>დაკარგული და აღდგენილი პოსტი

>ამას წინათ, სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული, ტელეფონიდან ვწერდი ქვემორე პოსტს.

რაღაცა დებილობა მოსდის ჩემს საფარის – ხანდახან ითიშება ხოლმე სრულიად უმიზეზოდ. ხოდა, ამჯერადაც crash მოუვიდა და…
მეთქი დამეკარგა პოსტი. მეწყინა. გავბრაზდი და ჩემს ტელეფონს კიდევ ერთი ბზარი დაემატა.

თურმე კაცო ეს ბლოგსპოტი… იმას ხომ ინახავს, რაც დაწერე და არ დაასეივე. თურმე დაჟე იმას ინახავს, რისი დაწერაც ვერ მოასწარი და მხოლოდ გაიფიქრე 🙂

ასე რომ, ხელახლა ვაქვეყნებ:

ყოველთვის მაინტერესებდა, რა ამოძრავებს ხალხს, რომელიც… რბილად რომ ვთქვა, სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა, ანუ ნორმისგან განსხვავებული.

მაგალითად, ინტრიგების ხლართვა რომ უყვართ, ან ე.წ. “ხიტრაჟოპები” რომ არიან, ან სხვების ცუდით თვითონ კარგად რომ ხდებიან…

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, ღრმა და საფუძვლიანი გამოცდილების შედეგად მარტივ დასკვნამდე მივედი: უბრალოდ ავად არიან. ხო, ავად – ზუსტად ისე, როგორც პლევრიტიანი ან ბუასილიანი ავადმყოფები.

ვიცნობ(დი) რამდენიმე ასეთ “პერსონაჟს” და მართლა, მხოლოდ სიბრალულის შეგრძნებას იწვევდნენ ჩემში. აი, შიდსიანი ტიპი რო გეცოდება – შენგან განყენებულად, უბრალოდ ცოდოა. დადის ამ შინაგანი სნეულებით გაბოროტებული და ცდილობს, სხვებიც მოწამლოს, თავისი დაავადება გადასდოს და ამით ოდნავი შვება ნახოს…

ეხლა მობილურიდან ვპოსტავ, და თან მეხუთე ელემენტს ვუყურებ. ასე რომ, მომიტევეთ ეს short summary.

Advertisements

3 thoughts on “>დაკარგული და აღდგენილი პოსტი

  1. >ინტრიგების ხალართვა ბევრს რეიტინს მატებს ))) ასე რომ უბრალოდ ავად კი არ არიან, მათ ავადმყოფობას მიზანიც აქვს )))

  2. >მაინც ვერ ვხვდები,რა სიამოვნება უნდა მიიღოს ადამინმა სხვას რომ რაღაცას ”გაუჩალიჩებს”. ავადმყოფოფობის გარდა, მგონი ბოროტები და კომპლექსიანებიც არიან

  3. >აი რატომ არ ვმუშაობ საახელმწიფო სტრუქტურებში….ძირითადად ასეთი ტიპების და ხიტრაჟოპაპიზდების სიმრავლე მანდ იგრძნობა…ასეა ცხოვრება მოწყობილი.ხოდა მართლა, კორბენ დალასი როგორ არასდროსმოსაწყენი ტიპია არა?დღემდე საყვრალელი ფილმი რომლის ყურებაც არ გწყინდებათო რო მეკითხებიან (სიტყვის მასალად არ ვამბობ, მართლა მეკითხებიან ხოლმე… ინგლისურზე მკითხა თიჩერმა ამსწინად ენის გასატეხად) დაუფიქრებლად ვპასუხობ, დალას, კორბენ დალას…. მეხუთე ელემენტი.

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.