>Jazzmatazz

>

ფოტოს ავტორმა ლარი მომთხოვა – რა თქმა უნდა, გადავაგდე. ვინმე რომ მოხვდებით მთაწმინდის პარკში, მიეცით ლარი, დამდეთ პატივი.

ამ ბოლო დროს რამოდენიმე ინტერვიუ მივეცი ბლოგინგზე და ახალ მედიაზე.
ყაზახეთშიც კი მოვახერხე კონფერენციაზე პრეზენტაციით გამოსვლა. სკაიპით.
(სნობი)

ხოდა მაგრად მიჭირს ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა – რაზე არის ჩემი ბლოგი.
რა თემაზე. რაზე ვწერ?

არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. აღარ ვიცი, ადრე ვიცოდი…

ალბათ ცხოვრებაზე ვწერ. პირად განცდებზე და გამოცდილებაზე. და ნაშების ფოტოებს ვდებ. და კარგი რეკლამების ვიდეოებს.

და ჯაზზე…
🙂
Yeah baby, yeah! © Austin Powers

ჯაზი ტაქსში და წვიმა. ერთი ბოთლი აბსენტი, ფაქტიურად ყურში ჩასხმული.
Smith & Wesson ჯიბეში. არა, რევოლვერი არ მაქვს – ჯაყვა მაჩუქა ქევანამ.

ხვალ ზღვაზე, დღეს შემოდგომის ამინდი აგვისტოს თბილისში.
გესმით?
აბა, დააგემოვნეთ:
შე მოდ გო მის ა მინ დი აგ ვის ტოს თბი ლის ში…
შემოდგომისამინდიაგვისტოსთბილისში!!!

ამასობაში მსოფლიოში ათასი სისულელე ხდება – ობამას დაბადების მოწმობას თხოვენ, ქართველი ბლოგერი ტვიტერის და პირწიგნაკის გათიშვის მიზეზი ხდება, რუსეთის პირველი არხი აგვისტოს ომის ფალსიფიცირებულ ფოტოებს აჩვენებს, აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს იჭერენ და აღარ უშვებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორიო რაღაცაო (კარგად ვერ გავიგე, ეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი რა არის), აგვისტოს ომი განმეორდებაო და – სადაა? სადანაა? ველით რუსულ ბომბებს 2009-შიც!

კიდევ ათასი სხვა სისულელე მოხდა და მოხდება. კლავენ ათასობით უდანაშაულო ადამიანს, აფეთქებენ შენობებს, თვითმფრინავები ბუზებივით ცვივა… ჯექსონი მოკვდა…

მეზარება სერიოზულ თემებზე წერა – იმაზე, რომ ცხოვრება მუხანათია, უცბად შემოტრიალდება და მოულოდნელ, არასასიამოვნო სიურპრიზს მოგართმევს. იმაზე, რომ ქართველი ხელოსნები იდიოტები არიან. და არა მარტო ხელოსნები. და არა მარტო ქართველები. და არა მარტო იდიოტები. იმაზე, რომ … (ჩაწერეთ სასურველი ფრაზა).

ჰოდა, ჯაზი იქით იყოს და, ფროდიჯის ახალი ალბომი მოისმინეთ/ნახეთ???

56-ე წამიდან მაგარი შეყავს…

Advertisements

11 thoughts on “>Jazzmatazz

  1. >ვაიმე, vir-001 😆 თან ქუდიც რომ ახურავს :Dპ.ს დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაზე წერ, მთავარია როგორ წერ 🙂

  2. >გიგა შენი ბლოგი არის პოეტური და არაფერზე და ყველაფერზე ერთდროულად. ნუ მკითხველების აზრს და ჩემს აზრს თუ გკითხავენ მომავალში :)ვირი მაგარია! 🙂 ქუდით 🙂 ძაან საყვარელია

  3. >თუ მოვხვდი ლარს აუცილებლად მივცემ :)))))))))რაზე წერ? მგონი კარგად შეურჩიე შენ ბლოგს სახელი: დღიური…

  4. >გიგა, კარგიც ბევრი ხდება ამ ქვეყანაზე, მთავარია, სურვილი გქონდეს, რომ დაინახო. მაგალითად ერთი ბავშვის დაბადება (მე რომ ვიდეო მაქვს იმისი :)) ბევრ ცუდს გადაწონის…

  5. >თომუშკა, იმიტომ იღებენ ინტერვიუებს რომ… ალბათ დიდი ხანია ბლოგერი ვარ და ახალ მედიაში ვერკვევი, და ალბათ იმიტომ რომ ამ სფეროში რაღაც-რაღაცეებიც გამიკეთებია…და ვაკეთებ კვლავ 🙂

  6. >ყოჩაღ! ძალიან კარგი ბლოგია და რა ჯობია წარმატებებს.საკაიფო პოსტი იყო ეს ძაან :)ეგ ხო "მთაწმინდელი ვირია"? ;)(ჩამამატე ბლოგროლში, please)

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.