>გუდაური

>ხო, ვიცი რომ დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ხომ არ მოგენატრეთ? 😉

გუდაურში ვარ, ვსრიალებ (ვსწავლობ ვაბშეტა), თოვს, ნისლია, სველა. სასტუმრო არ მომეწონა, პატარა საწოლი აქვთ.

დალევა და ბევრი ძილი.

რამდენი ხანია შვებულება არ მქონია…

რაც შეეხება ახალ ამბებს – რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ეს ჩვენი ქვეყანა ისევ არეულობის მოლოდინშია:

“ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია”.

გაატრაკეს საქმე რა…

გაანებეთ ამ პოლიტიკას თავი:

1. არც თქვენ გაგეგებათ რამე ამ პოლიტიკური თამაშობებისა,

2. არც მე,

3. არც ჩვენს პატივსაცემ ოპოზიციას (самый настоящий сброд!),

4. არც არანაირი პატივისცემის ღირსს ჩვენს მთავრობას!!!

პოლიტიკა ჭკვიანი ხალხის საქმეა. ჭკვიანი და ფლიდი, გაიძვერა, ქლესა და ორპირი, ასევე ორგული ხალხის საქმეა.

იმედი მაქვს, რომ არცერთი თქვენთაგანი ასეთი არაა.

ხოდა შეეშვით მეთქი და საქმეს მიხედეთ. ხე დარგეთ, ან სახლი ააშენეთ. მესამე გზა ხომ ყველაზე სასიამოვნოა 😉

Sent from my iPhone

Advertisements