>შთაგონება/გააზრება

>როგორ ებრძვით ყოველდღიურობის ავტომატიზმს და დაჩლუნგებას?

საინტერესო იდეებს გადავაწყდი:

  • შეუცვალეთ თქვენს მაუსს ღილაკების მნიშვნელობა ან შეიცვალეთ მაუსსზე მომუშავე ხელი – გადაიტანეთ მარცხენა ხელზე
  • გათალეთ ფანქარი უკნიდან და ისე წერეთ
  • წერეთ და იმუშავეთ მეორე (არააქტიური) ხელით
  • იკითხეთ წიგნები თავდაყირა
  • იარეთ კიბეებზე (და სადაც მოგიხერხდებათ) უკუსვლით
  • მისალმებისას ჩამოართვით მარცხენა ხელი 
  • ლუწ რიცხვებში კბილები გაიხეხეთ მარცხენა ხელით, კენტ რიცხვებში კი – მარჯვენათი
  • დადუმდით, სპეციალურად იყავით ხოლმე ჩუმად – იმ შემთხვევაშიც კი, როცა რაიმეს თქმა შეგიძლიათ ან გინდათ
ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მონოტონურობასთან ბრძოლაში და აზრების ახალ კალაპოტში ჩასმაში.
Advertisements