>ფიქრები ხმამაღლა

>არა, მე არც ვჩხუბობ და არაფერი.

არანაირად.

ვჭედავ ხოლმე ხანდახან.
და ხშირად თურმე გაჭედვის ადრესატს არ ესმის, რატომ.

ამიტომ მერე თურმე უნდა აუხსნა, ოღონდ არა გაჭედვით, არამედ მშვიდად და წყნარად.

უნდა მოიხელთო ოღონდ, ასე ვთქვათ, ხელთ მოიგდო და გაუიასნო, რატო გაუჭედე, და რისთვის.

ხოდა ამ ყველაფერს ენერგია, დრო, ჯანი და შეგნება უნდა.

და ისე, პა ბალშომუ, მარტო მეგობრები იმსახურებენ იმას, რომ ავუხსნათ, რაზე ვჭედავთ ან ვუჭედავთ.

თორე ათასი უცხო სუ არ გახატია?

Advertisements