>Santa

>

სანტა კლაუსის რამდენი იმიჯი შექმნა ამერიკულმა მას-კულტურამ?
კეთილი სანტა, ბოროტი სანტა, მთვრალი სანტა, ზანგი სანტა, შეყვარებული სანტა, დეპრესიული სანტა…

სანტა კლაუსის ფენომენს საფუძვლად უდევს წმინდა ნიკოლოზის ან, მეორე ვერსიით – ბასილი დიდის ანუ კესარიელის პიროვნება.

ჩვენთვის დღეს ასე კარგად ნაცნობი, წითელ კოსტიუმში გამოწყობილი თეთრწვერიანი ბაბუა თურმე კოკა-კოლას მიერ  გამოგონილი სარეკლამო პერსონაჟია, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ატყუებს მთელს მსოფლიოს.

ჩვენებურ თოვლის ბაბუაზე რა გითხრათ, წესით ან ყველაფერი კარგად უნდა იცოდეთ. თუ არა და დააკომენტეთ და ცალკე პოსტს გამოვაცხობ.

>რადიო თავისუფლება

>

დღეს დილით ვიყავი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში, ბლოგებზე ვილაპარაკე.

ოღონდ დილის 9 საათზე მომიწია გაღვიძება და საშინელ პახმელიაზე ვიყავი – რაც ძალიან კარგად ჩანს ფოტოზე, არა? 🙂

ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ რადიო თავისუფლების დღიურების 2007 და 2008 წლების გამოცემები მაჩუქეს (აუდიო-დისკებითურთ).

თუ არ იცით, ეს რა არის – გაეცანით მათ თავისუფლების საიტზე.
ამ დღიურებს 2006 წლიდან წერენ ქართული საზოგადოების როგორც ცნობილი, ასევე უცნობი წევრები – თითო კვირის განმავლობაში თითო ადამიანი წერს მის გარშემო მომხდარი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა მოვლენების შესახებ.

ეხლა ვფიქრობ – თანმიმდევრობით წავიკითხო თუ ალაგ-ალაგ, ძირითადი მომენტები? 🙂

>Guest Post – by Libby

>ამას წინათ და სრულიად შემთხვევით ტვიტერში ერთ საინტერესო ადამიანს – ინგლისელ გოგონას გადავაწყდი.

ოთხმილიონნახევარი ადამიანისაგან განსხვავებით, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიურია, ამ ადამიანს ქართული ენა პროფესიად აქვს არჩეული.

ამიტომაც ვთხოვე, დაეწერა სტუმრის პოსტი ჩემს ბლოგზე, რომელსაც ვაქვეყნებ ყველანაირი რედაქტირების და შეცდომების გასწორების გარეშე:

თავიდან დავიწყოთ. რამდენიმე კვირის წინ შაბათის შოუ“-ს ვუყურებდი. მეტროში არიან. ერთი მეორეს ეკითხება:
ვარკეთილი რატოა ბოლო გაჩერება?
იმიტომ არის, რომ ვარკეთილში შუქი ქრება და იმის იქით ვეღარ მიდის მატარებელი.
პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, 1996-ში, წამიყვანეს პირდაპირ აეროპორტიდან ვარკეთილში, სადაც ჩემი ნაცნობები ცხოვრობდნენშუქი არ იყო. 2007-ში რომ დავბრუნდი შუქი იყო. საერთოდ რაც ვიცი ვარკეთილზე ეს არის, რომ შუქი ხან არის, ხან არ არის...
ჰოდა, გუშინწინ საღამოს ლუდის დასალევად წავედი მეგობრებთან ერთად. ახალი ნაცნობები არიან, ჩემი ქალაქის ბლოგერები, ტვიტერის სამყაროს მოქალაქეები. ექვსი თვის წინ აზრ არ ვიყავი თუ რა იყო არც ტვიტერი, არც ბლოგინგი, არც ახალი მედია. ჰოდა, კაი ხალხია, აქტიური, ცოცხალი. ზოგი წერ ქალაქზე, ზოგი თავი უბანზე. ზოგი სერიოზულ, პოლიტაკურ თემებზე, ზოგი პიროვნებულ რაღაცეებზე. hyperlocal blogging“- ეძახიან, სუპერადგილობრივი ბლოგინგი დავარქვათ. როგორც კონცეპტი საკმაოდ მოდაშია ჩვენთან. ორგანიზაციებიც არსებობენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხმარონ ხალხს და საზოგადოებს ბლოგების დაწყებაში.
ჰოდა, 2001-ში დედა გავხვდი, ლოგოპედად დავიწყე მუშაობა და ქართულ დავანებე თავი. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე ქართული ენის სწავლა ხელახლა დამეწყო. ინტერნეტში რომ ვეძებდი ქართულ საიტებს, რაც ვიპოვე და ბლოგები. თან რამდენი. თურმე ახალი მედიის რევოლუცია თვენთანაც იყო.
ასე რომ, ერთ ღამეს, ლოგინში ვწევვარ და რთი საკითხი მტანჯავს:
ახალი მედია ინგლისში და საქართველოში ერთი და იგივეა, თუ..?
ბლოგინგი, ტვიტერი, ახალი მედია: მართალი რომ გითხრათ ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ზედაპირულია. ვერთობი უბრალოდ. ახალი მედიის წყალობით ახალი მეგობრები გავიცანი. ლუდს ერთად ვსვავთ. ვჭორაობთ. კარგია.
მაგრამ შეიძლება თვენთან სხვანაირი იყოს. ასე რომ გეკითხები თქვენ, ქართველ ბლოგერებო: ბლოგინგი რას ნიშნავს თვენთვის? გართობაა? მიზანი აქვ? როგორ ხმარობ ახალ მედიას და როგორ გინდა იხმარო?

