>როგორ იწერება პოსტები 2010

>ანუ, როგორ იწერება აი ეს ბლოგი – დღიური.

როგორ და ჭრელად. და ლამაზად 😉
ხან კომპიუტერზე, იშვიათად – სამსახურში, ხშირად – სახლში; ხანაც ფანქრით ან კალმით, რომელიმე დახეულ ფურცელზე ან რამე ქვითრის უკანა მხარეს, ხან კი – მანქანაში, ტელეფონით: ან გაჩერებულზე, ნოუთბუქში, ან "ნა ხადუ", საუნდ რეკორდერით…

მერე რჩება იქ, სადღაც, ტელეფონში/კომპიუტერში ან უჯრაში, ან რომელიმე პიჯაკის უბეში, ან ჯინსის უკანა ჯიბეში, ოთხად გაკეცილი და გალურჯებული…

მერე როდისმე აღმოვაჩენ ხოლმე – უი, აბა ერთი ვნახოთ რა დამიწერია… ვკითხულობ, მომწონს და ეგრევე ვდებ ბლოგზე. ყველანაირი რედაქტირების და შეცვლის გარეშე. თუ არ მომწონს, მაშინ ვაგდებ – ჩემი აზრებია, რასაც მინდა, იმას ვუზამ, ხომ მეთანხმებით?

აზრების განიავებისათვის ჯერ არავინ დაუსჯიათ. აი, სხვა რამდენი რამ მაქვს განიავებული, რომ იცოდეთ…

დავუბრუნდეთ პროცესს. თუ მომწონს ნაჯღაბნი ან ხმოვანი მემო, შეცდომებს ვასწორებ ხოლმე და ბლოგზე ვაქვეყნებ. განსაკუთრებული გრძნობით დაწერილ პოსტებს ვანეიტრალებ – ამ ქვეყანაზე იმდენი გამოსირებული ადამიანი აღწერს ხოლმე თავის… ხო არ გვინდა ეხლა, სხვებს არ განვიკითხავ.

მერე ვზივარ და ვეძებ რაიმე ლამაზ ფოტოს – ოდნავ მაინც კავშირში რომ იყოს შინაარსთან. ეს კავშირი ყოველთვის პირდაპირი არაა – ხანდახან აბსურდული ფოტოებიც მომწონს და იდუმალი, მარტო ჩემთვის ცნობილი მიზეზის გამო ვთვლი, რომ ამა თუ იმ პოსტს მოუხდებოდა. თქვენ კი არასოდეს იმჩნევთ ფოტოებს, მხოლოდ ტექსტებს აკომენტებთ. ფოტოებსაც შეავლეთ ხოლმე თვალი, კაი?

საბოლოოდ, ვაქვეყნებ პოსტს, მერე კიდევ ერთხელ ვკითხულობ გამოქვეყნებულს – შეცდომა ხომ არაა სადმე გაპარული. მერე ლინკებს ვამოწმებ, ლამაზად და შინაარსიანად თუ არის ჩასმული კონტექსტში და ვხურავ ბლოგს.
მერე ვზივარ და კომენტარებს ველოდები…

თუმცა ამ ყველაფერს რატომ გიყვებით – რაში გაინტერესებთ, არც კი ვიცი.

Advertisements

31 thoughts on “>როგორ იწერება პოსტები 2010

  1. >დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებდა სად იქმნება და როგორ იქმნება ეს პოსტები,ამიტომ კაი ქენი ეს რომ დაწერე : ))))

  2. >მინდა კომენტები კაცო, მაინტერესებს თქვენი აზრი.კი, ბევრს აინტერესებდა, და გუშინ სწორედ იმ მომენტში მკითხა მეგობარმა, როცა Publish Post ვაჭერდი 🙂

