>რა შეგვიძლია ქართველებს?

>

მუზა მოვიდა ღამის ორ საათზე 🙂


მაშ, რა შეგვიძლია ქართველებს?

ფეხბურთის თამაში – არ შეგვიძლია. არც არასდროს შეგვეძლო. ერთხელ მოგებული არ ნიშნავს, რომ საფეხბურთო ერი ვართ.
საბჭოთა კავშირში სულ ვიგებდით, მართალია, მაგრამ მათ ხომ სხვა ყველაფერშიც ვჯობდით? სმაში ვჯობდით, ქალების შეცდენაში (რომლებიც ისედაც იძლეოდნენ), მოპარვაში ვჯობდით, სიზარმაცეშიც და ლოზუნგების ტყორცნაშიც კი.
ახლაც ვჯობირვართ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს – ახალ-მოდურ პირჯვარის წერაში და მეზობლების ლანძღვაში ვჯობივართ.

კიდევ რა შეგვიძლია?

რაგბის, კალათბურთის თამაში – შეგვიძლია.
სრიალი შეგვიძლია, მაგრამ მოგება – არა.
სროლა შეგვიძლია, მაგრამ მიზანში გარტყმა? არა…
ჭადრაკის თამაში – კი, შეგვიძლია. ჭიდაობაც.

სიმღერა შეგვიძლია, მაგრამ კლიპების გადაღება – არა.
ცეკვა შეგვიძლია, მაგრამ რითმის და ტემპის დაჭერა – არა (ბოლოს როდის იყავით ფეხარეული სუხიშვილების კონცერტზე?)
თამაში შეგვიძლია, მაგრამ კინო და თეატრი – აღარ.
თამაში იმიტომ შეგვიძლია, რომ მოტყუება შეგვიძლია. თავის მოჩვენება ჩვენი მოგონილია.
მაგრამ საქმის გაკეთება – არ შეგვიძლია.

ხვნა-თესვა – შეგვიძლია, მაგრამ მოსავლის მოკრეფა – არა.
(რომც მოიმკა, ვის რად უნდა როო?)

ჩხუბი შეგვიძლია, მაგრამ ამით რამის მოგება – არა. ბოლოს მაინც შეგარიგებენ და გულნაწყენი რჩები.
მანქანის ტარება შეგვიძლია, მაგრამ წესების სწავლა – არა.
ფერების გარჩევა შეგვიძლია, მაგრამ ხატვა – არა.

ლაპარაკი შეგვიძლია, ლაქლაქი, ჭორაობა – ძალიან მაგრად შეგვიძლია. მაგრამ ერთმანეთის მოსმენა – არა.
წერა შეგვიძლია, მაგრამ წიგნების კითხვა – არა.
სკამზე ჯდომა შეგვიძლია, მაგრამ ადგომა – არა (გაიხსენეთ ქართული სუფრა. და არა მარტო)
ისტორიის დამახსოვრება შეგვიძლია, მაგრამ მაგალითზე ჭკუის სწავლა – არა.

ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ ომი – არა.

მტრის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ მოგება – არა.

მითხარით, რა შეგვიძლია კარგად? ისე, რომ შეგვეძლოს თავიდან ბოლომდე – შეგვეძლოს და გამოგვდიოდეს!

Advertisements

22 thoughts on “>რა შეგვიძლია ქართველებს?

  1. >დაცინვა შეგვიძლია ერთმანეთის და გამოგვდის თუ გავითვალისწინებთ ამის შედეგებს.ერთმანეთის ლანძღვა შეგვიძლია და გამოგვდის რადგან გასალანძღები ვყოფილვართ.ჭორაობა შეგვიძლია და გამოგვდის, (ყველა ყველას იცნობს)ამპარტავნება შეგვიძლია და გამოგვდის, რომლითაც ყოველ ჩვენგანს თავი ყოვლისმხედველი გვგონია.თვალები გვქონდეს ღია და ვერ ვხედავდეთ თურმე შეგვძლებია და კარგად გამოგვდის.შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერი ერთი მაგარი მანქანის ყოლით, ერთი მაგარი სათვალის ქონით და ასე შემდეგ.თურმე შეგვძლებია ლამაზი ტრადიციების მოშორება ერთი უნიჭო ადამიანის ”ლამაზი” სიტყვების გამო.ჩაშვება შეგვძლებია და გამოსდით და ეს ფენომენი გააღვიძა ერთმა უნიჭო ადამიანმა ჩვენში.ერთმანეთის გულის ტკენა შეგვიძლია და გამოგვდის რადგან მთელ საქართველოს გული აქ ნატკენი.P.S.კალაძესაც შეძლებია გოლების გატანა და გამოუვიდა 5-ში 😦

  2. >მთავარი ის არის რომ ამ ყველაფრის მიუხედავად გადარჩენა შეგვიძლია. რამდენი საუკუნეა ასეთები ვართ და მაინც ვარსებობთ, ნელ–ნელა ყველაზე ძველი ერი ვრჩებით დედამიწაზე.

