>ჩემი ჭიქები

>
ცნობილია, რომ დედამიწაზე 10 კატეგორიის ხალხი არსებობს: ისინი, ვინც იცის ორობითი სისტემა და ისინი, ვინც არ იცის.

ან: კატების და ძაღლების მოყვარულები.
ან: ჰეტერო- და ჰომოსექსუალები.
ან: მიშისტები და ზვიდარასტები.
რა თქმა უნდა, ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ ბევრნაირი კატეგორიის ხალხი არსებობს, და მათი კლასიფიცირება კიდევ უამრავი ნიშან-თვისების მიხედვით შეიძლება.

მეც და თქვენც – ყველანი ვექვემდებარებით ამ კლასიფიცირებას ჩვენი საქციელის, ჩვევების, გემოვნების თუ ნებისმიერი სხვა რამის მიხედვით.

ორი წლის წინ დავწერე სტატუს-პოსტი, სადაც შევეცადე, აღმეწერა საკუთარი თავი. რაღა თქმა უნდა, ბევრი ცვლილება შევიდა მას შემდეგ ამ სტატუსში, მაგრამ ახლა ერთ ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: მე ჭიქების მანიაკი ვარ. ყავის ჭიქების! (აბა ჩაის არ ვსვამ და…)

ნუ იფიქრებთ, რომ რამე კოლექციას ვაგროვებ. უბრალოდ, ბევრი ყავის ჭიქა მაქვს და ყველა ამ ჭიქიდან ვსვამ ყავას. ერთი – სამსახურში, სამი – სახლში, ერთიც მშობლებთან, ერთიც – მამიდასთან. პლიუს, თითო-თითო რამდენიმე მეგობართან.

ანუ საბოლოო ჯამში მაქვს 5 ყავის ჭიქა პირად საკუთრებაში, პლიუს რამდენიმე ე. წ. ”პაჭოს ჭიქა”. რაც მთავარია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევ იმას, რომ არავინ არ ისარგებლოს ამ ”ჩემი” ჭიქებით (ერთი განსაკუთრებული ადამიანის გარდა) 🙂

ხო, მაქვს კიდევ ლუდის კათხები. 2 შუშის და ერთი თიხის (საჩუქარი პრაღიდან).

კიდევ მაქვს დანა, ჩანგალი და კოვზი, მაგრამ ჭიქებთან ვერაფერი ვერ მივა.
ყავის ჭიქების ხელშეუხებლობა – უპირველეს ყოვლისა!

თქვენც გექნებათ მსგავსი ”მანიაკალურ-თქვენი” ნივთები, დარწმუნებული ვარ.

პოსტი შთაგონებულია თანამშრომლის მიერ, რომელმაც სცადა, ჩემი ჭიქიდან დაელია ყავა.

Advertisements

10 thoughts on “>ჩემი ჭიქები

  1. >მე წიგნებზე მჭირს იგივე. მაქვს ჩემი წიგნები, რომლებსაც არავის არ ვთხოვნი და კიდე მაქვს მეგობრებისგან ნათხოვარი წიგნები რომლებსაც არ ვუბრუნებ 🙂

  2. >მეც სახლსა თუ სამსახურში ჩემი “ჭურჭელი” მაქვს:) სხვისი კოვზით, ჭიქით, ჩანგლით მირთმევა არ მიყვარს, თუ სხვა გზა არ არის..კიდევ სამკაულები. სხვის ბეჭედს ან საყურეს არ გავიკეთებ. მოკლედ, ჩემი ნივთები – ჩემთან…

  3. >მეც მაქვს ჩმრი ჭიქა სახლში და იციან რომ ხელი არ უნდა მოკიდონ.ზოგადად კიდევ არის კატეგორია ადამაინების რომელსაც არაფერს ვათხოვებ და პირიქით.

  4. >მეც მაქვს რაღაცეებზემარა ყველა ეგეთი ”წიკი” სხვადასხვა გარემოებაში სხვადასხვანაირია და სხვადასხვა საგანზე )))

  5. >მე მაქსვ 1 ბალიში, რომელზეც ვინმემ რო დაიძინოს გავგიჟდები და კიდევ 1 თეფში მაქვს მიკი მაუსი ახატია და პურს ვდებ ხოლმე და ეგეც ჩემი საკუთრებაა :))))) არავინ ჩამს ჩემი მიკიდან :)))))))

  6. >მე ზარდახშები მოყვარს, ყველანარი ფორმის, ყველანარი მასალის, ზომის, მოკლედ ძააან ძააან მიყვარს და ჯერ სმიცალი მაქვს (angel)

  7. >მე, მაგდაგვარი წიკი არ მაქვს.არ ვთხოვნი და არ ვითხოვებ მხოლოდ ქმარს :))))))ვინმემ რომ აიგოს თვალებს ამოვჩიჩქნი :)))))

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.