  3. >როგორ იწერება კომენტები შენ ბლოგზე:დილით მიდიხარ სამსახურში, ჩართავ კომპიუტერს, გაუშვებ იტენრნეტ ექპლორერ 7.0 სადაც ერ–ერთი home page tab – ზე გამოჩნდება დომეინი dgiuri.com (უკვე ესეა ადრე სხვა დომეინი იყო.) ხოდა იწყებ კითხვას და სურათების თვალიერებას. ხანდახან სულ სურათებია ხოლმე. ნახავ პოსტს და მიხვდები რომ ძალიან საინტერესო თემაზეა, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავ ბოლომდე და ერთი სული გაქვს შენ აზრს როდის დააკომენტებ შედიხარ კომენტებში და … უცბად გაიჩითება ანონიმუსი, რომელსაც სექსს და მაღალ მატერიებს შორის იმხელა ზღვარი აქვს გავლებული, რომ მაღალი მატერიების ნაპირიდან ვერც კი ხედავს რა ხდება სექსის მხარეს… და მერე სულ გავიწყდება,რომ კარგი პოსტი წაიკითხე და შენი აზრის გამოთქმა გინდოდა… იწყება კამათი მაგრამ როგორი კამათი …:)პ.ს. ყველა დილა იწყება ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით და ბლოგის კითხვით

  4. >ხო, ერთი რამე დამავიწყდა კიდე; როცა დააკომენტებ მერე მოუთმენლად ელი სვხვის გამოხმაურებას. ანუ კომენტის მერე კომენტარის ავტორი და შენ დაახლოებით ერთნაირად ელოდებით მოვლენების განვითარებას.პ.ს. მე კიდე ველოდები ისეთ პოსტს, რომელზეც კომენტები 100–მდე ავა.

  5. >ჩემი დილა იწყება ხოლმე ყავით და ფორთოხლის წვენით. და ალბათ რამე პატარა ბუტერბროდით ;)და რაც შეეხება 100 კომენტარს, მაგას მეც ველოდები… რა დავწერო ეგეთი, ჰა?*დაფიქრებულისმაილიკი*

  6. >ratom ar gvainteresebs, zalianac gvainteresebs, rogor wer postebs. ise galurjebuli furclis ambavi magrai iyo, mecno, xo ici…martla, rom gadavavleb tvals postebs, zaan mixaria, tu bevrkomentarians vnaxav. 1000 koments gisurveb, rac sheizleba male!

  7. >რა დაწერო მაგას ჩვენ ვერ გირჩევთ, მაგრამ გთხოვ რომ არ იყოს პოლიტიკაზე, თორე აზრი არ აქვს. იქ ცხადია, რომ 100–ზე მეტი გამოვიდეს შეიძლება.რამე სახალისო დაწერე და მიუთითე რომ 100 კომენტარს ელოდები.რავიცი რაზე შეიძლება რომ დაწერო … სექსზე, მაღალ მატერიებზე… 🙂

