>Alma mater

>

Non scholae, sed vitae discimus
Seneca

ვისთვის როგორ, და ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ერთია – თსუ.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სხვებს ალბათ, იბერიულ-კავკასიური, შავი ქვის, სალი კლდის, ქვაზე დახატული ეშმაკის სახელობის უნივერსიტეტები ხიბლავთ, რომლებიც ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან სულაც გლდანი-ნაძალადევის ხიდების ქვეშ არის გახსნილი.

მე კი მუდამ მიზიდავდა ლამაზი თეთრი ფასადი, ასევე შიგ მოსწავლე სტუდენტების უაზრო სახეები.

დღეს ვიყავი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას (კვადრატის პატრულირებას ვგულისხმობ) და შევიარე. შემხვდა ერთი ჩემი კლასელი, ერთიც მისი კურსელი, ერთი მეგობრის ბიძაშვილი და ერთიც (ყურადღება) ბლოგერი თინი!!! გარდა ამისა ვნახე რამოდენიმე პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ და სახეზე ეწერათ: ამ ყალთაბანდისაგან რაიმე თუ დადგებოდა, არ გვეგონაო.

ყველას ცოტ-ცოტა ვეჭორავე, თუმცა ყველაზე ნაკლები თინის ველაპარაკე – მისი დაქალები მაგრად დაიბნენ ჩემს დანახვაზე. აი მაგ დროს მივხვდი რომ გვარიანი დინოზავრი გახლავართ.

ადრე სიხარულით რომ აცდენდი ლექციებს და ახლა შენ თვითონ რომ ატარებ (ხანდახან) – არის ამაში რაღაც იდუმალი და საშიში.

ხვალ, ზეგ და მაზეგ სხვა უნივერსიტეტები მელოდება. მაინტერესებს, მიუხედავად იმისა რომ დამღლელი ტურნე იქნება (ქუთაისი და ბათუმი included).

გამახსენდა ათასნაირი უნივერსიტეტი, რაც ცხოვრების განმავლობაში მინახავს, ზოგან ცოტ-ცოტა მისწავლია კიდეც…
ერთი დაჟე უინსტონ ჩერჩილის სახელობის იყო! მახსოვს მაგრად წვიმდა, ტელეფონის ჯიხურში ვიყავით ხუთნი შეყუჟული და… თუმცა ეგ სხვა ისტორიაა :)))

კურიოზებიც კი მომსვლია – როცა იტყვი ლექცია მაქვსო და სტუდენტი გონიხარ, შენ კი ამ დროს მენტორული გიჭირავს🙂

არადა ის ლენინი არ ტყუოდა – სწავლაო. თუმცა, მისი ფრაზა არ იყო ეგ – ლენინმა შოთა რუსთაველს მოპარა, ის კი თავის მხრივ სენეკას (ზუსტად არ მახსოვს, უფროსს თუ უმცროსს) დაესესხა.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

10 thoughts on “>Alma mater

  1. >გამიხარდა შენი ნახვა : )) "ვისთვის როგორ, და ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ერთია – თსუ." +1 <3პ.ს. დაქალები სულაც არ დაიბნენ ^_^

  2. >მართალია, სტუდენტის ამპლუაში თსუ-ში არ მისწავლია, მაგრამ "ნორჩ-ფილოლოგად" ვსწავლობდი და 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მანდ გავაგრძელებ სწავლას!🙂 ასე რომ, შორიდან უკვე დატოვა ზომაზე მეტი შთაბეჭდილება მაგ უნივერსიტეტმა ჩემზე…🙂

  3. >ეჰ გიგა, სამწუხაროდ ჩვენი უნივერსიტეტი გარდაიცვალა და არც ფენიქსი არ არის რომ ფერფლიდან აღსდგეს. ხომ ხედავ უკვე თსუ ქვია და არა უნივერისტეტი. არა და განუმეორებეილ იყო, სიტყვით აღუწერელი. R.I.P.

  4. >:)kargi posti iyonostalgia momezaleboda shabats isev universitetshi rom ar viyo wsasvleli :)chemtvisac universiteti mxolod ertiajer kidev bavshvobidan mxiblavda misi shenobamiuxedavad imisa rom jer ar vicodi ra iyo an is xalxi ras aketebda iq , mtkiced vicodi rom mec misi ert-erti shemadgeneli nawili unda gamxdariyavi:)

  5. >Nika, ჩვენი უნივერსიტეტი გარდაცვლილი მაშინაც იყო, ეხლა უბრალოდ მაკიაჟი გაუკეთეს, მაგრამ მაინც სუნი აუვიდა. ეგაა სულ.უბრალოდ ჩვენ მაინც გვიყვარს, ჩვენია და იმიტომ და სხვებს გვირჩევნია და გვიხარია მაინც რომ სხვებს ჯობია, არადა სინამდვილეში უბრალოდ სხვები ამაზე უარესია🙂

  6. >ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ერთია – თსუ.chemic :)sad ascavli da ras ascavli?

  7. >ხან რას და ხან რას, ხან სად და ხან სად – იურისპრუდენცია და ახალი მედია, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი…

  8. >მეც მიმაწერეთ თსუ-ელების რიგებში… მერე რა რო მაღლიველი ვარ? :gigi: P.S. გიგა, ერთხელ მაღლივშიც ამოგვიარე :gigi:

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s