>ჩეზე-ტი

>

პრაღული ესკიზები, ჩანახატები და ჩანაწერები.

ძირითადად დაღლილი დავდივარ, ლუდს ვსვამ, ვერ გავიგე Vodafone CZ თუ O2 CZ ჩავრთო (რომც გადავწყვიტო, მაინც ვერ ჩავრთავ, იმიტომ რომ მილიონნაირი სატარიფო გეგმა აქვთ და ვერ გავერკვიე…)

მოსაწევად ჩასვლა ხო საშინელებაა … 😦

მეტროში სულ ობამა გხვდება, მერე მედვედევი გახსენდება, მერე სააკაშვილი და…
დადიხარ ბოლოს ცუდ ხასიათზე 🙂

Advertisements

>ჩეზე

>ტკბილეულის მოყვარული მაინცდამაინც არ ვარ, მაგრამ ხანდახან გავკრავ ხოლმე კბილს ერთ ან მეორე ნამცხვარს ან ფუნთუშას.

კრემიანები მაინცდამაინც არ მიყვარს, უფრო შოკოლადიანი და ნიგვზიანი მიზიდავს – ბევრი კილოჯოულები აქვს და ენერგიას გმატებს.

ვიხსენებ ძველი ნამცხვრების სახელებს – შუ, ეკლერი, ნაპოლეონი, ჟოზეფინა, ზანგის კოცნა და იდეალი. ახლანდელ ნამცხვრებს კი ყველას რაღაც დოსტოევსკისეული სახელები ქვია – ოპიუმი, იდიოტი და რავი ათასი სხვა რამე.

რიგული ტორტი გახსოვთ? Рижский торт ანუ J ძალიან ლამაზი ტორტები იყო, სახლების ფასადები და ქუჩების მაკეტები, რომლების დაჭრაც შუკების, შესახვევების, ჩიხების და სადარბაზოების მიხედვით შეიძლებოდა J

 

აი ასეთი ნამცხვარივით ქალაქია პრაღა.

სასტუმროში ვინმე ივანოვთან ერთად მოვხვდი – ნეტა სადაურია? არა მგონია რომ ჩეხი ან გურული იყოს, ჰოდა ვნახოთ, იქნებ და ბოლო ფრენა იყოს მისთვის ეს ჩეხური რეისი და მანაც, თავისი მრავალი თანამემამულესავით, ევროპის დალოცვილ მიწაზე ნახოს უკანასკნელი თავშესაფარი…