  8. >ვააა, როგორ არ გვაინტერესებს როგორ წერ კაცო.ისე მე არ დამიწვიხარ არასდროს რო წერ.ახლა პიარს აგიგორებ, რო არაფერსაც არ წერ, ერთი მსუქანი (ჰაჰააა) და მელოტი აბეზარი ტიპი ხარ, და უნიჭიერესი და უიშვიათესი ლიტერატორი მეზობელი გყავს, პრიშიკებიანი და დიდსათვალიანი, რუსული წარმომავლობის, მაღალი და გამხდარი, ულვაშები რო აქვს ცოტათი და წვერი კი საერთოდ არა, ხოდა ის წერს და შენ გაჩვენებს ხოლმე, გიგა აბა ნახე, შენს გარდა მრცხვენია სხვას რო წავაკითხოოო, და შენ ეუბნები რო არ ვარგა!!! და მის დასანახად აგდებ ურნაში, და ის რო მიდის იღებ და იწერ კომპში, იხატავ ფაქტიურად..ხო, დამავიწყდა მეთქვა, რა მოხდა მერე კაცო, ჭაბუა ამირეჯიბმაც ასე არ დაწერა დათა თუთაშხია?ვიღაცას მოპარა ლაგერშიო:))))და გორა მბორგალი სად მოპარა და ვის ან მეფე გიორგი არავინ იცის…ხოდა მოკლედ ნიკოლოზმა კარგად აღწერა კომენტარები როგორ იდება მერე…ზუსტად ასე ხდება უმრავლეს შემთვევაში, პროსტა მე სამსახურიდან ასე ხშირად ვერ ვასწრებ ხოლმე და უფრო საღამოს, სახლიდან, წამოწოლილი, მუცელზე კომპით….ასე რომ როცა კომენტებს კითხულობთ ჩემსას წარმოიდგინეთ რომ ვწევარ… (დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდვია)ხოდა 100 კომენტს რაც შეეხება, მე მაქვს იდეა, გააკეთე ასეთი პოსტი, ,,100 პოსტი’’–დაარქვი და იქ ჩვენ დავპოსტავთ.ხანდახან ისე მინდება ხოლმე რამე პოსტის გაკეთება.აი გვაჩუქე ის პოსტი.აუ ნიკოლოზ იქითა ნაპირიდან აქეთ რო სექსი არ ჩანს მაგრად ვიკაიფე, და უცბად წარმოვიდგინე რო ანონიმუსი ფეხისწვერებზე დგას მაგ დროს და ისე იყურება, და თვალები აქვს მოჭუტული….:)))))))მოკლედ დვორ, კიდე რა მინდოდა მეთქვა, ერთხელ ალბათ დრო მოვა რო შენ შენი ბლოგი წიგნად გამოსცე ხო?საინტერესო ვეში ქიენბა, იკაიფე რა თავისუფალი იქნები დიზაინში, შეარჩევ საუკეთესო პოსტებს, კომენტარებსაც და…ფულს იშოვი :)))))))))))))))ფულს რა,ბოლო ბოლო გაიმართება ალია ფურშეტოვანი წვეულება, მოვალთ და ბევრ ზაუმნი რამეს ვიტყვით, ნიკოლოზ აგერ ალიაფურშეტებზე გიჟდება თურმე ისე ევასება, დასალევია ნა ხალიავუო.. გამოაცხადა ადრე.მე კიდე ვერ ვიტან, ვითომ რო საჭმელად კი არ არიან კაცო, უნდა წაიხემსონ პონტია, საქმეზე არიან, ისე ჭამენ, პროსტა, შიმშილით რო არ დაწყდნენ, და ამ დროს ყველა მადიანად რო ილუკმება და გულში იწყევლება დაედგათ ბლიად ადამიანურად ეს მაგიდა და სკამი და დავმსხდარიყავით და გვესადილაო…და იღიმიან იდიოტებივით და ცდილობენ მაღალ მატერიებზე ილაპარაკონ…აუ ისევ ეს მაღალი მატერიები რა …მოკლედ კაი სვეცკი ალია ფურშეტს, მამაპაპური ტაბლასთან მიჯდომა და თიტების გალოკვამდე გემრიელად ჩასკდომა მირჩევნია მე…ნუ რა საშინელებაა ეს ჩასკდომა, სექსივით უხამსი და არამაღალისაზოგადოებისთვისმოსაწონიდაგანკუთვნილი ვეშია…ანესგადაბმულადსიტყვებისწერარამოდააკიდევერგავიგემარამაინცავყევი.:))))))იტოგში, როგორც ერთი სლოგანი გვამცნობდა, გინდა წერო?უნდა წერო.და მე ის მევასებოდა კიდე:მოიწიე რადიოსთან!!! და ვაბშე იდეინი ყველაფერი მევასება.. და საინტერესო და კრეატიული, და შენი ბლოგი ხო ვაბშე.და ერთი ბლოგფართი უნდა გააკეთო შენ.ა?რას იტყვი?აუ მაგარი აზრია, შევიკრიბოთ ამ ბლოგის სტუმრები, და ავტორი, და დავლევთ, ვილაყბებთ, ვიცეკვებთ, და გავატრაკებთ!!!მოდი აბა ბლოგფართის იდეას მიაწექი…

