>შუა საუკუნეები vs. ოცდამეერთე

>მაშ ასე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა?
(საქართველოს მაგალითზე)

ფოტოს ავტორი: თემურ დანელია

შუა საუკუნეებში ადამიანებს დევნიდნენ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ძირითადად ამას აკეთებდა ეკლესია და რა შედეგით მთავრდებოდა ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.

სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა საქართველოში – განსხვავებული აზრის გამო ხალხს დევნიან, ლანძღავენ და სცემენ. თუმცა ამას უკვე ეკლესია კი აღარ აკეთებს, არამედ სიბნელეში გადავარდნილი რელიგიური ფანატები.

შუა საუკუნეებში არსებობდა გელათის და იყალთოს აკადემია, სადაც ბერები და სამღვდელოება წიგნებს წერდნენ, ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ზოგადად, ამ აკადემიების მეშვეობით ხდებოდა განათლების ხარისხის ამაღლება.

დღეს არსებობს სასულიერო სემინარია, სადაც პრინციპში იგივეს ასწავლიან, თუმცა შედეგები სულ სხვაა – წვერგაუპარსავი ახალგაზრდობა ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიწოდებს, დავდგეთ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ვილოცოთ. თუ რას ნიშნავს ეს სადარაჯო, არ იციან. და ლოცვით რომ საქმეს არ ეშველება, ესეც არ იციან.

შუა საუკუნეებში დედამიწა ბრტყელი ეგონათ და კაცობრიობამ დინოზავრების შესახებ არაფერი იცოდა.

დღეს ვიცით, რომ დედამიწა ბრტყელი არაა, მაგრამ დინოზავრების საკითხი მაღელვებს – ეკლესიის ოფიციალური ვერსიით დედამიწა სულ რაღაც 5000 წლისაა. მაშ, არსებობდნენ დინოზავრები თუ არა?

იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი საზოგადოება მარაზმში გადავარდა და შუა საუკუნეებში მიილტვიან, ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
თუმცა, საპირისპირო მაგალითიც მინდა ვაჩვენო – შეადარეთ ფუნდამენტალისტური რელიგიური ქვეყნები და მაღალტექნოლოგიური განვითარებული საზოგადოებები. და მიხვდებით, რას ვგულისხმობ – მარტო ლოცვით საქმე არ კეთდება. თუ მაინცდამაინც გინდა, საქმის დაწყების წინ ილოცე. მაგრამ საქმე უნდა აკეთო – ნებისმიერი რამ, რაც შენს ქვეყანას და შენს საზოგადოებას კარგს მოუტანს.

ყველაზე მეტად მაცოფებს ასეთი ტიპის განცხადებები: ”ბიჭო, პივით სადღეგრძელოების დალევა რო შეიძლება, იცი? ხო, სიმონ, პატრიარქმა აკურთხა რა…”

რა პატრიარქმა? რა აკურთხა? ჯერ ერთი, რაში აინტერესებს და მეორეც, ვინ ეკითხება პატრიარქს ლუდს დალევ თუ ღვინოს?
ეკლესიური წესია სუფრაზე სადღეგრძელოების დალევა? – არა.
აბა რა შუაშია მაშინ კურთხევა?
საერთოდ, ეს ყურით მოთრეული რელიგიური თემატიკა როგორ აბანძებს და აჩლუნგებს საზოგადოებას…

Advertisements

29 thoughts on “>შუა საუკუნეები vs. ოცდამეერთე

  1. >შეიძლება იყო რელიგიური , მაგრამ არა ფანატი……რელიგიურობა და რელიგიაში შეტოპვა სხვადასხვა რამაა

  2. >მაგ სურათზე ვინც ეგ წარწერა გააკეთა კედელზე ის მართლმადიდებელია თუ ვინც გრამატიკულად ჩაუსწორა – სატანისტი…

  3. >ეგ რა მე იმაზე ვკაიფობ, მრევლი გოგონები რო არიან თინეიჯერები… გაპრანჭულები რო დადიან და მესიჯობენ წირვაზე 😀 ეჰ, ეს რა დროს დავიბადე რა 😦

