>რა ხდება?

>

ხოო, აბა მაშ სანამ ჩემი მუზა სადილს თუ ვახშამს ამზადებს, მოგიყვებით, რა ხდება მსოფლიოში.

თბილისის ამბებზე ადრე ვწერდი, მაგრამ ისეთი საინტერესო ამ წუთას არაფერი ხდება, თან მეც არ ვარ თბილისში და არც ვიცი რამე საინტერესო.

მოკლედ, დღეს ჩართეს როგორც იქნა LHC და აამუშავეს. პროტონები და სუბატომური ნაწილაკები დაფრინავენ და ყველაფერი რიგზეა.
ჯერ არ აჯახებენ ერთმანეთს.
აი რო დაეჯახებიან, მერე ვნახოთ – თუ წარმოიშვა მართლა შავი ხვრელი და თუ ჩაყლაპა მთელი დედამიწა…
(ნუ გეშინიათ, ეგეთი არაფერი მოხდება, პროსტო ვაზვიადებ)

კიდევ რა ხდება და Google Maps როგორც იქნა, საქართველოს აჩვენებს.
ადრე არ აჩვენებდა, რატომღაც – ტო ლი რუსებს რო არ დაებომბათ (თუმცა ამან ხელი არ შეუშალა რუსებს), ტო ლი რუკები არ ვარგოდაო…
მოკლედ, ეხლა შეგიძლიათ შეხვიდეთ და დატკბეთ საქართველოს ხედით ზევიდან.

კიდევ საინტერესო ამბები ხდებოდა სადღაც გარშემო, ზუსტად აღარ მახსოვს – რუსები გადიანო, ევროპელები შემოდიანო, კვიპროსს დავემსგავსებითო, დავკარგეთო ტერიტორიებიო, არა, რას ქვია დავკარგეთ, მალე დავბრუნებთო, მედვედევს ფრანგული არ ცოდნიაო და სარკოზის რუსულიო, მერე რა რო მიშამ ერთიც იცის და მეორეც?


ხო, კიდე სულ დამავიწყდა – გაიხსნა რეგისტრაცია BlogCamp CEE-ზე (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას გულისხმობს), რომელიც ჩატარდება კიევში და…
დანარჩენი თქვენ იცით🙂

3 thoughts on “>რა ხდება?

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s