  9. >რა ვქნა კაცო, პოსტზე კომენტარის გასაკეთებლად რო შემოვდივარ, თუ შონის კომენტარი უკვე დამხვდა, მერე ისიც უნდა დავაკომენტო, აღარ შემიძლია რა:)))))))))))))ჩემი დილაც ბლოგით იწყება, ოღონდ ფორთოხლის წვენი არ მაქვს ხოლმე:))ქალების ფოტოსერიას რო გადაევლები, თუ ნერვები არ მოგეშალა და შურით არ გასკდი ლამაზი სხეულების დანახვაზე, ზევით ისეთი პოსტი დაგხვდება, აუცილებლად დააკომენტებ:)))))))კარგი, მარტო ტექსტებს უყურებთო, ფოტოებს არ იმჩნევთო – შეცდომაა:)))მარტო ფოტოები რო დევს და არ ვიმჩნევთ, ეს საკითხი როგორ დგას მეცნიერებაში?:))))))))ძაან მიყვარს შენი ბლოგი, მართლა, გაწელილი ფოტო–პალასების და მილიონი ჩემთვის არასაჭირო ლინკის მიუხედავად:)))))))))))

  10. >ჭუკი, რომ ამბობ ალაფურშეტები არ მევასებაო, როგორ წარმოგიდგენია მამა–პაპურ ტაბლაზე ან ბლოგ–ფართი ან გიგას წიგნის პრეზენტაცია ა? :))ისე მაგარი სანახავი იქნება რას იტყვი; როგორც წესი წიგნის პრეზენტაციაზე ჭიქა სასმელით და მოკრძალებული ბუტერბროტით ხელში დანან ჯგუფებად ნახევრად ჩაბნელებულ (თუ რამე ფილმს უშვებენ პო ხოდუ წიგნთან დაკავშირებით) ან გაკაშკაშებული დარბაზის კუთხეში და საუბრობენ(ნუ რაზე ეგ ცალკე თემაა: წიგნზე, სესქზე და მაღალ მატერიებზე, სხვა წიგნზე სხვა კინოზე, ან ვაბშე სუგუბა თბილისურად _ სად დაიკარგე და რაღაც ეგრე…)ეხლა წარმოიდგინე წიგნის პრეზენტაცია მამა–პაპურ ტაბლაზე: ფიალით ღვინო ნიგვზიანი და ცხიმიანი საჭმელები და თამადა (ყველაზე მთავარი). თამადა, რომელიც ტვინს … ყველა სადღეგრძელოზე: დღეს გიგას წიგნის ირგვლივ ვტრიალებთ და მოდი გიგას მეგორბრებს გაუმარჯოს რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ წიგნის გამოცემას. დღეს გიგას წიგნის ირგვლივ ვტრიალებთ და იმ ხალხის ხსოვნა იყოს ვინც ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას. დღეს გიგას წიგნის ირგვლივ ვტრიალებთ და გიგას წიგნიდან დანახულ თბილისს გაუმარჯოს (ე.ი. თამადას წიგნი წაუკითხავს. ესეც პროგრესია.). და ასე უსასრულოდ სანამ თამადას თავბრუ არ დაეხვევა გიგას წიგნის ირგვლივ ტრიალით. და შენ გინდა მითხრა რომ ეს ჯობია ალაფურშეტს?:))

  11. >ნიკა:)))))ძაან მაგრად თქვი:)))))მე მიყვარს ალაფურშეტი:)რაღაცა ისეთია, უფრო relaxed…:)მოძრაობ, კეკლუცობ, ურთიერთობ, მიხვალ–მოხვალ ვისთანაც გინდა, მარტო გვერდით მჯდომი მოსაწყენი ადამიანით არ ხარ გაბეზრებული მთელი საღამო, წამოდგომა და გარეთ გასვლა თუ გინდა ოცი კაცი არ უნდა ააყენო, გამატარეთო, მთლიანად მაინც ხედავ ადამიანებს, მარტო მხრებს და მთვრალ თავს არა:))))

