>face.ge

>

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შარშან ოქტომბერში გაიხსნა პირველი ქართული სოციალური ქსელი – face.ge
დღეს ქსელში გაწევრიანებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 8 000 მუდმივად აქტიური მომხმარებელია.

მოკლედ მინდა მიმოვიხილო საიტის ფუნქციები და შესაძლებლობები.

პირველ რიგში, დაინტერესებულმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, შემდეგ ატვირთოს ფოტო და დაადასტუროს ელ.ფოსტის მისამართი (კარგად შეამოწმეთ ინბოქსი, ასევე სპამი – შეიძლება დადასტურების წერილი მანდ მოვიდეს).

საიტი სრულად ქართულ ენაზეა და აწყობილია უნიკოდში, ასე რომ მომხმარებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი კომპიუტერი აღჭურვილი იყოს შესაბამისი შრიფტით (იხილეთ ეს პოსტი).

ამ ყველაფრის შემდეგ მომხმარებელი მზადაა, საიტის ყველა ფუნქცია გამოიყენოს:

  1. ფოტოების შეფასება
  2. სკოლების, კლასელების ძებნა
  3. კლუბები სხვადასხვა ინტერესების მიხედვით
  4. ჰოროსკოპი
  5. ტესტები
  6. ფოტოების ატვირთვა ალბომებში
  7. ბლოგების შექმნა
  8. ვიდეოები
  9. ფლეშ-თამაშები

ხო, ყველაზე მთავარი – ამ ბევრ საინტერესო სერვისს გამოიყენებთ სრულიად უფასოდ!
საიტზე არის რამდენიმე ფასიანი სერვისი – სმაილები, ანიმაციები, სურათების უმაღლესი ქულით შეფასება… ამისათვის საჭირო ვირტუალური ვალუტის შეძენა სმს-ის მეშვეობით შეიძლება.

მოინახულეთ და გამოთქვით თქვენი აზრი.

P.S. ეს ვიდეო სრულიად შემთხვევით ვიპოვნე🙂

7 thoughts on “>face.ge

  1. >რა იყო, არავინ არ დაინტერესდა?თუ შეხვედით, დარეგისტრირდით და შეგიწოვათ?🙂

  2. >აშკარად ტრილიონმა დოლარმა უფრო დააინტერესა ხალხი :))

  3. >დვოოორ, როგორ იპოვე ეს ვიდეო სრულიად შემთვევით?გუგლიში დასერჩე ,,კაი გოგოები” ?:))))))))))))))))))))))))მე ვერ დავამუღამე ფეის ჯი…რა ვქნა, რაღაც ჩემს აღქმასთან ვერ დადგა ახლოს…არ ჩაჯდა, ვერ წაიღო…თორე ისე საიტია გადასარევი..მართლა ძაან ფუქნციური, დაჟე რაღაც რაღაც ფუნქციები ახლაც არ ვიცი ბოლომდე..

  4. >ყველაზე ძაან ის ფუქნცია მომწონს, შენ რო მესიჯს მისწერ და მისი კომპიუტერი რო ხმამაღლა გიკითავს გამოთქმით…და პირიქით, გოგო რო მეიჯს მოგწერს და კომპიუტერი რო გიკითხავს ქართულად ძაან სექსუალური გოგოს ხმით…(ხ.მ.ი.ჩ.?) :))))ხოდა მართლა, შვედები ნახეთ რააა…http://www.youtube.com/watch?v=lERNu6M3X8M

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s