>ბავშვობაში მეგონა რომ…

>
ერთი 100 წლის წინ ჩემს ბლოგზე ვცადე მემე-თამაში წამომეწყო
მაშინ ქართული ბლოგების განუვითარებლობის გამო დიდი გამოხმაურება არ

მას შემდეგ მეორე ცდა დოდკასია და უფრო წარმატებულიც.
მე ოთომ დამტაგა, ჰოდა აგერ ჩემი ხუთეულიც:

1. ბავშვობაში მეგონა, რომ ბეკი ტეტჩერზე ლამაზი გოგო არ არსებობდა (მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წიგნის აღწერით ვხელმძღვანელობდი, არც ფილმი არ მქონდა ნანახი, და არც მულტფილმი)

2. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც ბრეჟნევივით წითელ მოედანზე დამმარხავდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ამ ყველაფერს ერთადერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით (მოვკვდი ტირილით მაშინ, 4 წლის დეგენერატი)

3. ბავშვობაში მეგონა, რომ დილით უფრო მეტი უნდა ჭამო, ვიდრე სადილზე ან ვახშამზე – იმიტომ რომ მთელი ღამე არაფერი გიჭამია🙂

4. ბავშვობაში მეგონა, რომ ო’ჰენრიზე მაგარი მწერალი არ არსებობს (ახლა კი ვიცი, რომ ის სადღაც მეხუთე ადგილზეა)

5. ბავშვობაში მეგონა, რომ იდეალისტად და ოპტიმისტად დავრჩებოდი მუდამ, არასდროს მოვწევდი, დავლევდი… ბავშვობამ ჩაიარა, და ახლა მწეველი, მთვრალი, პესიმისტი მატერიალისტი ვარ🙂

ხოო, და მემეს ტრადიციების შეასაბამისად, გადავცემ ესტაფეტას შემდეგ ბლოგერებს:

1. ეკა ონიანს
2. მშიერ სტუდენტებს (რომლებიც თურმე ამერიკაში არიან)
3. ნიკოლოზ კარაგანდელს

5 thoughts on “>ბავშვობაში მეგონა რომ…

  1. >მერე მართალი იყავი, დილით უფრო მეტი უნდა ჭამო, აბა მთელი ღამე მშიერი იყავი და:-))))

  2. >ვაა. საინტერესო თამაშია. გამოვიკვლევ და გავაგრძელებ :)ჰოდა.. ამერიკაში მარტო ერთი მშიერი სტუდენტია – თათია – ანუ მე.მეორეს ამ ზაფხულში ბევრს აჭმევენ სახლში, რომ სწავლის დაწყების შემდეგ მარტო რომ იცხოვრებს ცოტა ხანი გასტანოს :D:D

  3. >ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რომ მე ბეკი ტეტჩერი მეგონა თავი კაი ხანს…😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s