>დაკარგული და აღდგენილი პოსტი

>ამას წინათ, სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული, ტელეფონიდან ვწერდი ქვემორე პოსტს.

რაღაცა დებილობა მოსდის ჩემს საფარის – ხანდახან ითიშება ხოლმე სრულიად უმიზეზოდ. ხოდა, ამჯერადაც crash მოუვიდა და…
მეთქი დამეკარგა პოსტი. მეწყინა. გავბრაზდი და ჩემს ტელეფონს კიდევ ერთი ბზარი დაემატა.

თურმე კაცო ეს ბლოგსპოტი… იმას ხომ ინახავს, რაც დაწერე და არ დაასეივე. თურმე დაჟე იმას ინახავს, რისი დაწერაც ვერ მოასწარი და მხოლოდ გაიფიქრე 🙂

ასე რომ, ხელახლა ვაქვეყნებ:

ყოველთვის მაინტერესებდა, რა ამოძრავებს ხალხს, რომელიც… რბილად რომ ვთქვა, სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა, ანუ ნორმისგან განსხვავებული.

მაგალითად, ინტრიგების ხლართვა რომ უყვართ, ან ე.წ. “ხიტრაჟოპები” რომ არიან, ან სხვების ცუდით თვითონ კარგად რომ ხდებიან…

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, ღრმა და საფუძვლიანი გამოცდილების შედეგად მარტივ დასკვნამდე მივედი: უბრალოდ ავად არიან. ხო, ავად – ზუსტად ისე, როგორც პლევრიტიანი ან ბუასილიანი ავადმყოფები.

ვიცნობ(დი) რამდენიმე ასეთ “პერსონაჟს” და მართლა, მხოლოდ სიბრალულის შეგრძნებას იწვევდნენ ჩემში. აი, შიდსიანი ტიპი რო გეცოდება – შენგან განყენებულად, უბრალოდ ცოდოა. დადის ამ შინაგანი სნეულებით გაბოროტებული და ცდილობს, სხვებიც მოწამლოს, თავისი დაავადება გადასდოს და ამით ოდნავი შვება ნახოს…

ეხლა მობილურიდან ვპოსტავ, და თან მეხუთე ელემენტს ვუყურებ. ასე რომ, მომიტევეთ ეს short summary.

Advertisements

>cat and the window

>


cat an the window, originally uploaded by famous®.

კაი ფოტოა, ფერები მომეწონა.
თორე კატა კი არა