>მაქცია

>თუ დააკვირდით თბილისურ მაღაზიებს – ამ ბოლო დროს რატომღაც საახალწლო ფასდაკლებები რომ არ ჩანს?

ავტორი: banksy

ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს შეიკრიბნენ ეს ვაი-ბიზნესმენები და ჩუმად ბოზური ბლოკი შეკრეს – საერთოდ აღარ გავაკეთებთ ფასდაკლებებსო. სხვა დროს მაინც არავინ ყიდულობს ჩვენს საქონელს, ყველა ”სეილებს” ელოდებაო.

რა თქმა უნდა, არავინ ყიდულობს 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ (გამაჩერეთ ვინმემ) და კიდევ უფრო მეტჯერ გაძვირებულ საქონელს!
არც არავინ იყიდის, არც გიჟები ვართ, არც დებილები – ხომ მეთანხმებით?

ამ უცნაური ტენდენციის ფონზე (როცა 3-ლარიან ჯინსებს 200 ლარად გატენიან) სასოწარკვეთილი რიგითი გამყიდველები ახალ მარკეტინგულ ხრიკებს მიმართავენ:

– ერთი დავიდოვი, თუ შეიძლება (დაღლილი, სამსახურიდან მოვდივარ)
– იცით, კენტზე აქცია გვაქვს! (პლასტმასის ღიმილით)
– არ მინდა, დავიდოვი მომეცით (დაბნეული)
– იცით, წითელი კენტის ორ კოლოფს თუ იყიდით, სანთებელას გაჩუქებთ! (მეორე პლასტმასი შემოუერთდა)
– დავიდოვი მინდა მეთქი, თეთრი! (გაბრაზებული)
– იცით, ფლეშკაც გვაქვს საჩუქრად!
– არ მაინტერესებს კენტი!

მერე მეორე მაღაზიაში:
– უი, მაწონს ყიდულობთ? მაწონს ჩვენი კექსი მოუხდება! კექსს კი ფორთოხლის წვენი! წვენთან ერთად ნაბეღლავზეც გვაქვს აქცია! და ლუდზე!
– დედაშენზე არ გაქვს აქცია? (მომინდა მეკითხა)

ან კიდევ ერთი:
– იქნებ ჩვენს განყოფილებაშიც შეიძინოთ რამე…

გეგონება, გაცოფდნენ და გინდება, ამოიღო რევოლვერი და დაეხმარო ცოფიანი და უღიმღამო სიცოცხლის დასრულებაში (აი, ფეხმოტეხილ ცხენს რომ კლავენ ხოლმე).

მაკდონალდშიც: ერთი სული აქვთ რამე ისეთი გაყიდინონ, რაც საერთოდ არ გინდა და არც გჭირდება – არც ამ წუთას, და არც როდესმე სხვა დროს. ერთს უკვეთავ, მეორეს გატენიან…

წარმომიდგენია, ალბათ რამდენ ადამიანს უჭირს უარის თქმა ძალით შეტენილ და თავს მოხვეულ ასეთ ”აქციებზე” და სრულიად უაზროდ ყიდულობენ საქონელს, რაც არ ჭირდებათ. გამოტყდით, თქვენც ყოფილხართ მათი მსხვერპლი?

ეტყობა, მართლა მაგრად გაუჭირდათ ლუდის, სიგარეტის, საკვები პროდუქტების მწარმოებლებს…

არადა, თუ გახსოვთ, ადრე როგორ იყო ამათი საქმე: მაღაზიაში კლიენტს უკმაყოფილო სახით უყურებდნენ, კევის ზანტი ღლაჭუნით და კბილებში გაცრილი ბრაზიანი ფრაზებით რომ გვხვდებოდნენ…

ისე მართლა, რატომ აღარაა საახალწლო ფასდაკლებები?

Advertisements

21 thoughts on “>მაქცია

  1. >საშინელებაა ნამდვილად. მეც მქონია ერთი ორჯერ გამყიდვლის ღიმილის გამო რომ შემომტენია ნივთები. და მერე სანაგვე ურნაში მოპხვედრილან მათი უსარგებლობიდან გამომდინარე:)ფასდაკლებები და როცა აქვთ ის ფასდაკლებებია ხოლმე? სამი წლის წინანდელ ნივთებს 30% გააიაფებენ და ეგაა

  2. >მართალია. თანაც რას გტენიან? უვარგისს, მოძველებულს, მახინჯს, აყროლებულს . . .მართლა ეგრეა, ვერ ვამჩნევდი და ახლა მივხვდი. Sale!Sale! აკლია ვიტრაჟებს. ქართველს, მისი ”არ დავთმობ” მენტალიტეტით ეტყობა ძალზე უჭირს ვაჭრობა.”პლასტმასის ღიმილი” მომეწონა 🙂

  3. >მგონია ხოლმე რომ პლასმასის ღიმილი იმიტომ აქვს რომ ცელოფნის პარკი აქვს ნაჭამი, და საერთოდაც პოლიეთინელითაა გაჟღენთილი.

