>უბრალოდ საქათმე

>უცხო კომპიუტერთან თავს ისე გრძნობ, როგორც საქათმეში შეპარული მელა: თითქოს ყველაფერი ნაცნობია, იცი, სად რა დევს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირია, შენი არაა.

წარმოიდგინეთ, მელას რომ საქათმე ააშენებინო, რა მაგარ რამეს იზამდა? საქათმე პლაზა ან საქათმე თაუერსს დაარქმევდა 🙂 გაანათებდა, გააევრორემონდებდა და ყველაზე კარგ საჭმელს დაუყრიდა…

ქათმებიც კმაყოფილები იქნებოდნენ, და დარაჯებიც – აი, მშვენიერი, სამაგალითო საქათმეო, იტყოდნენ. დარაჯიც და ქათმებიც ერთნაირი მოკლე ჭკუისანი არიან – საკუთარი ცხვირის იქით არ იხედებიან. ქათამს სითბო უნდა, კარგი დასაჯდომი (გინდა ქანდარა, გინდაც ხის ან მუყაოს ძველი ყუთი) და კარგი საკვები. დარაჯს კი რა უნდა – დროულად ერიცხებოდეს ხელფასი და დარაჯობით ბევრი არ დაიღალოს – ბევრი სირბილი და თავის შეწუხება არ უწევდეს. საწყალი ქათმები ყველას ფეხზე კიდია. ანუ ქათმების ბედი ყველას ახატია.

არადა, რას ემსახურება ეს საქათმე? მხოლოდ და მხოლოდ მელიის მუცლის ამოყორვას. ქათმები ვერ ხვდებიან, დარაჯებს ეზარებათ…

ძაღლის როლი კი არავის უნდა, თავის თავზე აიღოს…

Advertisements

12 thoughts on “>უბრალოდ საქათმე

  1. >:-):-) მე ვარ ეხლა მასე. სხვის კომპიუტერთან ვზივარ მთელი დღეა :-)საქათმე პლაზა ძაან მაგარია :-):-)და წინ ქათამ სქუეარ უნდა გაუშენო 🙂

  2. >აუ, მარტო არ ვყოფილვარ :)მეც ისე ვიბნევი უცხო კომპთან… ზუსტად ასე: რომ ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ უცნობი :დუფრო მეტიც, სხვისი მობილით სარგებლობისას ასევე – ხან მგონია უსაშველოდ დიდი თითები მაქვს, მენიუც ლაბირინთად მექცევა ხოლმე :))

  3. >მომწონს ეს სტილი. რჩეულიშვილის, ჰემინგუეის, . . . სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს სხვა ასეთ მოთხრობებსაც + თქვენი ფოტოებით. იქნებ საბოლოოდ გამოცეთ კიდეც. არ ვაჭარბებ, მართლა ვფიქრობ, რომ ამას ბევრი სიხარულით შეხვდება.

  4. >დობოს მადლობა :)ისე, ეს საიტი დაეთმო ზუსტად ამ ყველაფერს და ასეთი ნაჯღაბნები ბევრი მაქვს 🙂

  5. >გინდა წერო?უნდა წერო.სხვისი კომპი და მობილური ნაცნობი შეგრძნებაა…გიჭირავს ხელში და ვერ იგებ რა ხდება და რატოა სხვანაირი.მე დაჟე ვინდოუსს რო გადავაყენებ აღარ მევასება ხოლმე ჩემი კომპიტერი მანამ სანამ დესკტოპზე ნაგავი არ დამიგროვდება, ათასი ფაილები ისა ესა…უფრთხილდები, ინახავ ვითომ აუ გამომადგება და რამე, და მერე ერთ დღეს მონიშნავ კონტოლათი და წაშლი და ამოისუნთქებ… აღარაერია შესანახი და სალოლიავები, და თურმე სულ არ იყო საჭირო ფაილები…

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.