>Procrastination

>
ინტერნეტი საოცარი რამაა. თუ რამეა?

რაც არ უნდა დაგჭირდეს, ყველაფერს მოძებნი.

თუმცა, ხანდახან ძებნაც არ გჭირდება.
ხანდახან თავისით მოდის ხოლმე ინფორმაცია შენამდე – ვინმე მოგწერს სკაიპში, ან მეილით, ან რამე ლინკს გიგზავნის, ან რეკლამას წააწყდები…

მეც ხშირად მომსვლია ასეთი რამ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უცბად ყველა მხრიდან თითქოს ერთი თემა წამოიწევა, და ყველანაირად ცდილობს რომ თავს მოგეხვას.

ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც, ოფლაინშიც ხდება.
აი, მანქანის ყიდვა თუ გინდა, თითქოს ყველგან მარტო ავტოაუქციონები გხვდება.
ან, რამე სიმღერას ან ფილმს თუ ეძებ, აუცილებლად ეგ სიმღერა უნდა გავიდეს რადიოში, ან ფილმი – ალანიაზე (აბა სხვა არხები წესიერ ფილმებს აღარ აჩვენებენ)
ან თუ მარტოსულად გრძნობ თავს, მარტო ბოზები გხვდებიან ქუჩაში.
ან თუ უკანონო რამეს სჩადიხარ, მარტო პატრულის მანქანებს ხედავ…
მოკლედ, in general, ხომ მიმიხვდით?

ხოდა ამ ბოლო დროს ჩემთვის ასეთი თემა წარმოიშვა – procrastination. არ ვიცი ქართულად რა ქვია – სიზარმაცეს, საქმის გადადებას, გაჭიანურებას, რაღაცის წამოწყების უუნარობას და კიდევ მსგავს უმსგავსობებს – ყველაფერ ამას ერთად და ცოტა მეტს ნიშნავს ეს საშინელი ანგლოსაქსონური სიტყვა – procrastination.

ხოდა ამ პროკრასტ… პროკრ… თფუ, ვერ ვთქვი (პროკრუსტეს გავს ძალიან)

მოკლედ, ეს თემა ხშირად მხვდებოდა ბოლო დროს – ხან ტვიტერში, ხან რიდერში, და ათას სხვა ადგილას.

ხოდა უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს აშკარად გაზარმაცებული ვარ. უფრო სწორად, ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებ. ყველა დედლაინი გადაცილებული მქონდა. არადა მიზეზი ვერ დავადგინე – თითქოს ხან მეზარება, ხან ვერ ჩავუჯექი, ხან რა და ხან რა…
ხან სტუმრები მოვიდნენ, ხან ჩვენ წავედით სტუმრად, ხან მეზარება და ხან დაღლილი ვარ…
ხანდახან ინბოქსში რომ ვიხედები, იმდენი წერილი მხვდება, რომ მეშინია ხოლმე გახსნა და წაკითხვა…

მოკლედ, ვუყურე ამ ვიდეოს და მივხვდი, რომ ცხოვრების წესი რადიკალურად უნდა შევცვალო.
თავი ავწიე და საქმეს ჩავუჯექი.

თქვენც გირჩევთ, არ გაზარმაცდეთ!!!

ფოტოს შინაარსს ყველანი მიხვდით? შეებრძოლეთ თქვენს სიზარმაცეს! 😉

Advertisements

11 thoughts on “>Procrastination

  1. >ვაიმე, მეც სიზარმაცის მწვერვალების დაპყრობაში ვარ. :-):-) და კიდევ ერთი უბედურება- დილას ვერ ვიღვიძებ, რა ვქნა? alarm signal-ად გემის სიგნალი ხომ არ დავიყენო? :-):-):-):-)

  2. >- მიტირია და მაინც მიმეცადიანია,ცრემლდენით—ისე მეზარებოდა!!! ახლა —შემხსენებელ/”ტვინისწამღები” მჭირდება … და შემხსენებელს რა ენერგიად უჯდება!…”ენერგო-ვამპირი” გავხდი:(( და სხვებსაც , ფილმშიც, იგივე პრობლემა რომ აქვთ?! ჩემი ერთერთი მეთოდია(არა შეყვარებულებში ჭრის):წამოწოლა, თავში სისხლის გაშვება-მდე!(აი, კოლაფსის დროს რომ ეცემა ადამიანი თავისთავად) და ცოცხლდება!)

