>load

>

დილა ადრე დაიწყო.
სადღაც 7:30

ძაღლი ხელს გილოკავს და ადექიო, წკმუტუნებს
კატას შია და კნავის.

სასიამოვნო ნიავი უბერავს და დილით საძოვარზე მიმავალი ძროხების ზარების რაკუნი გესმის.

ნახევრად მძინარე, აგვარებ შინაური ცხოველების საუზმის საკითხს და ჩადიხარ პირველ სართულზე, დიასახლისს/მომვლელს/მოჯამაგირეს აღვიძებ – ნიიიინ, ყავა მინდაააა…

სულ გავიწყდება, რომ ტრუსიკით ხარ და ბოლო-ბოლო, უზრდელობაა, სხვა თუ არაფერი.

აბაზანაში შედიხარ და სიგარეტს უკიდებ. ონკანს უშვებ, აბაზანის კიდეზე ჩამოჯდები და ელოდები, როდის წამოვა ცხელი წყალი.

შხაპი გაფხიზლებს და პირსახოცმოხვეული და სველი გადიხარ სასაუზმოდ.

8:00
აღვიძებ დას (რა თქმა უნდა, ურეკავ, თორე მესამე სართულზე ამსვლელი ხარ?) – თბილისში უნდა წაიყვანო.

ყავა, სიგარეტი, ახალი ამბები, ახალგამომცხვარი პური (ეტყობა მოიტანა შაქრო ძიამ), ყველი, კარაქი, ტროპიკული ხილის წვენი…

ფეხი ფეხზე გადაიდე და ელოდები.
ელოდები სიფხიზლეს, რომელიც ყავამ უნდა მოიტანოს.
ელოდები შენს დას, რომელმაც ჩანთა უნდა ჩაალაგოს.
ელოდები მზეს, რომელმაც უნდა გამოანათოს.
ელოდები სმს-ს.
ელოდები კარგ ხასიათს.
ელოდები ღიმილს, რომელიც სადღაც გულიდან უნდა წამოვიდეს, სახეზე ამოხოხდეს და მოკუმული ტუჩები ოდნავ დამანჭოს.
ელოდები სამსახურში წასვლას.
ელოდები …

Advertisements

5 thoughts on “>load

  1. >და ამ დროს უკნიდან გეპარება საყვარელი ადამიანი და კისერზე გეხვევა – ვოტ ეტა ჟიზნ! მაგრამ სად არის:)))„ცოლი გინდა“ და მსგავს კონტრკომენტებს არ ვართ!:D

  2. >დილას გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და კარგ ხასიათზე იქნებით :)ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია 😛

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.