  3. >სანდრო, არ ვიცი, რატომ არ შეგვიძლია, იქნებ ერთად მივაგნოთ მიზეზს? სიზარმაცის ბრალი ხომ არაა, და ამპარტავნების?ნიკას ვეთანხმები, მაგრამ მთელი ძალა რომ გადარჩენაზე გვაქვს მიმართული, სწორედ მაგიტომ წახდა ხალხი…

  4. >მომწონს ძალიან. მაგრამ მაინც, მგონია რომ არც არავიზე კარგი ან ცუდი ვართ. ის ვართ რაც ვართ. კარგია რომ უარყოფით თვისებებზე ხშირად ვსაუბრობთ, ვკამათობთ, ვწერთ, რაც იმას ნიშნავს რომ რელობის შეგრძნება სრულად არ დაგვიკარგავს. რელობის დაუკარგავობის უნარი კი იმედია საშუალებას მოგვცემს უკეთესები გავხდეთ. მანკიერებანი განვდევნოთ 🙂

  5. >გულგრილობა შეგვიძლია, სხვის გაჭირვებაზე თვალის დახუჭვა შეგვიძლია, ბლატაობა, მარიაჟობა, წამხედურობა… ვა, რამდენი რამე შეგვძლებია

  6. >-ყველა სიბინძურის დაშვება/ჩადენა შეგვიძლია, ყველაზე მაგრად! და ამ საშინელებაზე ისევ ჩვენ შეგვიძლია აწევა, ოღონდ იმავე /ჩამდენთა რიცხვით არა, ერთეულით!!!…თუმცა მეოცნებე/პოზიორი მსურველბი, შემსრულებელზე ბევრად მეტია,ჩემი ჩათვლით.

  7. >შენა და, თქვა იმ სულმნათმა ერთხელ ლექსი ბედნიერი ერი. და რაღას ვმარჩიელობთ?მარა მაგრად თქვა, სხვა რაღაცეებიცა თქვა, ხოდა რა მაგარი თქმა გვცოდნია?ვაჟამაც თქვა,,, მაგრობები, ძარღვიანები, ვოტ.ხოდა კიდე რა, კიდე შეგვძლებია კარგი სიმღერა (და დედის ნანა), კიდე ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავზე ღადაობა..იუმორის გრძნობა ვაქვს და ვაბშე ღადაობა შეგვიძლია საკაიფოდ.ეგეც ნიჭია, ჭაბაუს თუ დავუჯერებთ დიდი ნიჭი და ძალიან საჭირო ცხოვრებისეული საგზალია იუმორი.ვოტ, კიდე გამახსენდება რაღაცეები.

  8. >ძალიან მომინდა დამეწერა, და რადგანაც ჩემი ბლოგი არ მაქვს აქ დავწერ, პახოდუ თემასთანაც არის გარკვეულწილად კავშრში, ცოტა…. მოკლედ, დღეს ისე მოხდა, რომ საერთოდ არ მძინებია და მთელი ღამე კომპთან ვიჯექი, თან დავძვრებოდი ინტერნეტში. საინტერესო ის არის, რომ კიდევ ერხელ დავრწმუნდი იმაში, თუ როგორი ვადმყოფები ვართ ქართველები… უამრავ რბილად რომ ვთქვათ იდიოდობას წავაწყდი …. მაგალითად, ფორუმებზე არიან ვიღაც ტიპები, მაგარი მაზალო ნიკებით (iberiagabrckindeba28- ეს ეტყობა 28 წლისაა ))) ან kartvelivarkartveli და ა.შ). ეს ვიღაც ტიპები ყველას, ყველაფერზე, ყველა ენაზე ) ეხმაურებიან და, რაც მთავარია- ყველას რატომღაც მაგრად ლანძღავენ!!! თან, მნიშვნელობა არ აქვს ლანძღვის ადრესატი რას წერს, ვინ არის და რა უნდა…. ნუ, ბოლოს მართლა მეცინებოდა.. მაგალითად უამრავია ასეთი ტიპის კომენტი: " abkhasians russia is fucking you and you don't beliave it! listern us georgians we will tell you good things:FUCK YOUUUUUUU ALLLLL" , მერე იქვე, იგივე ვიღაც წერს: ” very soon america will fuck you and europeans!!!!! it's time for you to run in russiaaaa!!!!!!!!FUCK YOU ALLLLLLLLLLL” ნუ, აი, რა უნდა გამაგებინეთ რაა…. და ესეთი იდიოტობებით სავსეა ყველა სოციალური ქსელიდა ფორუმი, Flickr-იდან დაწყებული და Youtube-თი დამთავრებული…..((

