>ძმაკაცის ძმაკაცის მამა

>ხო.

ჩემი ძმაკაცის კიდევ ერთი სხვა ძმაკაცის მამა შემხვდა.

ერთ დროს ბრგე, ეხლა კი საკმაოდ მოტეხილი.
ზედმეტად.

ვერ ვიტან ამ ქართულ სიყვარულის ახსნებს – ”შენ ხო იცი ჩემ ბიჭს როგორ უყვარხარ”… ”პატივს გცემს”…

ბლა ბლა ბლა

კარგი რა.

ხოოდა.

კიდე კრიტიკის ქარ-ცეცხლი გავიარეთ მე და ჩემმა ბლოგმა.
ხოო, კომენტარს ველით სულმოუთქმელად ორივე.

კიდე მაზუთიანი ტატუიროვკა ვნახე.

კიდე შემხვდა ნაცნობები და უცნობები. ბევრი.

კიდე ხვალ დაბდღეზე მივდივარ ქალაქგარეთ.

კიდე ბევრი ვილაქლაქეთ.
კიდე მინდა…

ხოდა რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მივყვები ასე ამ ცხოვრების დინებას, ხანდახან საინტერესო რამეს თუ შევნიშნავ, მოვიქნევ ხელს ერთი-ორჯერ და ახლოს მივცურავ, შევათვალიერებ, შეიძლება ცოტა დიდხანს შევყოვნდე, მერე თავს ვანებებ და ისევ მივყვები დინებას…

გზაში რამდენი რამე გვხვდება – მედუზები, მთიდან მეწყერს წამოყოლილი მორები, პლასტმასის ბოთლები, ნაპირზე ტიპები მანქანებს რეცხავენ, ვიღაცეები ტანსაცმლით ბანაობენ, ზაგარს ღებულობენ სხვები, აქვე ვენახები და ბაღებია ან ყანები გაშენებული…

მორევები და ჩანჩქერებიც ბევრია ცხოვრებაში… მთავარია, ცურვა იცოდე.

და ის კუნძულიც გამოჩნდება, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი რომ აფარებდნენ თავს.
პიტერ პენი რომ ცხოვრობდა მარად უბერებელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად.
კაპიტანი ბლადი რომ იპყრობდა.
სულ წვიმა რომ მოდის.

ხანდახან ძალიან მწარედ მოგხვდება ხოლმე რომელიმე მორი. ძალიან გტკივა, გგონია რომ ეხლა გული წაგივა და ჩაიძირები… მაგრამ ისიც გახსოვს, გაანძრიე ხელი და გეშველებაო… ხოდა მიცურავ. კუნძულისკენ.

P.S. ნუ მიზაკაზებთ რა პოსტებს, მეძინებოდა და თქვენი გულისთვის ჩავრთე ეს კომპი ტიალი (ტიალი, ოხერტიალი…)
😉

Advertisements

17 thoughts on “>ძმაკაცის ძმაკაცის მამა

  1. >როგორ მეცნობა ეს მორები, და კიდე ეს ბევრი მორევები და ჩანჩქერები… და საერთოდ მთელი ცხოვრება ზღვა არის… და ის კუნძული, რომლისკენაც მიისწრაფი და რომელიც ასე შორს გეჩვენება…კარგად იჭერ ცხოვრების დეტალებს პაჭო, 5* შენ 😉

  2. >პოსტებზე „შეკვეთები“ გაგრძელდება, შენ კიდევ კომპის ჩართვა აღარ დაგეზაროს იცოდე ძმაოოოო!:)))

  3. >ეჰ, სამწუხაროდ პიტერპენის და ტომ სოიერის კუნძულს დიდი ხნის წინ ჩავუარეთ ყველამ. ისე ჩავუარეთ რომ ვერ დავრჩით იქ. ეხლაც გავუვლით ხოლმე გვერდს მაგრამ უკვე სტუმრები ვართ იქ და ჩვენი აღარ არის. კარგი იყო ბავშვობა. მაგრამ აახლა სხვა სახის კუნძულები მოჩანს წინ და ისინიც ძალიან საინტრესოა. ისე ამ ცურვა–ცურვაში ნაპირი თუ დაინახე ე.ი. კვდები ხო? 🙂

  4. >არანაირი სიკვდილი, ნიკოლოზ! :)კუნძული იცი რა არის?აი ის, შენ სადაც ხარ ეხლა. და წყალში ხანდახან სათევზაოდ გადიხარ ;)დოდ, კრიტიკის ქარცეცხლი იყო გარკვეული პოსტების მიმართ …

  5. >კუნძულის ნაპირი არ მიგულისხმია დვორ, კონტინენტის ნაპირს რომ დაინახავ მაშინ რა ხდება მეთქი 🙂

  6. >მერე რა ხდება ნიკოლოზ და გაგიდებს 4კაცი მხარზე და წაგიყვანენ მიქელ გაბრიელთან, დაკრძალვის და ქელეხის ხარჯები თავად დათვალე თვლა კი გეხერხება 🙂

  7. >ვააა. ე.ი. მე და ნიკოლოზი კუნძულზე გავიჩითეთ :))))))))))დვორსკ, შენც ახლომახლო კუნძულზე დასახლდი რაააა 😉

  8. >- მორევისთვის ცურვის ცოდნა/განთლება დამღუპველია…პასიურად უნდა ჩაყვე და ამოყვე თურმე,რომ გადარჩე! რიონის მორევში გამოწრთობილებმა მასწავლეს, სუნთქვა თუ გეყო…რაც მეტს იფართხალებ,მით მეტად გაიხანგრძლივებ ამოტივტივების პერიოდსო…ნეეტა რას უნდა ნიშნავდეს აა?!

  9. >-მგონი მორევი დროა; ფართხალი: ნაოჭების მაქს-ფაქტორები, პარიკები, პროფ.თმის საღებავები… პასიურობა/გამოსავალი დროის მორევში,დროის მორჩილებაა,შინაგანი, მშვიდი.მერე ან ცოცხალს/გადარჩენილს ამოგაგდებს ან შეჭმულ/მომხვრჩალს(“რამინდოდა წვენებში!?!”-ის პონტში)… და მგონი “დღიური” კუნძულია და არა მარტო ჩემი!ვფიქრობდი პერიოდულად ჩემმა ახლობლებმა/გულშემატკივრებმაც რომ გაიგონ ფაქტი, რომ ჩემთან/ჩემში ყველაფერი კარგადაა, ნორმალურადაა, მეც ბლოგი ხომ არ გავხსნამეთქი, მაგ.:”არ დაიდარდო!”(ჩართვისას ჰიმნით, “ნა რეჩკეეე, ნა რეჩკეეეეე”…) ღმერთმანი!

  10. >მეც რაღაც თევზი ვარ, ალბათ სკალიარი, მაგრამ ახლა სხვა რაღაცის თქმა მინდოდა…ძალიან სენტიმენტალური პოსტია და რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ ყველაფერი მართლა ასე ხდება… 😦

  11. >ჭუკი რომელი კალმახი ხარ? მდინარის? დინებას აღმა რომ მიუყვება ? თუ სევანის ტბის – на пол метра менше чем океанский кит?

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.