>საიუბილეო 3003-ე პოსტი

>
მაშ ასე.

გადავაბიჯე 3000 პოსტის ზღვარს.
რა თქმა უნდა, ამდენი პოსტიდან ერთი 30 თუ გამოერევა კარგი – ჩემი ნაწერი, დანარჩენი სულ ფოტოები, ვიდეოები და ნაყარ-ნუყარია.
ნუ, 30 თუ არა, 300.

დიდი მადლობა, რომ ჩემთან ხართ/იყავით ამდენი ხანი.
და კიდევ რომ იქნებით.
დავწერ კიდე ბევრს.

და საიუბილეო პოსტად რატომ ავირჩიე სამიათასმესამე?
იმიტომ რომ, სამიმეათასეა თუ მესამიათასე – ვერ გავარკვიე (მაგდენი ქართული არ ვიცი).

და კიდევ იმიტომ, რომ 3000-ე პოსტად მილიარდი დოლარის ფოტო დავდე 🙂

და კიდევ იმიტომ, რომ როგორც იქნა, მოვაგვარე: ბევრი პრობლემები სამსახურში, გადაცილებული დედლაინები, პირადი პროექტების დროის მენეჯმენტი, დავა მეზობელთან მანქანის გასაჩერებელ ადგილზე, სხვა მცირედი პრობლემები…

და კიდევ იმიტომ, რომ 3003 უფრო მეტია, ვიდრე 3000 – უფრო შორს არის, უფრო მეტია, უკვე იმ გასულ სამ ათასეულს კი არ ეკუთვნის, არამედ მომავალი, მეოთხე ათასეულის საწყისია…

და კიდევ იმიტომ, რომ არ დამიწერია გასული 2008 წლის შემაჯამებელი პოსტი (იმიტომ რომ ასეთი პოსტების წერაზე დიდი გოიმობა მხოლოდ საკანში ჯდომა და ენის ფხანაა) და იმიტომ რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, და იმიტომ რომ ძველები სადღაც ქრებიან (ქართულ ზღაპრებში რომაა: ”იქით წასული ბევრი მინახავს, მაგრამ იქიდან დაბრუნებული არავინო”), და იმიტომ რომ რუსებთან ომი იყო, და იმიტომ რომ ცოლი მოვიყვანე, და იმიტომ რომ ქორწილი არ გადამიხდია და არც გადავიხდი თქვენნაირ გოიმურ, მუცლის ამოყორვის და გატყვრომის გარდა სხვა დანიშნულება რომ არ აქვს, სირობას, და იმიტომ რომ პირველივე სიმღერაზე დამკვრელებს გავუქანებდი თავში ღვინით სავსე ორლიტრიან გრაფინს, და იმიტომ რომ ობამას ჰუსეინი ქვია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ჰუსეინებს ორგანულად ვერ იტანდა და სადაც დაიჭერდა, მუსრს ავლებდა, და იმიტომ რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისია, და მანქანები და ბინები გაიაფდა, საჭმელი კი გაძვირდა, და იმიტომ რომ პრემია რატომღაც მარტში მექნება, და იმიტომ რომ კარგი ბიჭი ვარ და იმიტომ რომ არ დაგეზარათ ამდენი სისულელის წაკითხვა?

P.S. ასერგასი ყოფილა თურმე ასორმოცდაათი.

Advertisements

8 thoughts on “>საიუბილეო 3003-ე პოსტი

  1. >ერთგული მკითხველი გილოცავს საიუბილეო პოსტს და ერთგულად აპირებს მომდევნო საიუბილეო პოსტების წაკითხვას 🙂

  2. >გილოცავთ, გენაცვალე გილოცავთ, აბა შენი იცი შემოგვამატე რამე კარგი, ახალი, საკამათო თემები… ოღონდ არა პოლიტიკური 🙂

  3. >ნუ მე აქ თურმე რაღაც ამბები გამომრჩენია… გილოცავ…3003-ის სულ პირველი დღიდან არა მაგრამ ნუ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ვარ. ძალიან მახარებს. მეილის ჩეკინის პარალელურად ვამოწმებ შენს პოსტებს.. უკვე ჩვევაა..ისე რევიუები ხანხან საჭიროა, მგონი ადრე შენც წერდი ხოლმე… ნუ ახალი წლისთვის არა მაგრამ მაინც..ლავთინა

  4. >გილოცავ. დაოჯახებას პირველ რიგში. მადლობა3003 მარგალიტისთვის, ჩემი ბლოგის სტუმრობისთვის და კომენტებისთვის.ოოღონდ ერთ რამეში დაგასწარი, 3003 არა, მაგრამ 33-ეს იუბილე მეც მქონდა ჩემ ბლოგზე, როცა ჩემი თემა ფორუმ.geზე 33-ე გვერდზე გადავიდა.http://cartveli.blogspot.com/2009/01/33.htmlგილოცავ

  5. >მესამიათასე :)გილოცავ და თუ მეტ პოსტებს დაწერ (ანუ როცა თავად გვიყვები რამეს) კარგი იქნება. კარგი წასაკითხია ხოლმე. თუმცა, ფოტოებიც – საინტერესო 🙂

  6. >ამ პოსტით მეც ჩემთვის მნიშვნელოვან თემას დავიმახსოვრებ:სამსახურში ინტრიგას არ ავყევია და აღმოვაჩინე, რომ კვერცხის(ინტრიგის)-მდებელი ინტრიგანის გარდა ყველა შემსრულებელს(სუბორდინაციის გამო და ა.შ.) გაეხაედა, რომ ვერ ჩამითრიეს, გესმით?! სითბო დავინახე მათ თვალებში!…მემგონი ”გუგულის ბუდეს” გადავუფრინე!!!:))

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.