>10 წამალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

>მაშ ასე, დღეს არსებული 200 000-ზე მეტი დასახელების წამლისა და სამკურნალო თვისებების მქონე ნივთირებებიდან ვასახელებთ მხოლოდ 10 საუკეთესოს:

1. ოპიუმი
პირველი ძლიერი გამაყუჩებელი.
მზადდება ყაყაჩოს დაუმწიფებელი თავებიდან გამოყოფილი წვენისაგან.
”ოპიუმის ომები” – ასეთი რამეც არსებობდა, როდესაც ინგლისსა და ჩინეთს შორის კონფლიქტი გაღვივდა ამ ძვირფასი ნივთიერების გამო 😉
1806 წელს ოპიუმის ალკალოიდებიდან თეთრი კრისტალები გამოიყვანეს და მორფი დაარქვეს (ძველი ბერძნული ღვთაების, მორფეუსის პატივსაცემად).
1874 წელს კი, მორფისა და ოპიუმის მავნე ”მიჩვევის” ეფექტის აღმოჩენის შემდეგ,
გადაწყვიტეს უფრო უვნებელი გამაყუჩებელი გამოეყვანათ და… ოპიუმიდან ჰეროინი გამოიყვანეს. 1910 წლამდე ჰეროინი ჩვეულებრივად იყიდებოდა აფთიაქებში 🙂
დღეს ოპიუმი, მორფი და ჰეროინი არ ვიცი სად იყიდება.

2. ყვავილის ვაქცინა
ჩვეულებრივი ყვავილის კი არა, არამედ ინფექციური დაავადების – აი, ჩუტყვავილას ბიძაშვილი რომაა 🙂
1980 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ კაცობრიობამ საბოლოოდ დაამარცხა ეს დაავადება, რომელიც 3000 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მე-18 საუკუნის ჩათვლით წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანს კლავდა (საშუალოდ).
ვაქცინა აღმოაჩინეს 1796-1798 წლებში – ძროხებზე ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ანტიგენის შეყვანით ადამიანის სხეულში.
საერთოდ აცრის მუღამი მაქედან წამოვიდა 🙂

3. ეთერი
არც რადიო და არც ქალბატონი – ანესთეზიის საშუალებაზე ვამბობ.
შუა საუკუნეებამდე ანესთეზიის ყველაზე კარგი საშუალება მძიმე მუშტი, ან ხის ჩაქუჩი იყო.
თუმცა გოგირდის ეთერი უკვე შუა საუკუნეებშიც კი იცოდნენ მკურნალებმა.
პროგრესმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი საბოლოოდ აქედან აზოტის ოქსიდი გამოყო (მას საკმაოდ ”გამამხიარებელი” ეფექტი აქვს – ადამიანს უმიზეზო სიცილი და მხიარულება ეუფლება).

4. კოკაინი
ისევე როგორც ნარკოზია მნიშვნელოვანი ქირურგიისთვის, კოკაინი ყოფილა თურმე ფარმაცევტიკისათვის. ნოვოკაინებსა და ყველანაირ ”კაინებში” შედის კოკაინი – მცენარე კოკას ფოთლების წვენის ექსტრაქტი.
ჯერ კიდევ კონკისტადორებმა შეამჩნიეს, რომ სამხრეთ ამერიკელი ინდიელები მუდამ რაღაც მცენარეს ღეჭავდნენ და საკმაოდ თამამად ებრძოდნენ ესპანელ დამპყრობლებს.
მერე კი კოკაინი ზიგმუნდ ფროიდმა გამოსცადა და მიხვდა, რომ ეს კარგია 🙂
სხვათა შორის, ნოვოკაინი ბევრად უფრო უსაფრთხოა – 16-ჯერ უფრო ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე კოკაინი.
ამიტომაა კოკაინი – ნარკოტიკი, და ნოვოკაინი – წამალი.
არ ვიცი, სად იყიდება.

