>პოსტი-პასუხი

>პასუხი ტატოს – კომენტარის მაგივრად:


არ ვყვები მოდას – მოდა მკიდია, მე თვითონ შევქმნი, თუ დამჭირდება.

არ ვწერ სიყვარულზე – იმიტომ რომ მე ის აქვე მყავს: დიდი, მშვიდი, ლამაზი…

ვწერ სიყვარულივით – ჩუმად, მალულად, მოკლე-მოკლე ფრაზებით – გარეთ ხომ ყველაფერს არ გამოიტან – გულში ვინახავ…

დიახ, იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს – და მე ვიპოვნე კიდეც.

იყო დრო როცა ნამდვილ სიყვარულს ვეძებდი – შორს მივდიოდი, გავრბოდი, ველოდებოდი…
და ვნახე, მივხვდი, რომ აქვე იყო – ყურის ძირში – ნამდვილი ყოველთვის რეალურია, ხელშესახები, ხოლო ის, რაც აბსტრაქტული და იდუმალია – სისულელეა და მეტი არაფერი.

ჩემი თავი ნაპოვნი მყავს, კუთხეშია მომწყვდეული და ვამუშავებ – მარჯვენა ჰუკი, ორი მარცხენა – ცხვირში/ნიკაპში, ერთი აპერკოტი მარჯვნიდან – დიაფრაგმაში, მეორე აპერკოტი მარცხნიდან – ყბაში.
და მზადაა.

ზაფხული მოვა აუცილებლად, შენ ვერასდროს ვერ გააჩერებ მის სვლას – შემოდგომის მერეა ზამთარი, მერე კი ”გა”, და მერე ზაფხული.

სევდიანია, კი, მოწყენილი, კი, უფრო უგებ ამ შემოდგომას – მაგრამ გაივლის ეგ სევდაც და ისევ გაგიხარდება შენ ყველაფერი.

16 thoughts on “>პოსტი-პასუხი

  1. >კარგია გიგა, მიხარია შენი განწყობა და საერთოდ შენი ბოლოდროინდელი ამბები, შორიდან რომ მესმის და რომ ვერ გნახე დიდი ხანია… ისე ჩემ თავს მეც დიდი სიამოვნებით მოვიგდებდი სადმე კუთხეში ცოტა ხანს😉

  2. >ხო რავიცი ამასწინათ სადღაც მეპატიჟებოდი და მერე სულ დაიკარგე. იქითა კვირიდანო, ქალაქგარეთო … რავიცი რავიცი :))))

  3. >ხალხნო, არ გინდათ თქვენი თავის კუთხეში მოგდება. იყავით ის რაც ხართ და ნუ შეგრცხვებათ. არც თავის პოვნა არ არის საჭირო, იყავით ის რაც ხართ სინამდვილეში აკეთეთ ის რაც გინდათ და არ აკეთოთ ის რა ც არ გინდათ და თავიც ნაპოვნი გექნებათ.

  4. >სწორედ მაგაშია საქმე, ნიკოლოზ, რომ ყველას არ შეუძლია იყოს ის, რაც არის…

  5. >ჯერ გიგას პასუხის გადავაწყდი ინტერნეტში, ეგრევე ტატოს საძირკველში გავედი და ორივე მაგარია.და ვაბშე, მართლა შევიკრიბოთ რა?თუნდაც ახალვე, ჰა, დამირეეკეთ.ხოდა კიდე: რო არ ვთქვა არ შემიძლია…რამდენიმე გვერდი მქონდა ერთდროულად გახსნილი, გიგას ბლოგი, ტატოს ბლოგი, მაივიდეო, ხო იცით როგორც ხდება ინტერნეტში ბოდიალი, ვსიო სრაზი ი ვმესწე… ოხ ეს რუსული გამოთქმები და წვენები ვერ მოვიშორე რა…ხოდა აქეთ გიგამ გადაშალა გული, იქით ტატომ, მოკლედ მამაკაცური გრძნობებისა და ადამიანური ემოციების ორომტრიალში ვარ, ჰა ჰე ჰოოო…. დამაივიდეოზე:უცებ….ვიდეო….,,ტავის ძმა ტყნავს ტავის დას”სიტყვასიტყვით…და მართლაც…რა მრავალფეროვიანია სამყარო… :))))))))დაძმა იქით ეყარონ ,,ჭირი მაგათ” მიროსი არ იყოს (ანუ მირო როგორც იყოდა)და საღოლ ბიჭებო, საღოლ….

  6. >გიგა, voice comments არ არსებობს?მეზარება ამდენი წერა. იქნებ ეგეთი ფუნქცია გააძრო. არამგონია რომ არ იყოს. ხმოვანი კომენტარები უფრო ადვილია.

  7. >და კიდევ ერთი; სანდროს კომენტარის პასუხად; კუტუ თუ ხარ მაშინ უფრო გჭირდება ადამიანს საკუთარი თავის კუთხეში მოგდება და კონტროლი რომ რამე კუტუობა არ გააკეთო. თორე ისე …

  8. >რა საყვარლები ხართ ყველანი.ბლოგერებო, ძალიან მიყვარხართ. რა ცუდია, რომ არ გიცნობთ😦

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s