  12. >ქეთი, ნიკოლოზ, რატომაც არა, მაინცა და მაინც გაწელილ და ძააან ,,ტრადიციულ” მაგიდას ნუ წარმოიდგენთ ახლა, პროსა მაგიდასთან რო დავსხდეთ და ისე ვჭამოთ რა…და ვისაც გადასვლა უნდა კი ბატონო და აუდგომლად სუფრის ჩატარებას მეც ვერ ვიტან, უნდა გადაჯდე გადმოჯდე, რა პრობლემაა, ვინმეს თეფშშიც ჩააფერფლო, და ასე შემდეგ.მარა მთავარია რო აი ის ფეხზე მდგარს არ გეჭიროს რა თეფშიდ ა ჭიქა.მე იმენნა ალაფურშეტზე თავს თუ შეურაცხყოფილად არ ვგრძნობდე დედას ფიცავარ.დგახარ იქ იმასავით, რა პონტია, მლესავივით და ყლაპავ ნაჩქარევად რაღაცეებს, ელემენტარულად მოუხერხებელია ასე ჭამა, სმა კიდე ნიჩივო….ხოდა ისე, გიგაას ბლოგის წიგნის (წინგის) პრეზენტაცია კაი რამე კი გამოვიდოდა…და აუცილებელი არაა მაინცა და მაინც წა(რ)სულების დღეგრძელობით მოვკლათ დრო ამ ფართიზე..პროსა დავლევთ რა,ს აკაიფოდ, ჩვენებურად, და ვიკაიფებთ, ვიკალმასებთ, და რავიცი რა აღარ…ხოდა თემას გადავუხვიეთ.პაჭო რო წერ შენს პოსტებს, ბლოგ–პოსტებს ანუ… აი მერე რო კითხულობ რა განწობა გეუფლება?და ისა კიდე, შენის აყვარელი პოსტი რომელია და კიდე გაიხსენე რამე კური(პ)ოსტი…ხო და გაგვაცანი შენი უახლოესი გეგმები…და ნაშები :))))))))))და კიდევ…რას უსურვებდით ჩვენს (თქვენს) მკითველს?

  13. >ოხერი და მაიმუნი ხარ შენ, შონსკი:))))))))))))))))))))))))ხო, ჩვენს შეკრებებს სამი ჩ–ს სადღეგრძელოიან სუფრებთან არაფერი აქვს საერთო, რა კაია:))))))

  14. >ეჰ ჭუკი, შენ კარგ ალაფურშეტზე არ ყოფილხარ როგორც ჩანს. ალაფურშეზე არ არის აუცილებელი რომ ფეხზე იდგე, უბრალოდ მაგიდასთან არ ზიხარ. თორემ, წესით დარბაზში სადაც ალაფურშეტი იმართება ხოლმე უამრავი სავარძლები დგას სადაც შეგიძლია დაჯდე მეგობრებთან ერთად და ისაუბრო, მერე ადგე ისევ აიღო სასმელი და ცოტა გაიარ–გამოიარო, მერე ისევ აიღო სასმელი და ისევ დაჯდე და ა.შ.ასე, რომ კარგი ალაფურშეტი კარგია. და კიდევ ერთი, ალფურშეტზე საჭმელად არ დადიან, საჭმელი იმ მიზნით დევს რომ ხანდახან სასმელს მიაყოლო ხოლმე. ანუ, უმჯობესია ალაფურშეტზე თუ ისადილებ და ისე მიხვალ.ისე, ჭუკის მიერ გიგასთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ძალიან საინტერესოა. გიგა, გელოდებით. და ორკითხვას დავამატებ კიდე: ყველაზე უფრო რომელი კომენტი მოგეწონა? და ყველაზე უფრო რომელი პოსტის დისკუსია მოგეწონა?

