>ბაგრატის ტაძარი

>http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649

ესაო, ისაო…

ანგრევენო. აშენებენო. არესტავრირებენო. საშინელებას სჩადიანო. კარგად აკეთებენო…

რას გაიგებ?
ეს კაცი, რა ქვია, ღიმილის ბიჭი ყოფილა (არა, პროექტის ავტორი არა) შპს ”რაღაც კარები გააღე გასაღები მოარგე საქართველოს” დირექტორი.
ხოდა, რა უგემოვნო მაჩვიცაა, ყველამ კარგად იცის – გაიხსენეთ მისი წინასაარჩევნო კლიპი, ”ღიმილის ბიჭების” ფონზე იდუმალებით მოცული ღიმილით რო გვიყურებდა და თავისთვის რაღაცეებს ფიქრობდა.

ხოდა, დავუბრუნდეთ პროექტს, რომელიც ასე გამოიყურება:

ფასადი
ინტერიერი

გუმბათი

მოკლედ, დღევანდელი საქართველო სამ ნაწილად გაიყო:
პირველები ამბობენ, რომ ტაძარს უნდა გამაგრება და არანაირი რეკონსტრუქცია,
მეორეები თვლიან, რომ რესტავრაცია/რეკონსტრუქცია უნდა და თანაც ისე, როგორც საეკლესიო ხუროთმოძღვრება მოითხოვს (წინააღმდეგ შემთხვევაში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან წაშლიანო), ასევე მოქმედი ეკლესია უნდათ, მარხვით, ლოცვით და სიგარეტის მოსაწევად გალავნის იქით გასვლებით,
მესამეებს კი მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი სულაც არაა მკრეხელობა და თვლიან, რომ შუშის და ლითონის კონსტრუქციები არაფერს არ დააშავებს, არამედ ტაძარს სანახაობრივად უფრო საინტერესოს გახდის, ასევე ტურიზმისათვის მიმზიდველს.

ჩემი აზრით, სულაც არაა საჭირო, მოქმედ ეკლესიად აღდგეს ეს ტაძარი – თუმცა, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ფორუმებზე და ბლოგებზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ისტერიკას – ვაიმე, ბეტონს ასხამენ, უიმე, ადუღებენ (ასვარკებენ) და მისთანებს…
მათ შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა – უკეთესი პროექტი შექმენით, უკეთესი მასალებით გააკეთეთ, უკეთესი ხელოსნები/ხელოვანები/ხუროთმოძღვრები/არქიტექტორები მოიყვანეთ და მერე…

ახლა კი ლირიკა პოლიტიკურ თემაზე:
საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი კეთდება დაუფიქრებლად, დაუგეგმავად და ნაჩქარევად. ამ ყველაფერზე ბევრი ფულის დაზოგვა არის ხოლმე განზრახული, მაგრამ ამავე დროს, ბევრი ფულის მოტეხვაც ხდება.
მერე, მოგვიანებით გამოჩნდება ხოლმე, რომ პროექტმა არ გაამართლა (შადრევანი გმირთა მოედანზე, ქვაფენილი პეროვსკაიაზე, ამირანი, რომელსაც რატომღაც პრომეთე ერქვა და სხვა) და ხდება ამ ყველაფრის გადაკეთება, გაუქმება და მიჩუმათება.
ამ ათასნაირ მაქინაციას კი სინამდვილეში ორმაგი ხარჯი მოყვება – გაუმართლებელი და უაზრო.

არადა, ნორმალურ ქვეყნებში რა კარგად აკეთებენ ყველაფერს…
ყველა საქმეს თავისი სპეციალისტი აკეთებს, გამოცდილი და ნასწავლი. ნებისმიერი საქმის წინ ხდება დეტალური დაგეგმვა, გაწერა, აწონ-დაწონვა, დათვლა…
საზოგადოებასთან შეთანხმების შემდეგ კი იწყება პროექტის განხორციელება და საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილია.

აგერ ნახეთ, რითი დამთავრდება ბაგრატის ეს ამბავი, და კიდე მეორე გრანდიოზული – ესტაკადა ვერა-რეჩკის ხეობაში…

23 thoughts on “>ბაგრატის ტაძარი

  1. >ალბათ საპატრიარქომ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა. ვერა-რეჩკას ესტაკადაზე გამახსენდა, ნეტა მართალია, რომ ნ. დუმბაძის გადასვენება იმავე ადგილზე რაღაც სახლის მშენებლობას უკავშირდება? მისი შვილი ისე ბედნიერი ჩანდა იმ დღეს, ეტყობა მართლაც შედგა გარიგება (კომპენსაციის სახით ერთი ბინა, ერთი სართული ან კიდევ სხვა).

