>წიგნის ქურდიც ქურდია?

>მე ქურდი ვარ.
დიახ, წიგნის ქურდი.

უფრო სწორად, მიმთვისებელი.
ამას წინათ მკითხა ნაცნობმა, რა წიგნის წაკითხვას მირჩევო და სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ:

შორეულ 1996 წელს საქართველოში მხოლოდ ერთი-ორი ქსეროქსის აპარატი (ასლგადამღები მანქანა) იდგა, მე კი ღარიბი სტუდენტი გახლდით და კაპიკი არ მეგდო ჯიბეში. ამიტომაც გამოვართვი ჩემს ლექტორს ერთი წიგნი, რომელიც საკურსო ნაშრომისათვის მომზადებაში უნდა დამხმარებოდა. ასევე საზეიმოდ დავპირდი: აუცილებლად დავაბრუნებ-მეთქი.
ჩემს ლექტორს დიდი ოფისი ქონდა ვერაზე, მე-19 საუკუნის სახლში, მაღალი ჭერითა და მოხატული კედლებით. ამ უცნაურ ოფისში რამდენიმე პენტიუმიც კი იდგა. მეტიც – მათ ინტერნეტიც კი ქონდათ გაყვანილი და რატომღაც ალტავისტას მეილებით ქონდათ გაჩაღებული მიმოწერა.

რატომღაც შემეშინდა ამ ოფისის და უცნაური მდივანი გოგონასი, რომელიც შავი ფერის ნაქსოვი მოკლე კაბით, წითელი პომადითა და ხორცისფერი კალგოტკებით დაიარებოდა.
საკურსოც კარგად დავწერე, კარგი ნიშანიც მივიღე, ამასობაში სწავლა დამთავრდა და შემრჩა ეს წიგნი. ყოველდღე ვპირდებოდი ჩემს თავს – დავურეკავ ლექტორს და ავუტან ვერაზე წიგნს მეთქი, მაგრამ…
ვერ მოვახერხე. ვერ მოვიცალე – ხან საქეიფოდ ვიყავი, ხან უქეიფოდ.

სამყაროსა და კოსმიური წონასწორობის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე წლით ადრე ერთმა კლასელმა (მას შემდეგ აღარც მინახავს) გამომართვა რუსულ-იაპონურ/იაპონურ-რუსული ლექსიკონი და უბრალოდ, უტიფრად შეიტყაპუნა.
კიდევ ბევრი წიგნი მაქვს, რომლებიც დროებით ან დიდი ხნით, ნაცნობებისთვის თუ უცნობებისთვის მითხოვებია და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

მოკლედ, წიგნების ქურდების გარემოცვაში ვართ, არადა მცოდნე ხალხი წუხს – ჩვენი საზოგადოება წიგნებს აღარ კითხულობსო…

მე ვკითხულობ. და ვიპარავ წიგნებს!

ასე რომ, თქვენთან სტუმრად თუ მოვხვდი და ჩემი წასვლის შემდეგ ერთი-ორი წიგნი შემოგაკლდათ, იცით სადაც უნდა დააკომენტოთ საჩივარი 🙂

Update
ნაბოდვარი ჩანაწერი, რომელიც ამ პოსტს დაედო საფუძვლად:
http://boos.audioboo.fm/swf/fullsize_player.swf

Advertisements

>Mercedes-Benz SLS AMG

>ეს უკვე მანქანა აღარაა.


მაგრამ, არც თვითმფრინავი არაა ჯერ.