>მაშ ასე.
ჯოკერი, მწარე შოკოლადი, ყავა, სიგარეტი, წყალი.
ღვინოს დაგვპირდა მასპინძელი მაგრამ…

რამდენი რამის დაწერა მინდა, ძველი ჩანახატების თუ ახალი იდეების, ფოტოების კომენტარების თუ უბრალოდ აზრების…
მაგრამ მეზარება. დავიღალე, დროც აღარ მაქვს და სურვილიც.

ანდა, რა სურვილი შეგრჩება ამათი შემხედვარე, რა ხდება ქვეყანაში…
სულ მკიდია მეთქი, არ ვიტყვი. მაგრამ რომ აღარც მაღელვებს?

არავისტი არ ვარ, არასოდეს ვყოფილვარ, და არც არასდროს ვიქნები. უბრალოდ, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მინდა, აქაც ისეთივე კარგი ცხოვრება დადგეს, როგორც ნაქებ “დასავლეთსა” თუ განვითარებულ ქვეყნებში.

უკვე მინდა რომ იყოს, ნუთუ არ შეიძლება, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ყველას ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

ამოისვეს ყველაფერი ტრაკში. ყველამ ამოისვა – მთავრობამაც და ოპოზიციამაც, საქართველოს სახელი კი პირველ რიგში ამოისვეს. როგორ შეიძლება, ორი ურთიერთგამომრიცხავი საქციელიდან ორივე საქართველოს სჭირდებოდეს?

ამ ქვეყანას სულ სხვა რამე სჭირდება, რომ იცოდეთ…

Advertisements