5. ასპირინი
ტირიფის ხის ქერქის ნაყენი, რომელიც თურმე აცეტილის მჟავას შეიცავს, ადრეული ხანიდანვე მოწონდათ ექიმებს. სწორედ აქედან მივიღეთ საბოლოოდ ასპირინი – თითქმის ყველაფრის მკურნალი.

6. ვიტამინები
ყველა ვიტამინი სინამდვილეში ჩვეულებრივი აზოტია (ლათინურიდან: vita – ცხოვრება, amin – აზოტი).
ადრე თურმე მდიდარი იაპონელები (რომლებიც გაწმენდილ ბრინჯს მიირთმევდნენ) უფრო ადვილად ხდებოდნენ ავად და კვდებოდნენ, ვიდრე ღარიბი იაპონელები (რომლებიც გაუწმენდავ ბრინჯს მიირთმევდნენ).
შედეგად გაირკვა, რომ ბრინჯის ქერქი შეიცავდა სწორედ ამ საჭირო აზოტოვან ნივთიერებებს – ვიტამინებს, რომლებიც ისევე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, როგორც ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური მარილები და წყალი.
დღეს ცნობილია 20-მდე ვიტამინის სახეობა.

7. სალვარსანი
დარიშხანის პრეპარატი სიფილისის სამკურნალოდ.
საქმე იმაშია, რომ სალვარსანი პირველი ქიმიურად გამოყვანილი პრეპარატია (1907 წელს, 606 ცდა დასჭირდა ამის მიღწევას) – მანამდე კი ყველა წამალი ბუნებრივი ნივთიერებებისაგან მზადდებოდა.
ამის შედეგად განვითარდა ქიმიოთერაპია და სინთეტიური პრეპარატები – დღეს ჩვენს წითელ აფთიაქებში გაყიდული ყველა წამლის 90% სინთეტიურია (Что вы, что вы – сугубо натуральный камень! © პიპინია ერისთავი)

8. ინსულინი
ესაა ჩვეულებრივი, რიგითი ჰორმონი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი შეიცავს – ანუ კუჭქვეშა ჯირყვალი გამოყოფს.
ინსულინი 1921 წელს დაავადებული ძაღლის ორგანიზმიდან გამოიყვანეს და შედეგად ეს ძაღლი მისივე ჰორმონით განკურნეს 🙂 საწყალი გმირი ცუგა 🙂
1923 წელს ავტორებს ნობელის პრემია მისცეს – ეგენი რომ არა, რამდენი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა დიაბეტს…

9. პენიცილინი
პირველი ანტიბიოტიკი. ჩვეულებრივი ობის სოკო – აი, პური რომ გიფუჭდებათ ხოლმე სახლში, ეგაა 😉
მისი მთავარი თვისება ისაა, რომ მიკრობებისა და ბაქტერიების ზრდას ანელებს და ებრძვის მათ. თან, მარტო ცუდ მიკრობებზე მოქმედებს 🙂
1940-1942 წლებში აღმოჩენილმა ამ ანტიბიოტიკმა მრავალი დაჭრილი და ფრონტის ხაზზე მიტოვებული ადამიანი გადაარჩინა.
დღეს უკვე რამდენიმე ათეული დასახელების ანტიბიოტიკი არსებობს – და ყველა ძაან კაია 🙂
ვიცი, სადაც იყიდება.

10. ენოვიდი
ჰორმონი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.
პირადად მე არაფრად მეპიტნავება, მაგრამ ნამდვილად იქონია გავლენა კაცობრიობაზე და…
უფრო სწორად, კაცობრიობის გამრავლებაზე.
ნეგატიური გავლენა 🙂
ასე რომ, არ იყიდოთ და არ გამოიყენოთ.

P.S. რა ვქნა, გამოდის რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე უფრო საინტერესო რამეები წერია, არა?
სამწუხაროდ, THC ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი არ შევიდა ამ სიაში 😦

Advertisements