>drop the panda

>

  blog it
Advertisements

>Starbucks Tbilisi

>ბევრმა ალბათ არ იცის, მაგრამ სთარბაქსი თბილისშიც კი არის.
თბილისი ხომ ძალიან უცნაური ქალაქია, ორი მილიარდერი ვერ დაიტია და ერთი მოიშორა.

ხოდა, არის სთარბაქსი თბილისში. ბარნოვზე, ზოლებიანი სახლის კუთხეშია, აი ბაზალეთის ქუჩის პირდაპირ რომ დგას.
ოღონდ ნამდვილი სთარბაქსი კი არაა, ბანძი ჩინური იმიტაციასავითაა – ადიბასებს და პენესამიგებს რომ უშვებენ 🙂

მოკლედ, დღეს დილით, სამსახურისკენ მიმავალმა და მშვენიერ ხასიათზე მყოფმა თქვენმა მონა-მორჩილმა ერთი ყავისა და დონატის შესაკვეთად შევიარე.
გაღიმებული დავრჩი, როცა დიიიდი პლაკატი შევნიშნე: “ყველა დონატი სამარხოა”!

– როგორ თუ ყველა დონატი სამარხოა? – ვეკითხები.
– დიახ, ყველა დონატი სამარხოა! – მიღიმის იდიოტკა და უხარია.
– როგორ, შოკოლადიანი დონატიც სამარხოა?
– დიახ, შოკოლადიანიც
რაღა უნდა მეთქვა? ერთი “თფუი” შევუკურთხე და წამოვედი.

სირების ქვეყანაა ეს ჩვენი საქართველო. სირების და ყლეების.
რა ჯანდაბად მინდა სამარხვო შოკოლადიანი დონატი?
წაუსვას ეგ უგემური სოიოს სუბსტანცია თავის უფროსს ტრაკზე და აულოკოს.
იმის მაგივრად, რომ აზრზე მოვიდნენ და ცოტა წინ გაიხედონ, რელიგიურ ფანატიზმს მიეცნენ. თან მაგარ ყლეურ, უგემოვნო, პონტის გამო რელიგიურ, უკუღმართად გაგებულ და კიდევ უფრო უკუღმართად გაკეთებულ ფანატიზმს.

დიდმარხვა რომ დამთავრდა, ეგ მაინც არ იციან?

>ლუდი, ქვესკნელი და მეტრო

>გუშინ დამაბრალა დოდკამ, დვორსკი აღარ წერსო.
მართალია.
ამის საპირისპიროდ, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტისგან ვიცი, შენ ხარო ერთ-ერთი აქტიური და ბებერი და ცნობილი ქართველი ბლოგერიო.
ესეც მართალია 😉

ხოდა ბევრი დრო არ მაქვს, მოგეხსენებათ – ოჯახი, სამსახური, პლიუს ფილმები სანახავი და წიგნები წასაკითხი… ბლოგისთვის ცოტა დრო მრჩება.
თუმცა გუშინდელი ამბავი მინდა მოგითხროთ.

მოკალათდით სავარძლებში, დაანთეთ ბუხრები (ცივა), მოიყვანეთ თქვენი ერთგული ლაბრადორი (ძაღლი) ან სიამელი (კატა), დაისხით ცოტა ვისკი (კონიაკი, წითელი ღვინო), გადაიფარეთ პლედი და მოუსმინეთ ლუდის ამბავს 🙂

ლუდი უძველესი ხანიდან არის ცნობილი კაცობრიობისათვის. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ბლაბლა ბლა ბლაბლაბლა ბლა.

დღეს მას ალკოჰოლური სასმელი აღარ ქვია, არამედ გამაგრილებელ სასმელთა კლასიფიკაციაში გადის. ლუდის ხარშვის სხვადასხვა ტექნოლოგია ბლა ბლაბლაბლა ბლა ბლაბლა.

საქართველოში ლუდი ორნაირი არსებობს – ტრადიციული, თუშური, და თბილისურ/ქუთაისურ/ბათუმური “ბარის პივა”.

ეს გამოთქმა ძალიან მაგონებს ”კოფეს კოფეს”, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
არსებობს კიდევ ”იმპორტული” პივა, თუმცა ამაზეც მოგვიანებით 🙂

დღეს საქართველოში ლუდს აწარმოებს რამდენიმე ეროვნული (ეროვნული მხოლოდ დასახელებით, თორემ აქციებით უცხოურია) კომპანია: ბლა, ბლაბლა, ბლაბლაბლა და ბლა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გუშინ მეგობრებთან ერთად ”შევიკრიბე” და ”განვლაგდი” თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პრიოსპექტზე, სადაც არც მიტინგი, არც საკანი, არც პოზიცია და არც ეს გულისამრევი და საზიზღარი კაცი კორკოტა არ ”სუფევდენენ” (კორკოტას მართლა ვერ ვიტან, გული მერევა, გუშინდელი კადრები არაფერ შუაშია ამასთან).