  2. >მეც მგონია რომ მშენებლობის გამო მოხდა გადასვენება.საერთოდ საინტერესოა, ოფიციალურად, იურიდიულად ვის მფლობელობაშია ბაგრატის ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია…

  3. >გიგა, როგორც სახ. და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ტექსტიდან მახსოვს, ეკლესიები და მიმდებარე ტერიტორიები + უამრავი მიწები, მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში გადადიოდა.თუმცა კონკრეტულად ბაგრატზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მოქმედი ტაძარი არაა და როგორც კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება სხვაგვარ რეჟიმში იყოს.ნებისმიერ შემთხვევაში, ნაჩქარევად გაკეთებული რომ არაფერი ვარგა ფაქტია და უამრავი მაგალითი გვაქვს ამის.ფულის ორმაგად დახარჯვას რაც შეეხება გიგა, ორმაგი ხარჯი მოტეხვის ორმაგი შანსიცაა, თუ იკადრებ😉 ასე რომ…

  4. >რეკონსტრუქცია მინებით მოპირკეთებას არ ნიშნავს.საშინელებაა ეს, როცა ვფიქრობ.არაა შუაში სიგარეტის მოსაწევად ეკლესიის გარეთ გასვლები, ეს ისტორია და ხუშტურების გამო არ უნდა დაინგრეს. იმ შედეგისკენ მივდივართ, კომუნისტებმა უნიკალური მოხატულობა რომ შეაბათქაშეს.იგივეა, აიღო რომელიმე ცნობილი მხატვრის ნამუშევარი და მიატყიპო რამე, იმიტომ რომ უფრო "მაგარი" ფერების მიღება შეიგიძლია.ამაზე ხმა საპატრიარქომ კი არა, პირველ რიგში, თუ შემოგვრჩნენ კიდევ, ხელოვანებმა უნდა ამოიღონ.დუმბაძეს რაც შეეხება, მეც გარიგება მგონია და ცუდია პატრიარქი რომ გახდა "მაკლერი", შეიძლება გაუცნობიერებლადაც.

  5. >ჰმ. რეკონსტრუქცია კაკ რაზ მინებით მოპირკეთებას ნიშნავს.აი რესტავრაცია არ ნიშნავს მინებით მოპირკეთებას.უნდა გადაწყდეს, რა ურჩევნია ქართულ საზოგადოებას – აღდგენილი და მოქმედი ტაძარი ჰქონდეს, თუ თანამედროვე ტურისტული სანახაობისთვის უფრო უკეთესად განკუთვნილი ძეგლი…

  6. >სიტყვა ამერია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არა. მგონი ჩანს, რისი თქმაც მსურდა."თანამედროვე ტურისტული სანახაობისთვის უფრო უკეთესად განკუთვნილი ძეგლი" – ამას ვერასდროს გავიგებ, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება.მაჩუ პიკჩუ არავის მოუპირკეთებია მინებით, მაგრამ არ აკლია ტურისტები.

  7. >მართალი ხარ.მაგრამ მაჩუ პიკჩუ ხომ ვერც აშენდება თავიდან.და ამას აშენებენ…

  8. >ვერც ამას ააშენებენ.ანუ, ასლს კი, მაგრამ…ავიღოთ მაგალითად სულაკაურის გამოცემული პრიალა წიგნი და ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი. ორივე წიგნია, ორივე დაიბეჭდა, მაგრამ ღირებულება/მნიშვნელობა სხვადასხვა აქვთ.

  9. >eseigi ver gavige raaa, რატომ აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ. გინდაც ავიღოთ კოლიზეუმი. დავიჯერო გაუჭირდებოდათ მისის ”დაშენება” მაგრამ არ შეიზლება, მაშ რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ბაგრატის ტაძარზე ? არ ვიცი რატომ არ შეძებოდა მთელი შენობის შუშის ქვეშ მოქცევა, დავიჯერო ასეთი რამ არ გაკეთებულა?

