წიგნებს აღარ კითხულობსო…

მე ვკითხულობ. და ვიპარავ წიგნებს!

ასე რომ, თქვენთან სტუმრად თუ მოვხვდი და ჩემი წასვლის შემდეგ ერთი-ორი წიგნი შემოგაკლდათ, იცით სადაც უნდა დააკომენტოთ საჩივარი🙂

Update
ნაბოდვარი ჩანაწერი, რომელიც ამ პოსტს დაედო საფუძვლად:
http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf

12 thoughts on “>წიგნის ქურდიც ქურდია?

  1. >http://linguistuss.com/2009/07/03/calhoty/ დაგლიჯაა )))) ისე წიგნები მეც მომიპარავს და პირდაპირი მნიშვნელობითაც მომიპარავს, ბავშვობაში წიგნის მაღაზიიდან თითქმის კვირა არ გავიდოდა რომ არ მომეპარა. ნეტა მაშინ დამეწყო წიგნის კითხვა რამდენ დროს დავზოგავდი(

  2. >ბოლომ დაგლიჯა : ))მეც შემრჩა ეგრე ერთი წიგნი… რომელიც დღესაც არ წამიკითხავს ბოლომდე, ერთი მარტივი მიზეზის გამო… it sucks : ))

  3. >იმიტო ვწუწუნებ ხოლმე ვინმე წიგნის თხოვებას რომ მთხოვს :უსერ:მე პატიოსანი ვარ, ვუბრუნებ ხოლმე😀

  4. >დიდი არაფერი, რაღაც სტატიების კრებულის საიუბილეო გამოცემა

  5. >"ნურასოდეს ათხოვებთ სხვებს წიგნებს,იცოდეთ, რომ უკან არ დაგიბრუნდებათ. მეც მხოლოდ ის წიგნები შემომჩა, რომლებიც სხვებისგან ვითხოვე" – ანატოლი ფრანსი.:)

  6. >me akademiis bibliotekidan da universitetidan maqvs moparuli wignebi ragac metgodikebi wkalmcenareebis moshenebaze:) samagierod chemebi aqvt seishonagoni kavabata da voneguti wagebuli..

  7. >ძალიან ქურდი თან.. ყოველი წიგნის გაცემისას პიონერულ სიტყვას ვდებ რომ ჩავიწერ. ნუ რა თქმა უნდა მავიწყდება, მერე წიგნსაც ვკარგავ და ვინც მთხოვა მასაც. ხანდახან. ნუ ეხლა მეც არ ვაბრუნებ ხოლმე.. სულ 2 შემთხვევა. თამარამ 15 წლის წინ შტეფან ცვეიგის ნოველების მეორე ტომიმათხოვა, და ჯგუფელმა მენქიუ. პირობას ვდებ დავაბრუნებ როგორც კი ჩამოვალ. :))გენიალური იდეაა, უნდა აღვიდგინო. სია ჩამოვწერო. მერე ფეისბუქზე. ასე მაინც დააბრუნონ იქნებ. :>

  8. >პირველი ფოტო მომეწონა ისე!ჰოდა წიგნს რომ ვათხოვებ (რა სიტყვა :დ), ისე განვიცდი, მგონია ნახევრად დაკარგულია🙂 მოპარვით არ მომიპარავს

  9. >მეც ვკითხულობ და ვიპარავ!თუმცა ქურდობის ფაქტი მხოლოდ ერთხელ იყო, წიგნის გამოფენაზე ბუკლეტებთან ერთად მომცეს, უფასოა და წაიღეო და სახლში მოსვლისას ერთ-ერთი სულაც არ აღმოჩნდა ბუკლეტი და ამასთან უკან ფასიც ჰქონდა მიკრული :)) დიდი არაფერი, რაღაც ცნობარია საჭირო ტელეფონებით, მისამართებით, სამსახურებით, სახელებით, დღესასწაულებით და ა.შ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s