  15. >05.02.200811.38 PMჩემო ნიკოლოზ,კარგ ალაფურშეტზე ვყოფილვარ, ნამდვილად, შემთხვევით მოვხვდი. ნუ კარი ალბათ საყოვეთაოდ მიღებული გაგებით თორე ისე ნუა რ მევასება და შესაბამისად ,,კარგი” პირობითად შეიძლება ეწოდოს. შენ წარმოიდგინე სავარძლებიც იყო და ყველიც ქონდათ სუფრაზე (ეს ყველზე ერთი ძველი ხუმრობაა სერიოზულად არ მიიღოთ).მარა ნუ მაინც ვერ. და ვისაც გევასებათ პაჟალუსტა, მარა ნუ მე აი ვეეერ რა…რაღაც არაბუნებრივი მეჩვენება ალაფურშეტის დროს ყველაფერი.ხოდა დავაკვდით ამ სუფრას და სმაჭამას, არდა ეს კაცი (დვორსკი) იავნად მაღალ მატერიებზე გველაპარაკებოდა თავისი პოსტიდან,პოსტი.. :)))) მაღალი პოსტი.საყარაულო პოსტი, ბლოკ (გ)–პოსტი, ხრანიწ პოსტ (ანუ მარხვაო). მოკლედ თითონ პოსტი უკვე საინტერესო სიტყვაა…ისევე როგრც ძაღლის ჯიში ,,პოპსი” (დაიძინე!!!!)ხოდა კიდე რისი თქმა მინდოდა, ეს ავტორი რატო მიჩუმდება ხოლმე? მაგ დროს მგონია რო ნიანგივით (ბეგემოტიც შეიძლება მეთქვა მარა ნიანგი უფრო დერსკია და ესიამოვნება) მარტო თვალები აქვს წყლიდან ამოყოფილი და ისე იყურება. მასალას ეძებს (მსხვერპლს ანუ).ხოოოდა კიდე რა უნდა მეკითა კაცო.აი ჩემი და არამარტო ჩემი გადაღებული ფოტოები რო ხალხმა პავერპოინში ააწყო და პრიკოლი ფაილი გააკეთა და მეილებზე უგზავნიან ერთმანეთს, და კიდე ჩემი და გუგუშას გაკეთებული ,,საქორწინო კონტრაქტი” რო გაიგდეს და რადაობს ნახევარი თბილისი, მანდ როგორ არის საავტორო უფლებების ამბავი?ეს ისე, ინტერესის გამო.ანუ მე როგორ შემიძლია შევებრძოლო ამ ამბავს?განა მინდა შევებრძოლო, ანუ მე მაინტერესებს, ის ვინც ეს გააკეთა ამას არაკომერციული მიზნით იყენებს, მაგრამ მე ვისურვებდი, ან ვთქვათ რო მესურვებინა რო მიუთითოს იმ ადამიანმა წყარო, საიდან მოიპოვა ეს მასალა.მარა როგორ ვიპოვო დამამზადებელი?გავრცელდა ნეტშ მეილებზე და ვსო…სიტყვა გამიგრძელდა.წავედი, საქმეები (ც) მაქვს მე…