  10. >პაიჭ, რაც დადე შენ ეს რენდერები თუ მართლა პროექტის არის, მაშინ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქ საქმე უკვე! დაჟე დაჯერებაც არ მინდა..ჰმმ საშინელებაა რას გავს ეს, ტრიდეში ერთი თვე ნამუშევარი 15 წლის ბავშვის ფანტაზიის ნაყოფს გავს!!!(ისეე მაქ ეჭვი "ერთზე" ხელწერა მისია;))ხო და კიდე ტურისტებს თუ დააინტერესებს მხოლოდ სიძველე და ისტორია ამ ტაძრის , შუშებით და მსუბუქი კონსტრუქციებით ჩვენ ვართ გაკვირვებულები თორე არავის არ აინტერესებს და არ აკვირვებს რა…

  11. >xo, mec mainteresebs, es renderebi gadaobaa tu martla amas apireben?me TV shi rasac vukureb, megona rom nangrevebs, anu dgemde shemorchenil nangrevebs uketeben konservacias betonis konstrukciis meshveobit. es ra ubedurebaa??? oranjereaa? da saertod, vin miscat amdenis ufleba ver gavige? aramgonia da ar minda davijero ro rac shen gidevs, es MOMA-s eksponati sinadvileshi rekonstrukciis proektia.

  12. >"მეც გარიგება მგონია და ცუდია პატრიარქი რომ გახდა "მაკლერი", შეიძლება გაუცნობიერებლადაც." …და მე ! დამიჯერებ, რომ შკაფში ვზივარ და ტრამვაის ველოდები?

  13. >ხახააა🙂 პატრიარქი – მაკლერი :)მგონი მთლად ეგრე არაა საქმე.თუმცა, პატრიარქი (თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე) ყოველ საკითხში ცდილობს, დაინახოს უფრო კარგი და უფრო ცუდი მხარეები, და ყოველთვის ცდილობს, დათმობითა და ”შორი გზით” მიაღწიოს უფრო მეტს (მეტ სიკეთეს)პატრიარქისაგან რადიკალურობას რატომღაც არ მოველით. არც არის რადიკალური და მომთხოვნი – თვით ეკლესიისაგან განსხვავებით🙂

  14. >გაიხარე, როგორც შენ მე დღეს გამახარე.მართლა ასე შენდება? შუშებით?რამდენჯერაც ბაგრატში შევედი იმდენჯერ ეს სურვილი გამიჩნდა, სურვილი კი არა, თითქმის ოცნება, რა იქნება საქართველო იმდენად განვითარდეს, რომ ბაგრატის ჩამონგრეული ნაწილი შუშით აღადგინოს მეთქი. დარწმუნებული იყავი ძალიან მაგარი იქნება.სურათზე ვიტრაჟი ძალიან ჭყატალა ფერებში ჩანს, იმედია რეალში ასეთი არ იქნება. ჩემი ერთადერთი შენიშვნა ესაა, სულაც არ არის საჭირო ფერები და ფრასკები.სხვა მხრივ მომწონს.

  15. >ზომიერად დაბალანსებული და ობიექტური შეფასებაა სიტუაციის :)მომდევნო პოსტი იმაზე თუ იქნება რატომ კეთდება საზღვარგარეთ ყველაფერი ასე სწორად და ჩვენთან ორმაგად უფრო გამიხარდება…საზოგადოება რომ ჩუმად არის იმის ბრალი ხომ არაა? არავინ რომ არ თხოვს ამ ხალხს პასუხს და ყველა რომ ატარებს…საქართველოში ხალხს იმის შეგრძნება არააქვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სხვა არაფერია თუ არა მათი ფული…როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?

  16. >ძალიან მიხარია ასეთი გულანთებულები რომ მსჯელობთ ბაგრატზე, მაგრამ აქვე დაგამშვიდებთ,რომ არც სილვიო, არც "შუშები" და საერთოდ ეს აჟიოტაჟი სიმართლეს არ ეფუძნება…ყველაფერი ერთმანეთში აირია და ის ავადსახსენებელი ეროვნული მოძრაობა გამახსენდა,როცა მღვრიე წყალში ყველა თავისი თევზის დაჭერას ცდილობდა და სინამდვილეში რა ღლავიც დავიჭირეთ სახეზეა…p.s. მოვუსმინოთ მხოლოდ კომპეტენტურ ხალხს….იმედია ოდესმე მაინც გვეყოფა გონიერება-თუნდაც ერთი საკითხის გადაწყვეტაში…

  17. >გიგა, შენ ხო არ იცი რა ბედი ეწია? რა დასკვნა დაიდო? როგორც ყოველთვის, ატყდა ამბავი და მერე ?

  18. >მერე არც არაფერი – დიდი ამბავი არც ატეხილა საერთოდ. ყველას ფეხზე კიდია.

  19. >იუნესკოს ხალხი ყველა ვარიანტში დადებდა რაიმე დასკვნას. ეგენი ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა ჩამოსულიყვნენ.ერთი ქუთაისლებს მაინც უნდა ვკითხო, რა ხდება. აპაჩიეს ეცოდინება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s