>ნაყარი პოსტი

>იცით რაა, არ მცალია არაფრის დასაწერად.

ამიტომ ძველ დრაფტებში ჩავიხედე და რამდენიმე პოსტის დასაწყისი ვიპოვნე.
უფრო სწორად – ნაყარი აზრები, რაც არც პოსტად არ იქცა და წასაშლელადაც დამენანა 🙂

იხილეთ სია:

1.
აუ რამდენია…
რამდენი კიდე არაა…

2.
დღეს ვიყავი შენ საფლავზე…
დავხვეტე, დავალაგე. არ უვლის ის ქალი, რაში ვუხდით ფულს…
ვიჯექი, სიგარეტი მოვწიე.
ხანდახან ღამით მოვდივარ ხოლმე, ხანაც დილით.
იშვიათად, ვიცი.
უბრალოდ მინდა რომ ცოცხლად მახსოვდე.
შენც, ბაბუაც და მეორე ბებიაც…
რაღაცას მაძლევს ხოლმე ასე ჯდომა და ფიქრი.

3.
ცარიელი ჭურჭელი ხშირად უფრო ხმაურიანია…
ისევე, როგორც ცარიელი ადამიანი.

4.
გზა, ღამე, მუსიკა, პატრული, სიგარეტი, სიცივე, პატრული, სიჩქარე, სიბნელე, ხმაური, სიგნალი, მუხრუჭი, შუქი, გაზი, საჭე, სიჩქარე, მუსიკა, სიგარეტი, ხმაური,

5.
რისგან შედგება ცხოვრება?
რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
წრე, საზოგადოება, მეგობრები, სტატუსი, სამსახური, ადგილი?

6.
სიჩუმე.
სიბნელე.
სიღრმე.
ბილიკი.
უშნო შეგრძნება, თითქოს ვიღაც მისდევდა.
რამდენიმე ნაბიჯის მერე სხვისი ნაბიჯებიც ესმოდა. ჩერდებოდა. ისევ სიჩუმე.
რამდენიმე ნაბიჯი – და ისევ ეს უცხო ხმა…
გაჩერდა. ხმაც გაჩუმდა.

7.
მაშ ასე, დადგა ისევ დრო, რომ ისევ რამე დავწერო.

ისევ ის სიმღერა ჩავრთე, გულში შანთს რომ გიყრის, ნაწლავებს რომ გიხლართავს, კუჭს რომ გირევს, ხელებს გიოფლიანებს, მთქნარებას გაწყებინებს, ერექციას და პოტენციას… ჰმ. ისა, ეგ რა შუაშია კაცო.

მოკლედ, იმას ვამბობდი რომ ეს რამე (რასაც დავწერ) იქნება რაღაც გრანდიოზული და პრეტენზიული (თუ პრეტენციოზული) და ძირითადად შედგენილი უაზრო სიტყვების რახა-რუხისგან, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ ჩარჩოს შექმნის მკითხველისათვის – ხელოვნურ სივრცეს, სადაც უნდა მოვამწყვდიო თქვენი (ანუ მკითხველის) აზრები და ნელ-ნელა, ნაკუწ-ნაკუწ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

სინამდვილეში კი ამბავი (სთორი) სულ სხვაგან განვითარდება და თქვენც, ლოდინისაგან დაღლილები…

Advertisements

4 thoughts on “>ნაყარი პოსტი

  1. >აუ რა მაგარია, გაგრძელება იქნება?შოკში ვარ, ძალიან ძალიან მომეწონა, ხო თითქოს დაუსრულებელია, არადა მაგარი დასრულებულია მკითხველისთვის თითქოს იმდენს კითხულობ რამდენიც უბრალოდ საჭიროა 🙂

  2. >ცარიელი ჭურჭელი … ხმაურიანია. ცარიელი ადამიანიც.მუსიკასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება.აღწერაა უმაგრესი.რასაც დაწერ ნაწილ-ნაწილ დადებ ხოლმე?რაღაც კარგს ველოდები.ამ ბლოგის ძალიან დიდი ხნის მკითხველი.(!)და ახალი ბლოგის ავტორიც, რის გამოც კომენტარს ვწერ 😉

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.