  4. >ფანატიზმი ყოველი ფეხის ნაბიჟზეა და ვშიშობ იმას რომ ეს ფანატიზმი მალე ათეიზმში გადავა. დროს კი, რაც შეეხება,არამგონია სადმე ან ოდესმე იყოს სრულყოფილების დრო და საუკუნე, ჭეშმარიტების და სიმართლის პოვნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ ადამიანი ეძებს. და არც ეს ძიებაა ადვილი 🙂 ეს ჩემი აზრია 🙂

  5. >არ დაიღალეთ? ხო გავიგეთ რა რო პრადვინუტები ხართ ეს ათეისტები გავიგეთ გეყოფათ ეხლა შვილები რო გეყოლებათ იმათ არიგეთ ეგ ათეიზმი სხვის შვილებს თავი დაანებეთ

  6. >@Landish – ყველაზე მაგრა იცი რაზე ვკაიფობ? ხანდახან ვხედავ ხოლმე გოგოებს და ქალებს, ეკლესიაში რო შედიან და თავშალს რომ იფარებენ – ზოგს მარიხუანას ფოთლიანი ბენდენა რომ ახურავს, ზოგსაც ჩონჩხებიანი :)))აზრზე არ არიან ვაბშე, რატო შედიან, რატო იფარებენ და ეგ სიმბოლოები რას ნიშნავს :)))@karaganda – ათეისტი არ ვარ, მონათლული მართლმადიდებელი გახლავართ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ გაუგებარ ეკლესიურ წესებს მეც გაუგებრად მოვეკიდო და ბრმად დავემორჩილო.

  7. >nebismieri tipis fanatizmi damgupvelia. arada chven tavidan pexebamde fanatizmit vart moculi, riomelic tavistavad ukve isteriashi gadadis. da kidev, ratom spekuljantiobs yvela patriarkit da eklesiit ver gavige. ra sashinel qveyanashi vcxivrobt raa, arc 21-e saukunem gvishvela da arc araperma

  8. >Dv0rskyხოდა მაგდენი თუ იცი ისიც კარგად გეცოდინება რო არც იმის უფლება უნდა მისცე თავს რო სხვა განსაჯო თუ ეგ წესი ეხლა აღარ გაწყობს იმიტომ რომ შენ გინდა ? ყველამ თავის თავს მიხედოს და საკუთარ რწმენაში გაერკვეს ჯერ და მერე სხვის ჩვეულებებზე ისაუბროს თქვენ ხართ თუთბერიძეს აყოლილი ახალგაზრდები რომლებსაც გგონიათ რომ ცამდე მართლები ხართ იმის არ იყოს მეფისტოფელი რო ეუბნება ერთხელ მაინც თუ ყოფილხარ ცხოვრებაში ცამდე მართალიო ეგრე გებაზრებათ თქვენც ჩვენიძმა 😉

  9. >ნიკოლოზ, ნუ ღელავ. თუთბერიძე არაფერ შუაშია, მე ჩემი შეხედულებები მანამდეც მქონდა, და ამ ვიდეოებს და შავ პიარს არანაირად არ ვუკავშირდები, არც ვემხრობი.სხვებს იმიტომ განვსჯი, რომ მაღელვებს ამ ხალხის ბედი – შენც კარგად იცი, რომ ფუნდამენტალიზმი და რელიგიური ფანატიზმი კარგ საქმემდე არ მიგვიყვანს.მე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მომხრე ვარ, მინდა რომ ამ ქვეყანაშიც დაიძრას რაღაც-რაღაცეები, დაიწყოს პროგრესი… რელიგიური სიბნელე კი ყველაფერს აჩერებს.კიდევ ერთხელ განვმარტავ – არავის არ მოვუწოდებ, რელიგიას შეეშვით მეთქი. უბრალოდ, ჯანსაღად შეხედეთ მეთქი.