  3. >ქართველების დაავადებაა ეგ ჩემი აზრით!!!!Learn to survive!!!!შრომა და სიზარმაცისგან თავის დაღწევა სოფელში უნდა ისწავლო ადამიანმა, ასე მოძულებული რომ გაქვთ ყველას იქაურობა. იქ გაცილებით მარტივად ისწავლება ეს ყველაფერი 🙂 იქ უშრომელად და სიზარმაცით მოკვდები მშიერი.სოფლელისთვის პურის და ჯადის ჭამა სულ სხვა რეაქციებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული (მაგ.: დათესვა, მარგლა, მორწყვა, მოსავლის აღება, დაფქვა, გამორჩევა და ა.შ.) ქალაქის მცხოვრებისთვის კი ეს ყველაფერი ერთ რამეში ფულში ერთიანდება (50 თეთრი იშოვა, ჩავიდა მაღაზიაში და იყიდა პური)ასე იქმნება სიზარმაცე…რატომ გაიზარდა საშუალო ასაკი??? იმტომ რომ ბავშვების გაჩენაც კი ეზარებათ 🙂 სოფელში უფრო მეტი ბავშვი ყავთ ვიდრე ქალაქებში და ნუ დააბრალებთ უსახსრობას…კარგია შემოძახება ყოველთვის, ყოველ დილას და ყოველ საღამოს…

  4. >რა, ვქნა ანუ, Managerial Economics-ში 78 გვერდის სწავლა და 20 გვერდი იდიოტური წარმოებულების ამოხსნა რო მეზარება- ამის დასაძლევად სოფელში წავიდე???? 🙂 სოფელი, ბუნება და ჩიტების ჭიკჭიკი დასასვენებლად აუფრო რის საჭირო :):)სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩემო პაჭო, კალო და დანარჩენებო (ვისაც არ ვიცნობ) მოტივაციის დეფიციტია. ანუ იმიტომ მეზარება 78 გვერდის სწავლა, რომ პრინციპში არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემს მატერიალურ კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება. არც იმაში ვარ დარწმუნებული სამსახურში სახეს ავიხევ თუ არა – მთუმეტეს ამ ფინანსური კრიზისის ფონზე (რომელიც რომ არ დაწყებულიყო, საინტერესოა რაზე გააკეთებდნენ კომპანიების მეპატრონეები აპელირებას თავიანთი ბოროტი განზრახვების სისრულეში მოყვანისას)ინსენტივი ან იქნება ან არა, მე 3 ოთახიან სახლს გავყიდი, სახეს ავიხევ, ავიღებ კრედიტს და 4 ოთახიან სახლს რომ ვიყიდი- ომი დაიწყება თუ არა…. ანუ ჩემი, შენი, ჩვენნი ყველას ზარმაცობა – არის მომავლის დაგეგმვის შეუძლებლობისა და in general, უმოტივაციობის შედეგი.მე ასე მგონია.

  5. >ირინა მართალია. სოფელშიც არიან ზარმაცები და ქალაქშიც. ქალაქში რომ ცხოვრობ 50–თეთრიან პურზე მეტი მოთხოვნილებები გიჩნდება, იმიტომ რომ მეტი შესაძელბლობებია. ჩვენი სიზარმაცე, უფრო რაც ირინამ დაწერა იქიდან მოდის. იმდენს არ გიხდიან, რამდენსაც მუშაობ, ეგ არის….

  6. გამოხმაურება: პროკრასტინაცია « დღიური

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: OTO კომენტარის გაუქმება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.