>ქართული ფილმი = ქართულ ფეხბურთს

>

ბოლო დროს ქართული კინოს აღორძინებაზეა საუბარი – იღებენ ახალ-ახალ ფილმებს, რომლებიც ალაგ-ალაგ რაღაც-რაღაცეებსაც იგებენ კიდევაც.

ამ ახალი ფილმებიდან მხოლოდ ”გასეირნება ყარაბაღში” და ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” მაქვს ნანახი.

ფილმები ”ყარაბაღი 2 – კონფლიქტის ზონა”, ”სუბორდინაცია” და სხვა მრავალი რატომღაც აღარ მომინდა რომ მენახა (თუმცა, ”ცამეტზე” ამბობენ, რომ კარგი ფილმიაო. ეგეც იმიტომ რომ არა ქართული, არამედ ფრანგულია).

წლევანდელ დიდ პრემიერებზე კი არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გთავაზობთ გაეცნოთ შემდეგ რეცენზიებს:

ნიკო ნერგაძე ფილმზე ”ყველაფერი კარგად იქნება

ციტატა: ფილმის ბოლოსკენ თვალში ფანქრის გათხრა გინდება. ცოტა მაინც რომ გაერთო.

გიორგი ჯიბლაძე ფილმზე ”თბილისური love story

ციტატა: ფეხმძიმედ, აფექტი, გააჯვიო, ჯადო, ახვარი, წამალი, ტირის, მორჩა.

Advertisements

14 thoughts on “>ქართული ფილმი = ქართულ ფეხბურთს

  1. >"გაღმა ნაპირი" – ღირს ნახვა :)"ცამეტი" – ღირს ნახვა. საკმაოდ მძიმეა სხვათა შორის.ხო კიდევ, ცამეტზე გამახსენდა და Since Otar left ნახე აუცილებლად, allmovies.ge-ზე დევს. ქართველები ასრულებენ, ჩვენზეა, ოღონდ უცხოელის გადაღებულია.

  2. >საერთოდ ფილმების ყურებით დიდად თავს არ ვიკლავ, თან მითუმეტეს ქართულით..მარა ზემოთხსნებულიდან მხოლოდ 1 მაქვს ნანახი, მემგონი ყველამ იცის რაც 😀 ხოდა მაგის მერე სხვის ნახვას არც ვაპირებ.. : ) ნამდვილად არ მინდა ჩემი ცხოვრების ორიოდე საათი მაგ უაზორბებზე ვხარჯო

  3. >ცამეტი შესანიშნავი ტრილერია, და არა მართო ქართული მერკებით არამედ არტ-ხაუსისაც კი. ერთ-ერთი ყველაზე კარგი კლასიკური ტიპის ტრილერია რაც კი მინახავს… და ქართულია, ოღონდ ისე რა. მოკლედ ეტყობა რომ გადაღებულია მარტო იმიტომ რომ ფილმის გადაღების პროცესი ყველა მის მონაწილეს სიამოვნებს და მოსწონს და არა იმიტომ რომ "ნახე ჩემი ბოლო ფილმი?! პრემიერაზე სააკაშვილი მოვიდა დაჟე". "მემკვიდრეობაც" იგივე ხალხის გადაღებულია (გელა რეჟისორი, გიორგი მთავარ როლებში) და საკმაოდ კარგი ფილმია, თუმცა 13-ს ვერ შეედრება მგონი, თუმცა ერთხელ ნახვა ღირს – _კარგი_ ფილმია.რაც ყველაზე ძალიან გიყვარსაც არაუშავს – ცუდს ვერ ვიტყვი ვერაფერს, დაჟე რაღაც პონტში "სლიოგკიმ პარომ"-ის ქართული ალტერნატივა გამოგვიჩნდა. გასეირნება ყარაბაღში პირველი მცდელობა იყო თანამედროვე "ფაქტურის" ფილმის გადაღების საქართველოში. ფაქტურამსგაამართლა, თვითონ ფილმი ძალიან მარტივია, დიდი არაფერი მოკლედ.ყველაფერი კარგად იქნებ-ის ნახვა არ მინდა, მომწონს ავთოს სპექტაკლები და რატომღაც გული მიგძნობს ფილმი ნაგავი იქნება.

  4. >ყველაზე ნაკლებად ქართული ფილმების ნახვა მიზიდავს, მაგრამ katiee-ს ვეთანხმები მთლიანად, "ცამეტი" და "since otar left" შედარებით კარგი ფილმებია

  5. >ჰო "მემკვიდრეობა" ცამეტთან სიუჟეტის გლობალურობით ვერ მივა ახლოს, თუმცა ერთხელ ნახვად ღირს, გაიცინებ, დაღონდები, გამწარდები. ემოციებს მაინც იწვევს 🙂 თან, თუ იცი რომ მთავარ როლს ერთ დროს ძველი ბიჭი და თავზეხელაღებული ადამიანი ასრულებს, უფრო აღფრთოვანებული უყურებ ფილმს და ასწორებს 😉

  6. >რაღაც ძაან მოდური ტონი გახდა ქართულ კინოზე ცუდის თქმა და ჩაუხედავი ხალხის მიერ "რეცენზიების" წერა!რაც ძალიან ცუდია…

  7. >@madein – ჩაუხედავში შენ გულისხმობ არა-სპეციალისტებს. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ პროფესიული კუთხით არ ვაკრიტიკებთ, არამედ მაყურებლები ვართ და არ მოგვწონს, რა ვქნათ?

  8. >"გაღმა ნაპირის" ნახვა მინდა. სხვა ფილმების ნახვა რაღაც არ მომდომებია ჰო, ადრე "თბილისი, თბილისი" ვნახე. ისე რა იყო…

  9. >ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის ქართული კინო. ჯერ იყო და 90-იანი წლები ამოიჩემეს, ეხლა ნარკომანია. გასაგებია, რომ კინოში გარკვეულწილად აისახება ხოლმე ქვეყნის პრობლემები, მაგრამ ასე? ასე უნიჭოდ? გაღმა ნაპირი არ მინახავს და კიდევ, მაინც იმედი მაქვს იქნებ ეს მაინც გავდეს რამეს.lovestory-ზე არაფერს არ ვიტყვი, ისეთი შეურაცხყოფილი ვარ. უაზრობის აპოგეა. რისი თქმა უნდოდათ ნეტა თვითონ მაინც თუ იციან?

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.