  10. >საქმე არ არის ამაში საქმე იმაშია რო შენ ძალაუნებურად ხალ აყოლილი თუთბერიძეებს და პირდაპირ მათ წისქვილზე ასხავ წყალს. ის არ გამიკვირდება რომ უამრავი ბლოგერი ათეისტია და მხოლოდ იმის გამო ქადაგებს ამ ყველაფერს რომ სძულს ქრისტიანული ყველაფერი და სურს რომ მის მხარეზე გადაიყვანოს ხალხი ნებისმიერი საფასურის სანაცვლოდ და უმარავი იმიტომაც წერს ესეთ შეურაწმყოფელ პოსტებს რომ თავი წარმოაჩინონ და მეტი არაფერი ვის ხალხი რა ხალხი ადარდებს ეგ დააჯერეთ თუთბერიძეს იქ რო მიხვალთ და პარტიაში გაერთიანდებით მე ნუ მაბოლებთ გეთაყვა. პროსტა ის მიტყდება რო ატეისტების იდეოლოგიას ხარ აყოლილი ახალგაზრდა რისტიანი კაცი და ვიღაც დოგმატურ ხალხს ხარ აყოლილი რომლებიც თვლიან რომ ადამიანის სიკვდილის მერე არაფერი ყველაფერი მთავრდება და რომ სიყვარული მხოლოდ ტვინის რეაქციია და მეტი არაფერი და ის მარტო ყლიდან და მუტლიდან მოდის აი ეგეთ ხალხს ხარ აყოლილი ხალხს რომლების მძღნერში თავს ჩაყოფენ ლიჟბი მიზანს მიახწიონ უპრინციპო და ყველა მორწმუნეზე დაბოღმილ ხალხს დედა ბოზებით და მამალოთებით მე არ ვარ ფანატიზმის მომხრე მაგრამ კარგად ვიცი რა მზაკვრული გეგმის ნაწილიც არის ყველაფერი და ისიც კარგად ვიცი რო აქ არაფერ შუაშია არც ის ორი ბავშვი და პატრიარქზე გაკეთებული ვიდეოც რო ტყულად და ბავშვური თამაში არ იყო. პროსტა დასანანია რომ დამქაშები გამოუჩნდნენ ბლოგერების სახით და კომენტარებში ასეთ პოსტებზე ბრაო ბრაოს გაკივიან

  11. >ნიკოლოზ, ახალგაზრდა კი არა, შენზე უფროსი ვარ, და არასდროს ვყოფილვარ ვინმეს აყოლილი, არც ეხლა არ ვიკადრებ აყოლას.მერე გთხოვ, ასეთ უწმაწურ სიტყვებს ნუ ხმარობ – ჩვენ დისკუსია სხვა ფორმატში მიგვყავს და ჩხუბს ხომ არ ვაპირებთ?შენ თვითონ მოწრმუნე ხარ? მოძღვარი გყავს? ბოლოს როდის თქვი აღსარება, და ბოლოს როდის ეზიარე?

  12. >ხო, რაც შეეხება ვიღაც დოგმატურ ხალხს რომ ახსენებ – დოგმატურად სწორედ მორწმუნეები აზროვნებენ 🙂

