>ჩიტების პოსტი

>
გამთენიისას, პლიაჟზე, მიქცევის მერე დარჩენილ პლანქტონს როგორ კენკავენ ჩიტები, გინახავთ? და მერე უკან როგორ მორბიან, ტალღა რომ ეჯახება ნაპირს…

მერე, ტალღა რომ უკან მიდის, ჩიტები კვლავ მისდევენ მის კვალს და კვლავ კენკავენ ნარჩენებს…

ასევე თუ გინახავთ ქართული სანაპირო (სადმე ქობულეთიდან ასე სარფამდე), დილის 6 საათზე, მზე რომ ამოდის, და მარტოხელა უცნობი მოხეტიალეები ზღვაში დაკარგულ და გამორიყულ ნივთებს როგორ ეძებენ?
დიდი ხნის წინ ერთმა ბებერმა მათხოვარმა მომიყვა, რომ ადრე, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ჯანი ერჩოდა, ბევრჯერ ოქროს ძეწკვი ან საათი უპოვნია, ან რაიმე სხვა, არანაკლებ საინტერესო ნივთი…

ზოგმა იცის, რა უნდა მოძებნოს, და სად.
ზოგს გონია, რომ იცის, სად უნდა ეძებოს.
ზოგი ეძებს იმ ადგილს, სადაც მერე სხვა რამის ძებნას დაიწყებს…
ალბათ უბრალოდ უნდა ეძებო – ადგილს არა აქვს მნიშვნელობა.

ეძიებდე და ჰპოვებდე.
ან
ვინც ეძებს, ის პოულობს.

დღეს მომიწია დიდხანს ვიღაცის ლოდინი. ვიდექი ხის ძირში და სიგარეტს ვეწეოდი. ჩიტები შევნიშნე, ტროტუარზე რომ დაფუსფუსებდნენ ლუკმა პურის ძებნაში. ხელი ავუქნიე, მერე ფეხიც – ამომხედეს ირონიულად და განაგრძეს ამაო ფუსფუსი. საკვები არსად ჩანდა, მარტო სიგარეტის ნამწვავები. როგორც კი გავიფიქრე, აქ საჭმელს ვერ იშოვნით მეთქი, გამვლელმა ნახევარი ჰოთდოგი დაუგდო…

იპოვნეს 🙂

Advertisements

14 thoughts on “>ჩიტების პოსტი

  1. >შენიშვნები:1. ძებნა/პოვნის ზუსტი ციტატა არ მახსოვდა, ვინმე მორწმუნე და ეკლესიურმა შემახსენეთ ზუსტად როგორაა და სად წერია ;)2. ჩიტების პოსტი იმიტომ ქვია, რომ ჩიტებით იწყება და ჩიტებითვე მთავრდება.3. მერე რა, რომ ფოტოზე ძაღლია 🙂

  2. >კარგია, რომ იპოვნეს:)და მაგათ რა უჭირთ, მათი საპოვნი ამ ქალაქში ხშირად ცვივა “ციდან” ;)ჰო, მერე რა რომ ფოტოზე ძაღლია 🙂

  3. >ეძიებდე და ჰპოვებდეა მემგონი.ჩვენც ყველა რაღაცას ვეძებთ და თუ არ დავკარგავთ იმედს ჩვენც გვიგდებს ნახევარ ჰოთ–დოგს, ხანდახან მთელსაც…

  4. >ეძიებდე და ჰპოვებდეა მეც მასე მახსოვს.წორად ჰქვია პოსტს და მერე რა რომ ფოტოზე ძაღლია.ალბათ ადამინებიც იმიტომ ვიბადებით, რომ ვიპოვოთ და სანამ არ ვიპოვით და შევიგრძნობთ, რომ ვიპოვეთ აქ ვრჩებით…

  5. >მართალია სულ ძებნა არ ვარგა. თან ჩიტებისგან განსხვავებით ჩვენ ხშირად არც ვიცით რას ვეძებთ. ამიტომ არის ჩვენი ცხოვრება ჩიტების ცხოვრებაზე უფრო რთული 🙂

  6. >ეჰ დვორსკ, შენ რომ პატიოსანი ყოფილიყავი, იმედს მაინც მისცემდი იმ საწყალ ჩიტებს :მო:

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: S.P. კომენტარის გაუქმება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.