>უბრალოდ საქათმე

>უცხო კომპიუტერთან თავს ისე გრძნობ, როგორც საქათმეში შეპარული მელა: თითქოს ყველაფერი ნაცნობია, იცი, სად რა დევს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირია, შენი არაა.

წარმოიდგინეთ, მელას რომ საქათმე ააშენებინო, რა მაგარ რამეს იზამდა? საქათმე პლაზა ან საქათმე თაუერსს დაარქმევდა 🙂 გაანათებდა, გააევრორემონდებდა და ყველაზე კარგ საჭმელს დაუყრიდა…

ქათმებიც კმაყოფილები იქნებოდნენ, და დარაჯებიც – აი, მშვენიერი, სამაგალითო საქათმეო, იტყოდნენ. დარაჯიც და ქათმებიც ერთნაირი მოკლე ჭკუისანი არიან – საკუთარი ცხვირის იქით არ იხედებიან. ქათამს სითბო უნდა, კარგი დასაჯდომი (გინდა ქანდარა, გინდაც ხის ან მუყაოს ძველი ყუთი) და კარგი საკვები. დარაჯს კი რა უნდა – დროულად ერიცხებოდეს ხელფასი და დარაჯობით ბევრი არ დაიღალოს – ბევრი სირბილი და თავის შეწუხება არ უწევდეს. საწყალი ქათმები ყველას ფეხზე კიდია. ანუ ქათმების ბედი ყველას ახატია.

არადა, რას ემსახურება ეს საქათმე? მხოლოდ და მხოლოდ მელიის მუცლის ამოყორვას. ქათმები ვერ ხვდებიან, დარაჯებს ეზარებათ…

ძაღლის როლი კი არავის უნდა, თავის თავზე აიღოს…