  16. >www.photolife.ge – ზე შედი ჭუკი. იქ ფორუმზე არის განყოფილება იურიდილი კონსულტაცია თუ სამართლებრივი ასპექტები ქვია. და იქ ჩემმა სტუდენტმა დეტალურად აღწერა ეგეთ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას თავი ავტორმა. როგორც იურიდიულად ისე ტექნიკური საშუალებებით. (DRM. Tecnological measures etc.)ისე ავტორი რაგაც საეჭვოდ დუმს მართლა. რაც შეეხება ალაფურშეტს ერხელ იმედია მოვხვდებით ისეთ ალაფურშეტზე მე რომ გეუბნები და დარწმუნებული ვარ მაგრად გაგისწორდება. ისე, სიმართლე გითხრა საქართველოში მეც არ ვყოფილვარ კარგ ალაფურშეტზე. და ვაბშე, ალაფურშეტი იცი როდის ასწორებს ყველაზე მაგრად? როცა უცხო ხალხია სულ (ოღონდ არა ქართველები) აი კონფერენციაზე ან კონგრესზე რომ ხარ სადმე და მთელი მსოფლიოდან რომ არიან მონაწილეები, კისერზე “badge”- ები რომ კიდიათ თავიანთი სახელებით, გვარებით და ქვეყნებით და სასმელით ხელში რომ დასეირნობ და ერთმანეთს რომ იცნობ. მიხვალ ვიღაცასთან მიესალმები, გამოელაპარაკები, (თან სვამ რა თქმა უნდა), თუ იცი რამე იმ ქვეყნის შესახებ ეტყვი, რომ იცი, თუ ნამყოფი ხარ, ეტყვი რომ ნამყოფი ხარ და იმასაც მოუყვები რა მოგეწონა ყველაზე უფრო იქ, იმას გაუხარდება და გაგიღიმებს, რა თქმა უნდა შენ ძალიან იშვიათად გეუბნებიან, რომ ნამყოფი არიან შენს ქვეყანაში (გასაგები მიზეზების გამო). მოკლედ აი ესეთი ალაფურშეტი ასწორებს მაგრად. ყველას რომ მოივლი და რომ დაელაპარაკები, გაიცნობ და ბოლოს, დაღლილი სასტუმროში რომ მიხვალ და მიხვდები რომ კარგად მთვრალი ხარ უკვე.აი ერთხელ ეგეთ სიტუაციაში ერთი ზანგი ქალი მოვიდა ჩემთან და მეკითხება: Georgia? where is Georgia? შევხედე, “ბედჯზე” დავხედე და ფიჯიდან იყო. ეგრევე მივხვდი რომ ვერაფრით ვერ ავუხსნიდი სად იყო ჩემი ქვეყანა. რუსეთი იცოდა მაგრამ სად იყო რუკაზე არ იცოდა. თურქეთი არ იცოდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ძალიან შორს იყო ფიჯიდან. თუმცა მერე სემინარზე რომ მოვხვდით ერთად რუკა მივუტანე და მაინც ვაჩვენე სად იყო საქართველო. ასე, რომ ფიჯიში იციან ჩვენს შესახებ :)გიგა, გაგვეცი პასუხი კითხვებზე კაცო 🙂

  17. >ჩემს ნაშებს არავის არ გავაცნობ!!!(არ მყავს) :)რაც შეეხება…1. წიგნს – ეგ იდეა უკვე დამებადა ცოტა ხნის წინ. მეორე დღეს ნიკამაც იგივე შემომთავაზა, ჭუკისაც ჩვენგან დამოუკიდებლად გაუჩნდა იდეა – ასე რომ, მომიწევს ალბათ… 2. პოსტის დაწერა სტუმრების მიერ – საერთოდ სულაც არაა ცუდი იდეა, არ ვიცი ჯერ როგორ უნდა შევასხა ხორცი :)3. ბლოგ-ფართი იქნება ასეთი: დავწერ ერთხელ, რომელიმე შაბათ-კვირას აქა და აქ ვიქნები, და ვისაც გინდათ, მოდით მეთქი. მაგალითად, მულენში, ან კაფე ოპერაში… ორი კვირით ადრე დავწერ, რომ ყველამ მოასწროს დაგეგმვა.4. ჩემივე პოსტებს ძალიან იშვიათად ვკითხულობ ხოლმე, მხოლოდ შეცდომების გასასწორებლად.5. ჩემი საყვარელი პოსტი არის ის, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება ;)6. ყველაზე მაგარი კურიოზი ელექტრიკი გოჩას კომენტარი იყო (რა გოიმობაა, ჭუკი, ვერ ვიტან ”გაიხსენეთრამეკურიოზი” ტიპის შეკითხვებს)7. უახლოესი გეგმები და მკითხველების მიმართ სურვილები აქ კი არა, მთელს ბლოგზეა მიმოფანტული, სტრიქონებს შუა უნდა ამოიკითხოთ :)8. ნიკა, შენს შეკითხვებს რაც შეეხება – კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, დისკუსია ყველა მომწონს – პოლიტიკურიც და თბილისი ევროპაა თუ არა 🙂

