>ის მოკვდა – VHS

>
დამთავრდა ვიდეოს ერა.

ციფრულმა მატარებლებმა საბოლოოდ გაანადგურა ვიდეოფირი და 2008 წლის ბოლოს გაჩერდა კიდეც ვიდეოკასეტების წარმოება.

გახსოვთ თქვენი პირველი, ვიდეოკასეტაზე ნანახი ფილმი?

მე მახსოვს – კობრა! სტალონე რომ თამაშობდა.
მერე – კომანდო. შვარცენეგერი.
მერე აღარ მახსოვს – ბევრი ფილმი იყო ნინძებზე და ეგეთებზე, მერე წამოვიდა ვესტერნები, მერე უკვე ფართოდ შემოიჭრა ვიდეო ჩვენს ცხოვრებაში და აღარ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულ უცხო ხილს.

მერე გამოჩნდა ვიდეოები უკვე თითქმის ყველა სახლში. და აი მანდ დაიწყო გართობა…

ანუ ვგულისხმობ 12-დან 52 წლამდე ბიჭებს (და ზოგ გოგოებსაც კი) ”სპეციალური კასეტები” რომ ქონდათ. ხოლმე. აი გერმანულ ენაზე იყო ძირითადად, და ჰოლანდიურადაც ცოტა. ნუ, ხომ ხვდებით, რა ფილმებს ვგულისხმობ…

(ვინც ვერ ხვდება, და 18 წელზე უფროსია, აქ დააჭირეთ)

ყველაზე მაგარი ექსტრიმი იყო, დენი თუ წავიდოდა და კასეტა ჩაგრჩებოდა ვიდეოში – უნდა მოგესწრო და ამოგეღო, სანამ უფროსები მოვიდოდნენ და ყურებს დაგაჭრიდნენ.

მოკლედ, ვიდეოს ერა, რომელიც საქართველოში 1989 წელს დაიწყო, მსოფლიოში უკვე დამთავრდა.

პაკააა!

Advertisements