და, რა თქმა უნდა, ბოლოსდაბოლოს: ვარკეთილის შესახებ წერს ვინმე,ნეტავ?

>new header

>სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა ამას წინათ ინბოქსში: ვიღაც აბსოლუტურად უცხო ადამიანმა გამომიგზავნა რამდენიმე ჰედერი, რომელიც მორგებული იყო ჩემი ბლოგისათვის.

აი ეს მომეწონა – ზევით რაც აყენია 🙂

>ნონსტოპ

>როგორც წესი, მუსიკას ვუსმენ ხოლმე, როცა კომპთან ვზივარ და რამის დაწერას ვაპირებ.
მეხმარება, სტიმულს მაძლევს, მახალისებს, მაფხიზლებს, ამაღელვებს.

მიყვარს ფილმები, სადაც კარგი მუსიკაა. აი შეიძლება სულაც არაფერი ხდებოდეს ფილმში, უმარტივესი შინაარსი ქონდეს, მაგრამ კარგი მუსიკით იყოს გაჯერებული – ეს ფილმსაც გაწონებს და მუსიკის მოძებნის წყურვილსაც გიჩენს.

იქექები მერე IMDB-ში, last.fm-ში და მრავალ სხვა საიტზე – რომ მიაგნო იმ ერთ მოწონებულ მელოდიას ან კომპოზიციას.

ზოგიერთი მელოდია აგეკიდება და დიდხანს გრჩება, წებოსავითაა და ვერ იშორებ.
ზოგიერთი ჰანგები კარგად დავიწყებულ ძველს გავს (ან სულაც, არის) და ისევ გახსენდება.

ზოგი კი არაფრად ვარგა და ტყუილად უსმენ. ფაქტიურად აუდიო-ნაგავია.
დაახლოებით 100 GB მუსიკა მაქვს (კომპიუტერში, დისკებზე, აიპოდზე…) – მაგრამ ვერაფერს ვეღარ ვუსმენ. აღარ მაინტერესებს. ყველაფერი ზეპირად ვიცი, თითქოს ამოვწურე – აღარ მაძლევს არაფერს.

არადა, წაშლაც მენანება. ცოდოა ამდენი ემოციის და მოგონების წაშლა. თითოეულ სიმღერას, მელოდიას, შემსრულებელს, ალბომს თავისი დრო აქვს, თავისი განცდა და თავისი მოგონება.
ზოგი იმ დროს მაგონებს, ათასობით კილომეტრის მოშორებით რომ ვიყავი სახლიდან.
ზოგი კი იმ დროს, სახლში რომ მარტო ვიყავი ხოლმე და ზამთრის ცივ ღამეებს ვატარებდი ბუხართან.
ზოგს ცრემლი მოყავს, ზოგს ღიმილი.

ახალ მუსიკას ვეძებ

ვიდეო 1 – ჯელი როლ მორტონი, რომელსაც ასევე ”ჯაზის გამომგონებელს” უწოდებენ (თვითონ დაირქვა, მაგრამ უარი აღარავინ უთხრა)

ვიდეო 2 – ფერენც ლისტი, უნგრული რაფსოდია №2 (ტომისა და ჯერის შესრულებით)

>შაბათის ზოოპარკი – წითელი საყელოიანი ლემური

>

ფოტოს ავტორი: Adrian Pingstone

 აი ასეთი საყვარელი ლემურები ცხოვრობენ მადაგასკარზე.