  13. >ამერიკა კი არ გვიტევს, ჩვენ თვითონ ვეტენებით – მთელი ეს ნატოში შესვლები და რამე მაგას ემსახურება. ამ დროს სულ სხვა ხაზის გატარება შეიძლება.მორწმუნეობაზე კი იმიტომ გკითხე, რომ მაინტერესებს, შენ თვითონ რამდენად ხარ ჩახედული იმ საკითხებში, რაზეც წერ. გეთანხმები, რომ მართლა დიდი ნაწილი არაფერს კითხულობს და უბრალოდ დადის. დადის ბრმად და ყრუდ. ანუ ტყუილად დადის. ამ დროს მაგრა მეცინება ხოლმე, როცა ჩემი მეგობრის მეზობელს ვუყურებ – ყოველ 6 თვეში ერთხელ ბინა უნდა აკურთხოო, და კარებზე უკვე 7 ნიშანი რომ აქვს მიკრული. ვინ გითხრა მეთქი რომ ყოველ ექვს თვეში უნდა? სად წერია? რატო უნდა, მადლი გასდის 6 თვეში კურთხევას თუ რაშია საქმე? სამწუხაროდ, უბრალოდ გაბრაზდა და არაფერი თქვენ არ იცითო. კაკ რაზ მე ვიცი, რომ ერთხელ კურთხევაც საკმარისია, და მაგან კიდე თავისი უცოდინრობით და სიბეცით ვიღაცას ნახევარ წელიწადში ერთხელ 100-100 ლარი უნდა აძლიოს, თან სულ ტყუილ-უბრალოდ.მეორე საკითხია, სიკეთისკენ ნაბიჯს როცა ახსენებ. კარგია, რომ დადიან ეკლესიაში. მაგრამ არსებობს ასევე არანაკლებ კეთილი ხალხი, ვინც არ დადის ეკლესიაში. ამით არც ერთი მხარეა უკეთესი, არც მეორე. უბრალოდ, ერთმანეთი არ უნდა დაჭამონ. ათეიზმი სულ სხვა რამეა და ჩვენს შემთხვევაში არაფერ შუაშია – ათეისტები საერთოდ არ აღიარებენ ღმერთის არსებობას. არანაირ ღმერთს არ აღიარებენ.ჩემი პირადი დამოკიდებულება თუ გაინტერესებს: ღმერთის მწამს და მჯერა კიდეც, მაგრამ აი ეკლესიის და მათი მოგონილი წესების… ნაღდად არა.

  14. >კი, გეთანხმები. არც ის გავს კარგი ადამიანის საქციელს, მმკ რასაც აკეთებს.ასე რომ, მორწმუნე არის თუ არა, ამით არ იზომება ადამიანის ავ-კარგიანობა.სხვა რამით იზომება. აი ეგ სხვა რამე კი ძალიან ცოტამ იცის.

  15. >მგონი აქაც (ავტორის და უნებურად) და თუთბერიძესთანაც რაღაც ექსპერიმენტს ქონდა ადგილი; ვგრძნობ, რომ ვიღაც ცდილობს მოგვსინჯოს – რა რექცია ექნება საზოგადოებას ამ შემთხვევაში (თუ ასე გვიბწკენენ); მერე ალბათ მოგვსინჯავენ მეორენაირად, მერე კიდევ მესამენაირდა . . .იმიტომ ვგრძნობ, რომ ეს საკმაოდ რელევანტური და ტაბუირებული თემაა, – საზოგადოებისთვის კი შესაბამისად მტკივნეული და მწარე.

  16. >ამ ყველაფრის წაკითხვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცნება დისკუსია აქ არასწორად ესმით. მე არ ვიცი ვინაა karaganda, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ გამაოცა. მართალი გითხრათ ვერ გავარკვიე, მორწმუნეა, ფარისეველი (თუ მორწმუნეა მიხვდება ფარისევლის მნიშვნელობას), ჯვაროსანი თუ უბრალოდ უზრდელი, რომელიც თავს უფლებას აძლევს რაც ენაზე მოადგება ყველაფერი კომენტარში გადმოიტანოს. რელიგია არ მოუწოდებს არავის აგრესიისკენ. ეს ერთი. ფანატიზმი არ ნიშნავს რელიგიურობას. ეს მეორე. სიბნელე სულაც არაა რელიგიურობის სიმბოლო. ეს მესამე. ცილისწამება ცოდვაა (თუ რელიგიასთან ოდნავ მაინც აქვს ადამიანს შეხება, ეცოდინება ეს). რელიგია ეხმარებოდა ადამიანებს გონების, ინტელექტის და საერთოდ მსოფლმხედველობის განვითარებაში. ამიტომ, ნუ შეურაცხყოფთ რელიგიას და ნუ აქცევთ მას თქვენი აგრესიის გარანტად. რაც შეეხება თეა თუთბერიძეს, მე საერთოდ ვერ ვხვდები რატომ გახდა ამ ერთი უინტელექტო გოგოს უაზრო, სულელური ქმედება საყოველთაო განსჯის საგანი. უფრო პოპულარული რომ გამხდარიყო? ჩემი აზრით ყველაზე დიდი სასჯელი ამ გოგოსთვის სრული იგნორირება იქნებოდა. მან ხომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ ეს აურზაური გამოეწვია? რაც შეეხება დვორსკის, მან თავისი აზრი გამოთქვა, რომელიც არ გაცდენია კორექტულობის ჩარჩოებს. არა მგონია სათანადოდ მორწმუნე ადამიანი ასე აყენებდეს შეურაცხყოფას რელიგიას, როგორც ამას ე.წ. karaganda აკეთებს. და ისე, როცა დისკუსიაში ერთვები, სწორად წერაც მნიშვნელოვანია. სიტყვების სწორად წარმოთქმას ვგულისხმობ 🙂