  18. >ამ პოსტის კომენტებს რა აქვთ საინტერესო იცი? 100–მდე ავა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე რაც მახსოვს ყველაზე გრძელი კომენტებია აქ. ეტყობა ყველასთვის საინერესო თემაა და გრძლად ვწერთ. :)გიგა, ცოტა ხომ არ დააჩქარებდი ბლოგ–ფართის?

  19. >ნიკას:ნიკოლოოოზ, კაცი ხოდა მაგას გეუბნები რა ვერ ვიტან ეგეთ ურთიერთობებს და რაღაცეებს რა, ვირაც რო უნდა მოვიდეს და გკითოს შენს ქვეყანაზე ზედაპირულად რაღაცეები, მე ხო ასი წელი არ მოვალ და არ ვკითხავ ახლა თქვენსკენ ფიჯიზე როგორი ამინდია, ან ოხ რა დიდებული ფიჯური მოსასხამი გაქვთ მოხვეული ან რამე ეგეთ ლეობას, იმიტო რო იმას კიდია კისერზე ბაგი და მე კიდე მისი ფიჯი ერთგან. მართლა.რას იზამ არ ვარ ასეთი ურთიერთობების მოყვარული..ნუ კაი, დაიკიდე.ხოდა დვორს რაც შეეხება მაგარი ფრაზა იყო:წიგნის გამოცემა მომიწევს ალბათ…რა იყო შე…მა ჩვენი მომავალი გეგმების სადღეგრძელო ხო არაა ან ტკბილი მოგონებების არა?წიგნია რა ბოლო ბოლო.ასე დაარქვი ვაბშე ,,მომიწია” ან ,,წიგნი მომიწია”, ან ასე: ,,არ მომიწევია, თითონ მომიწია”ელექტიკი გოჩა კი მაგარი იყო..ისე არსად არ წასულა დარჩა ვირტუალურ სამყაროში.აგერ ა თუ ა რგჯერა:http://tatsson.log.ge/13324/და ისსა კიდე…ვ მამენტ მჭირდება რა, პავაროტნიკის რელე დამეწვა და უკანა სტოპები…გოჩაააააა…!!!

  20. >ისე მაგარი პონტი იცი რა იქნება? წიგნს რომ გამოუშვებ,სათაურის ადგილი ცარიელი დატოვე და როცა იყიდიან და წაიკითხავენ, თვითონ დაარქვას ყველა მყიდველმა ის სათაური რაც მოუნდება. თან პატარა თხოვნა ჩაამატე, რომ ბლოგზე ყველამ მოგწეროს რა სათაური დაარქვა. საინტერესო იქნება თუ დაემთხვევა სხვადასხვა მკითხველის დარქმეული სათაურებიდ და რამდენი დაემთხვევა … 🙂

  21. >პოსტივით:რომელია სწორი, ჩემთან ურთიერთობა/გაცნობ(ებ)ით სხვა, მე-3 ადამიანზე ”გასვლის” სურვილს რომ მიუხვდები და პირდაპირ, უსიტყვოდ ”გაიყვან”- ხელშეწყობით—თუ რომ არ შეუწყობ ხელს იმიტომ , რომ იმ მე-3-სგან შეცდენის(უნებლიედ) საფრთხეს ხედავ?! მე უკვე შეცდომად აღვიქვამ!…მიშველეეეეეეეთ! უფრო სწორად: გვ-იშველეეეეეთ!(სამივეს, რათქმაუნდა!)!!!

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.