>face.ge

>

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შარშან ოქტომბერში გაიხსნა პირველი ქართული სოციალური ქსელი – face.ge
დღეს ქსელში გაწევრიანებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 8 000 მუდმივად აქტიური მომხმარებელია.

მოკლედ მინდა მიმოვიხილო საიტის ფუნქციები და შესაძლებლობები.

პირველ რიგში, დაინტერესებულმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, შემდეგ ატვირთოს ფოტო და დაადასტუროს ელ.ფოსტის მისამართი (კარგად შეამოწმეთ ინბოქსი, ასევე სპამი – შეიძლება დადასტურების წერილი მანდ მოვიდეს).

საიტი სრულად ქართულ ენაზეა და აწყობილია უნიკოდში, ასე რომ მომხმარებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი კომპიუტერი აღჭურვილი იყოს შესაბამისი შრიფტით (იხილეთ ეს პოსტი).

ამ ყველაფრის შემდეგ მომხმარებელი მზადაა, საიტის ყველა ფუნქცია გამოიყენოს:

  1. ფოტოების შეფასება
  2. სკოლების, კლასელების ძებნა
  3. კლუბები სხვადასხვა ინტერესების მიხედვით
  4. ჰოროსკოპი
  5. ტესტები
  6. ფოტოების ატვირთვა ალბომებში
  7. ბლოგების შექმნა
  8. ვიდეოები
  9. ფლეშ-თამაშები

ხო, ყველაზე მთავარი – ამ ბევრ საინტერესო სერვისს გამოიყენებთ სრულიად უფასოდ!
საიტზე არის რამდენიმე ფასიანი სერვისი – სმაილები, ანიმაციები, სურათების უმაღლესი ქულით შეფასება… ამისათვის საჭირო ვირტუალური ვალუტის შეძენა სმს-ის მეშვეობით შეიძლება.

მოინახულეთ და გამოთქვით თქვენი აზრი.

P.S. ეს ვიდეო სრულიად შემთხვევით ვიპოვნე 🙂

Advertisements

>Things to say during sex

>


დააკლიკეთ სურათს და გადიდდება 😉

საკმაოდ საინტერესო ვიზუალიზაციას წავაწყდი: სექსის დროს სათქმელი რამე-რუმეები.
კლასიფიკაციაც მომეწონა:

ცხრილი იყოფა ორ ნაწილად – დადებითი რამე-რუმეები და უარყოფითი რამე-რუმეები.

თითო ნაწილში ქვეჯგუფებიცაა:

  • ჩვეულებრივი მიმართვები (მაგარია, ცუდია),
  • უცხოური გამონათქვამები (ესპანურად, ფრანგულად, გერმანულად),
  • ბინძური შეძახილები (აქ ვერ დავწერ),
  • რელიგიურ თემასთან ახლოს მდგომი ფრაზები (ოჰ, ღმერთო ჩემო! ან ეშმაკსაც წაუღიხარ),
  • უბრალოდ ხმები (ღმუილი, ბღავილი და ა.შ.)
  • რიტორიკული შეკითხვები 🙂

თარგმანს ხომ არ შეეცდებოდა ვინმე??? 😉
ან ქართული ვერსიის დაწერას??? 🙂

(მგონი, ორივე საინტერესო იქნება)