  17. >kaloმოიცა და ეხლა შენ რასაც წერ ფიქრობ რო მე გულზე მეხატება და როგორც აგჰრესიას ჩემს მიმართ არ აღვიქვავ ნუ მასწავლით რა ერთი რა უნდა დავწერო და რა არა ყველამ საკუთარი სათქმელი თქვას რამის თქმა თუ უნდა მე ნუ მეხებით რა გენაცვალე შენ ვინახარ არც მე არვიზი ფარისეველიც ხარ და ეშმაკის მაშხალაც რასაც მინდა იმას ვამბობ შენ რა კუჭი გეწვის ერთი გამაგებინე თუ იმის დამტკიცება გინდა "ზრდილობიანი ტონით" რო ინტელექტუალი ბრძანდებით თქვენი ზრდილობიანი ტომნი ჩემთვის შეურაწმყოფელია მე თუ ვიღაცაზე ვფიქრობ ცუდს პირდაპირ ვამბობ ყოველგვარი ინტელექტუალურ სარკაზმჩათლახობების გარეშე უკაცრავად ყველა თქვენნაირი რო არაა თქვენ თუ თვლით თავს მორწმუნედ თქვენი საქმეა მაგრამ მე ვერ ვთვლი ვინაიდან არ ვიცავ 10 მცნებას და ყოველდღე ვარღვევ ასე რომ მაგხელა ამბიცია არ მაქვს თავს მორწმუნე ვუწოდო და სწორედ თქვენსავით ვიფარისევლო

  18. >ყველას გონია რომ მართალია – ერთ მხარესაც და მეორესაც. ეგ სწორიცაა, და სინამდვილეში ვინაა მართალი, დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება.თუ არ ხარ მორწმუნე, მაშინ რაღამ გაგაბრაზა?

  19. >urtiertgamomricxavi sityieri salati :-):-) zaan sasaciloa 🙂 mnishvneloba aqvs ise, ra formit edavebi adamians. ginebas da korektulad natkvams shoris arada ramxela gansxvavebaa. yovlismcodne aravin araa maqveynad. ubralod yvela tavis azrs gamotkvams. zogi uketesad, zogi uaresad. zogi upro axlosaa simartlestan, zogi naklebad. zogi ki saertod marcxniv miichkaris da tan ilanzgeba. nichivo sebe :-):-)

  20. >:-):-):-):-) veraperi ver gavige ra unda varskvlav bichunas, igive karagandas :-):-) vis chven gvgonia egec ver gavige, romeli dajgupebis cevri vgonivar neta? me mivdivar marjvniv tko eg ar mitkvams varskvlav. shen gadacyvite. gmadlob, rom fiqrob, rom marjvniv mivdivar :-):-):-) ise, shen ra ici me marjvniv-shi ras vgulisxmob da marcxniv-shi ras? :-):-)an es chinelebi ra shuashi arian…. :-):-):-):-):-)

  21. >giga zeda postebic wamishale kacurad ra ar minda ro vigacis sadiskusio gaxdes chemi sityvebi da fridas msgavsad axla bichi shemomekamatos vinme mamikos fulebit oqsordamtavrebuli sakutari ze azrebit da mere shemomeginos 😉 isic sakmarisia ro cxel gulze saertod avyevi am diskusias. gamgebi gaigebs ratomac minda washla. madloba