  9. >ar gvinda absurduli abstraqciebi "გაზრდას რაც შეეხება, შენზე უფროსი კი ვარ" da a.sh. imitom rom saertod ar micnob da chemi asaki mitumetes ar ici….racionalurad azrovnebas rac sheexeba,etyoba me da shen sxvadasxvanairi caRmodgena gvaqvs mis shesaxeb…vagiareb rom azrovneb,magram ganzogadebis unaris uqonloba sashinlad martivs gxdis.ecade racionalurad ceramde da moqcevamde,terminis cheshmarit azrs chascvde… 🙂

  10. >კი, მე და შენ აშკარად სხვადასხვანაირი წარმოდგენა გვაქვს ბევრი რამის შესახებ და ეგ კარგიცაა, ყველა ერთნაირად ვერ იაზროვნებს.ვინ უფრო ბებერია, აღარ შევეჯიბროთ – შენ მაჯობე :)განზოგადების უნარი კაკ რაზ იმაზეა, საკუთარ თავზე რომ არ უნდა მიიღო ეს პოსტი 🙂 ის გამახსენდა:- Ваше политическое кредо?- Всегда!

  11. >da vin gitxra rom sakutar tavze vigeb???mgoni daskvnebis gamotanas chqarob,tumca araushavs,egec im unaris uqonlobis bralia,romlis am aspeqtshi gamoyenebac,ager ukve meored scade,rogorc mashin,axlac uadgilod……..ubralod vigac dvorskis gasarchevi araa ra shegvidzlia adamianebs da ra ara,eg saertod aravis gasarchevi araa…..ubralod egrea rogorcaa da usityvod sheegue an saqmit gamoascore…..nutu sheni saqme uazro temebis postvaa???magit chri globalur problemebs??? 🙂

  12. >1. დემაგოგობ2. შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობ.3. ძალიან გიყვარს სიტყვა ”უბრალოდ”შენ იმდენად ამპარტავანი ხარ, რომ გლობალური პრობლემის გადაჭრა გინდა? :)კი, ჩემი საქმეა ეს ყველაფერი – უაზრო თემების პოსტვაც და ქართველების ავ-კარგიანობის გარჩევაც, იმიტომ რომ ქართველი ვარ და მაწუხებს ეგ საკითხი.არასწორია საკითხის ასე ცალსახად დაყენება – ”არავის გასარჩევი არაა”…მცდარი პოზიციაა ეგ, სუსტი და უმოქმედო ადამიანის შეხედულება.

  13. >არასწორია საკითხის ასე ცალსახად დაყენება – ”არავის გასარჩევი არაა”…მცდარი პოზიციაა ეგ, სუსტი და უმოქმედო ადამიანის შეხედულება. 🙂 lol…1. დემაგოგობ2. შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობ.3. ძალიან გიყვარს სიტყვა ”უბრალოდ”am samidan mesames 100% vetanxmebi,2-nacilobriv,pirvels ki saertodac ver vakavshireb logikastan. :)rac sheexeba globaluri problemebis gadachras,me sad shemidzlia magdeni,mirchevnia saxlshi vijde da unreal-i vitamasho… :)susti,umoqmedo da zarmaci var……. :)magram shennair tipebs ver vitan,cotas rom fiqroben da bevrs ceren…..rogorc chexovi ityoda: unichoba is ki araa roca cudad cer,aramed is,roca sheni unicho naceris damalva ar shegidzlia. shenc aseve,yvelas cxvirshi steni ukve gatelil,yurit motreul trafaretebs da ggonia rom amit rames cvli…. tumca adamianisgan,romelic spilbergisnair jiayelas temas gauxsnis,meti arcaa mosalodneli… bolosdabolos kidev xom unda deda saqartvelos shennairi maxinjad moazrovne zombebi?! 🙂 aba sxva vin,tuara tqven…modit movaxdinot maxinjebis revolucia,im samyarosatvis,romelic arasdros ar iqneba ufro maxinji vidre axlaa……….mosiarule patetika xar… 🙂

  14. >მე კიდე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხალხს ვერ ვიტან, კაცობრიოაზე რომ ფიქრობენ და ხელს რომ არ ანძრევენ.ტიპიური ნაცარქექიები, ქართული საზოგადოების იმპოტენტები.უსაქმურობას ვერ დამწამებ ნაღდად, აი მე კი ვიცი ვინცა ხარ, და ძალიან შემეცოდე უცბად…

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.