  4. >ერთადერთხელ მაყიდინეს ძალით რაღაც და ძალიან კმაყოფილი ვარ 🙂 მე და ჩემი მეუღლე ნაიკის მაღაზიაში ვიყავით კეტების საყიდლად და ფასდაკლებში თუ აქციაში ძალიან იაფად ბოტასები შემოგვეყიდა (მართლა კარგი ხარისხის) თუმცა ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გაგვიმართლა და არ მოგვატყუეს, რასაც ვერ ვიტყვი ხელოსნებზე ( ვერ ვიტან მაგ ხალხს, ყველა ხელოსანი ერთნაირი რეგვენი და აფერისტია)

  5. >დღეს პეკინზე მაღაზიებში გავიარე და ფასებისა და ხარისხის შეუსაბამობისაგან შოკში ჩავვარდი. და ვინატრე რომ რომელიმე ევროპის ქვეყანაში ვიყო წინასაახალწლო შოპინგზე წასულიიიიი :(((((

  6. >იმიტომ რომ 6 დეკემბერზე რომ დავწერე ბლოგზე პოსტი იქ დამიკომენტეს, რო ჩვენთან ნიკოლოზობა – 19-შია, შობა 7-ში და ახალი წელი – 14-ში.ასე რომ ადრეა ჯერ. ადრე.

  7. >ძაან ბევრი ვიცინე, ნუ არ ვიტირე, ოპტიმისტი ვარ :Dდა ფბ–ზეც დავაშეარე.იქაურ კომენტს აქ დავაკოპირებ:ამასწინათ, პეკინის ქუჩაზე 50 ლარად ფეხსაცმელიო, აჭრელებული იყო ვიტრინა, შორიდან დავლანდე, ძალიან მაგარი ჩექმა იდო. გამიხარდა, ვიფიქრე ეს თუ 50 ლარია, რაც დარჩა ყველას ვიყიდი და წავიღებთქო :Dჰოდა, შევედი ბედნიერად – ფასი ეწერა, კოდი მეგონა თავიდან, ოთხციფრა 😀 (Baldinini, Moschino, etc)შორს კი, კუთხეში, ერთი ყვითელი, პლასტმასის ფეხსაცმელი იდო საწყლად, 50 ლარად 😀

  8. >ხო კიდევ, მაკდონალდსში მეც შემტენეს სამარხვო ვეჯიბურგერი, ჯანდაბას, ავიღებთო და გადახდისას ისეთი ფასი მომიხიეს, კინაღამ დავაბრუნე უკან :D:D:D

  9. >რა საინტერესო კომენტარებია, ის უფრო გამიკვირდა ღიმილით რომ რამეს გთავაზობს გამყიდველი, ეს იმდენად იშვიათი შემთხვევაა საქართველოში რომ ვიბნევი ხოლმე :)(მაკდონალდს არ ვგულისხმობ).უმეტეს შემთხვევაში ისე იბღვირებიან გამყიდველები რომ მადლობას როცა ვუხდი მომსახურებისთვის, ეჭვით ამომხედავენ ხოლმე "რამე ხომ არ გადავაყოლეო" :Dჯერ ახალი წელი არარის და იმიტომ არ დაუწყიათ ალბათ ფასდაკლებები, ალბათ მალე ყველგან "SALE"-ებს გააკრავენ (ეგაც ფასდაკლებებია ვითომ რა, 20თეთრს მოაკლებენ და ეგ არის :D)

  10. >ვაიმეე როგორ ვერ ვიტან რომ მატენიან რაღაცეებს :მად: ჯერ მარტო მაღაზიაში რომ შევდივარ და ვიღაცა კუდში ამეტორღიალება და ჭკვიანური რჩევებით მბურღავს, ეგ მეზიზღება და წარმოიდგინე, არამკითხე მრჩეველი რომ მომადგება რა მომივა :მად: გუშინ პოპულიში წვენებს ვათვალიერებდი და ეგრე მომადგა ვიღაც ქალი, პარმალატის რამეებს მატენიდა. იდეაში პარმალატი მიყვარს, მაგრამ შეტენვას ვერ ვიტან და შევუბღვირე და წამოვედი :მად: რომ დამაცადონ, რომ ჩემით ავარჩიო ხო უფრო მოიგებენ ხო?

  11. >ჩემი თანამშრომელი შეესწრო ახალი წლის დღეებში ბანკომატის რიგში ერთერთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლის სატელეფონო საუბარს: ფასები აწიე და გამოაკარი კედლებზე SALE- ო :D:D:D

  12. >au, fasebi? ak (shveicariashi) unda naxot fasebi da saeilebi 😀 mimikaravs tbilisuri seilebi 3% iani da 10% iani :)))fexsacmeli (normaluri brendis) minimum 500 fr idan zemot; H&M, ZARA da Promodic ki uazrod zviria :))eg raa: xorci 1 kg girs 100-159$ ekvivalenti :)))mokled, relax, it is not that bad in TBS

  13. >მეორე პლასტმასი :Dმე ვღიზიანები, როცა რამეს მატენიან, საერთოდ გამოვალ მაღაზიიდან. და საერთოდ, ქართული მომსახურება მაღიზიანებს. ზოგს ეგ პლასტმასის სახეც არ აქვს, ისე იბღვირება, თითქოს მისი ვალი მქონდეს 🙂

  14. >"- დედაშენზე არ გაქვს აქცია? (მომინდა მეკითხა)" აუ ნეტავ ეს გეკითხა და მე იქ ვყოფილიყავი. რამდენს ვიცინებდი 😀 😀 😀 😀

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.