  22. >"…რომ სიყვარული მხოლოდ ტვინის რეაქციია და მეტი არაფერი და ის მარტო ყლიდან და მუტლიდან მოდის აი ეგეთ ხალხს ხარ აყოლილი ხალხს რომლების მძღნერში თავს ჩაყოფენ ლიჟბი მიზანს მიახწიონ უპრინციპო და ყველა მორწმუნეზე დაბოღმილ ხალხს დედა ბოზებით და მამალოთებით"აი ეს კაცი გამაცანით, რაააა! :))))) ჩვენ ვეძებთ ასეთ დახვეწილ ადამიანებს და ეს გადაარჩენს ენას, მამულს და სარწმუნოებას! ასეთები უნდა იდგნენ ჩვენი სამი სალოცავის სადარაჯოზე და მაშინ გაბრწყინდება ივერია, მჯერა, ღრმად მწამს ამის! :))))კიდევ მაინტერესებს, ამისი დაწერილია ის წარწერა, ფოტოზე რომ არის? ამან დაწერა და სავარაუდოდ dv0rskyმ ჩაუსწორა წითელი პასტით. :))კიდევ ის მაინტერესებს, რით ვერ ამოიწურა ეს თემა? გადაღეჭილი კი არა გადაცოხნილია მგონი უკვე. :)სამწუხაროდ გიგამ ვერ მოასწრო თქვენი მარგალიტების წაშლა, ასე რომ ფართო საზოგადოებამ უკვე იხილა და სადისკუსიოც გახდა ;)თუ წაშლიან, ჩემს კომენტარში მაინც იქნება უკვდავყოფილი 😛 dv0rsky, ნუ წაშლი ჩემს კომენტარს :)მამიკოს ფულების გარეშე არაოქსფორდამთავრებული არა ბიჭი 😉

  23. >არაფერს არ ვშლი კაცო :)ნიკოლოზ, არ გეწყინოს – ეს რომ წავშალო, სხვებიც უნდა მივაყოლო, მერე პოსტებზეც მეტყვიან წაშალეო, მერე ბლოგსაც წამაშლევინებენ და… :))))ერთ მეზობელ ბლოგერს მაგრად დააყარეს კომენტების წაშლაზე, მოვერიდები მეც კონფლიქტს

  24. >არაფერი არ მწყინს და არც ის მიტყდება ჩემი კომენტარები რო იხილეს არც საიტყვების უკან აღებას ვაპირებ და ისიც ზუსტად ვიცი რასაც ვსაუბრობ.იმიტომ გთხოვე რო ვიცი რამდენი რა ხალხიც არის ფორუმელების 99% პოლიტიკაში მპოსტველი საზოგადოება და ისიც ვიცი როგორი მიდგომებითაც მოძღვრავენ. სწორედ ამიტომაც ავღნიშნავ რო გამგები გაიგებს. ისიც კარგად ვიცი რო ტექსტში ყურადღება ჩემს უცენზურო სიტყვებზე გაამახვილა იმ გოგომ მაგრამ აზრი ზუსტად ჩამოვაყალიბე თუმდაც ის უცენზურო სიტყვებით იყოს დაწერილი. ზუსტად ვიცი რომ თეა თუთბერიძე თუ რა რაგვარიცაა ვინ არის რა ორგანიზაციასაც ემსახურებოდა და საიდანაც ჩამოყალიბდა ეგ ქვეყნის გადამრჩენელი გაერთიანება და ისიც ზუსტად ვიცი რომ ნებისმიერ რამეზე და ნებისმიერ გარიგებაზე წამსვლელები არიან ლიჟბი საკუთარი მიზანი განახორციელონ. ასე რომ რამე ახალი არ მითქვამს. ნეტავ ვცდებოდე დაე ეგრე იყოს. აგერ მე და აგერ თქვენ როგორც იტყვიან поживем увидем…

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.