ხოდა მოკლედ ამ ცენტრალურ პროსპექტზე არის ერთი პატარა ლუდის ბარი. ქართული ”ბარის პივის” ”პივნოი ბარი”. ადრე ძალიან კარგ ადგილას იყო, შესვლაც გესიამოვნებოდა, დალევაც და შემწვარი ბარაბულკას (თუ ბარაბულკის?) ჭამაც. ეხლა კი ადგილი შეუცვლიათ და ერთს საკმაოდ შეუხედავ და ცივ სარდაფში განლაგებულან.

ხოდა უნდა ვაღიარო, რომ ლუდი მართლაც გემრიელი იყო. მხოლოდ ლუდი, მეტი არაფერი. ციოდა, მთვრალი ბიძები ღრიალებდნენ გვერდზე სუფრებზე და საერთოდ არასასიამოვნო გარემო იყო შექმნილი. ყველაზე მაგარი კი, რამაც დააგვირგვინა ჩვენი საღამო, იყო… უეცარი ზანზარი. ხო, უცბად ყველაფერი აზანზარდა, თან ისე, რომ მიმტანებიც, კლიენტებიც და უბრალო გამვლელებიც კი ერთი ხელით მაგიდებს ჩააფრინდნენ, მეორეთი კი ადვილად მსხვრევადი კათხები, ბოთლები და ჭიქები ”გააკავეს”.

გაკვირვებაც კი ვერ მოვასწარი, ისე მალე დამთავრდა ყველაფერი. ეგ რა არისო, მითხრეს – შენ ის უნდა ნახოო, როცა ორივე მატარებელი ერთდოულად გადის გვირაბშიო…

წარმოგიდგენიათ? ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა – მეტროს გვირაბის თავზე ვიჯექი თურმე და ლუდს მივირთმევდი. სოსოსავით გამომივიდა, მიწისზედა მივლინების ქვითარი მაკლდა და ერთი კარგი მარკშეიდერი…

უფრო იუმორისტულად მინდოდა ამ ამბის აღწერა, მაგრამ დღეს სხვა ამბავი გავიგე – თურმე აი ის, იმ ბანძი პროექტის ბანძი შენობა რომ ჩამოინგრა ვიღაც დედამოტყნული პრარაბის და მშენებლების რემონტის გამო (თურმე პირველ თუ მეორე სართულზე საყრდენი კედელი გამოუცლიათ ამხელა შენობისთვის), ორი ბიჭი დაიღუპა, და ერთი გოგოც ძალიან დაშავდა. ამ სამიდან ორს ვიცნობდი თურმე… მერე გავიგე, მოგვიანებით. ნიკაზე ძალიან დამწყდა გული…
შენ კი გამაგრდი, Iron Fish!

P.S. პოსტში გამოყენებულია თანამედროვე ქართველი ჟურნალისტების საყვარელი ”მარგალიტი – ტერმინები”. ყველა პრეტენზიით მიმართეთ მათ, ასევე მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ასევე მათ რედაქტორებს. 🙂

>გაბრიელ გარსია მარკესი

>
Нам приходится бороться с окаменением языка. Такие слова, как «народ», «демократия» потеряли свое значение. Всякий, кто может организовать выборы, считает себя демократом.

Я пытался писать сказки, но ничего не вышло. Я показал одну из них моим сыновьям, тогда еще маленьким. Они вернули ее со словами: «Папа, ты думаешь, дети совсем тупые?»

Любовь всегда была очень опасна. Она сама по себе — смертельная болезнь.

Конечно, Мерседес (жена. — Esquire) говорит, что я сукин сын.

У меня был спор с профессорами литературы на Кубе. Они говорили: «Сто лет одиночества» — необычайная книга, но она не предлагает решения«. Для меня это догма. Мои книги описывают ситуации, они не должны предлагать решений.

Великие бедствия всегда порождали великое изобилие. Они заставляют людей хотеть жить.

Моя задача — чтобы меня любили, поэтому я и пишу. Я очень боюсь, что существует кто-то, кто меня не любит, и я хочу, чтобы он полюбил меня из-за этого интервью.

Габриэль Гарсиа Маркес, правила жизни